Описание
სანამ ხავერდოვანი ჟოლო ხაზს უსვამს ვაშლის და ბერგამოტის სიკაშკაშეს, თამაშში შემოდის ყვავილოვანი გული: ფორთოხლის ყვავილის ოქრო ერწყმის ზაფრანის სანელებელს და ერთიანდება ექსკლუზიურ აკორდში "ოქროს ნათება". ამბროქსანის გამძლე ხის ნოტები პაჩულის და ნაღებისებრი სანდლის ხის ზეთებით ასრულებს მდიდრულ თაიგულს.
ზედა ნოტი: ვაშლი, ბერგამოტი, ჟოლო
გულის ნოტები: აკორდი «ოქროს ნათება» (ფლერდორანჟი და ძვირფასი ზაფრანა), ილანგ-ილანგი
ქვედა ნოტი: პაჩულის ზეთი, მოლეკულა Ambrox®, სანდლის ხე
ილიას ერმენიდისი
მსოფლიოში ცნობილმა პარფიუმერმა ილიას ერმენიდისმა იცის, თუ როგორ შექმნას შედევრი. ექსკლუზიური აკორდისთვის "ოქროს ნათება" მან აირჩია განსაკუთრებული ინგრედიენტი, რომელიც გამოკვეთს ფორთოხლის ყვავილის ყველაზე ლამაზ მხარეებს. „მინდოდა შემექმნა არომატი, რომელიც სავსეა ორიგინალური ყვავილოვანი ელეგანტურობით. Giordani Gold-ისთვის დამახასიათებელი კაშკაშა ოქროსფერი ფორთოხლის ყვავილი გადაჯაჭვულია ზაფრანასთან, ძვირფას სანელებელთან, რომელიც ცნობილია, როგორც "წითელი ოქრო". მე იგი შეუდარებელი სითბოსა და დახვეწილობის გამო ავირჩიე“. ილიასი ბევრ ქვეყანაში ცხოვრობდა და სამართლიანად უწოდებს თავის თავს მსოფლიოს მოქალაქეს. მისი თქმით, სწორედ ასეთი, მოგზაურობითა და განსხვავებული კულტურებით სავსე ცხოვრება არის მისთვის შთაგონების ძირითადი წყარო.
ილიას ერმენიდისი შექმნა არომატები მსოფლიო ბრენდებისთვის Calvin Klein, Celine, Escada, Givenchy, Gucci, Hugo Boss, Kenzo, Lancôme, Moschino, Oscar de la Renta, Valentino, Vera Wang, Yves Saint Laurent.
აირჩიეთ შენთვის ოპტიმალური წასმის ხერხი:
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.