მთავარი
არომატები
Eclat
პარფიუმერული წყალი Eclat Mon Parfume (ეკლატ მონ პარფა)
Посмотреть все 0 отзывы

Описание

Eclat Mon Parfum შეიქმნა სპეციალური შეკვეთით DeLaire Boudour ლეგენდარული აკორდის საფუძველზე. უკანსასკნელი 140 წლის მანძილზე ეს პრივილეგია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ პარფიუმერულ ბრენდებს ხვდათ წილად.


არომატის ტიპი: ყვავილოვანი, მწვანე

ზედა ნოტები: ჩინური მსხალი, იის ფოთლები და ვარდისფერი წიწაკა

«გულის ნოტები»: სამეფო თეთრი ზამბახის ექსკლუზიური აკორდი DeLaire Boudoir ჰელიოტროპის გრავირებით

შლეიფი: ნუშის ფხვნილი, მუშკი და თეთრი პაჩული



  • სამეფო თეთრი ზამბახი ყველაზე ძვირფას და ძვირადღირებულ ნატურალურ კომპონენტად ითვლება მსოფლიოს პარფიუმერიაში - მან ამბრს, მუშკს და უდსაც კი აუარა გვერდი. ზამბახის ზეთი ხელით და თანაც მხოლოდ შეკვეთით მზადდება, დამამზადებელი პროცესის შრომატევადობის და ხანგრძლივობის გამო. თავდაპირველად ზამბახი მინდვრებში იზრდება სამი წლის განმავლობაში, შემდეგ მის ფესურებს მზეზე აშრობენ და კიდევ სამი წლით შესანახად აგზავნიან, და მხოლოდ ამის შემდგომ, ექსტრაქციის ან ორთქლის გამოხდის მეთოდით იღებენ სურნელოვან სუბსტანციას, რომელიც ნაღების კარაქს ჰგავს. ერთი კილოგრამი ასეთი სუბსტანციის დასამზადებლად რვა ტონა ფესურა არის საჭირო — ეს დაახლოებით 40 000 ყვავილია.
  • პარფიუმერული სახლი DeLaire თანამედროვე პარფიუმერიის სათავეებთან დგას და 140 წელზე მეტია განსაკუთრებულ პარფიუმერულ ბაზებს ან აკორდებს ქმნის. უკანასკნელ დრომდე ისინი დაჯავშნილი იყო ისეთი სახელმოხვეჭილი პრემიალური ბრენდების მიერ, როგორიცაა Chanel და Guerlain, ახლა კი ამ ექსკლუზიურ კლუბს Oriflame შეუერთდა.
  • არომატის შექმნის პატივი უმაღლესი კლასის პროფესიონალს — ოსტატ-პარფიუმერს ემილი კოფერმანს ISIPCA დიპლომის — ვერსალში მსოფლიოში ცნობილი პარფიუმერების მოსამზადებელი სკოლის მფლობელს ერგო. ის ქმნიდა კომპოზიციებს ისეთი პარფიუმერული ბრენდებისთვის, როგორიცაა Balmain, Givenchy, Roberto Cavalli, Trussardi და Versace, ხოლო 2015 წელს, ფრანგული ჟურნალის Cosmétique Mag-ის და იტალიური პარფიუმერული აკადემიის ვერსიის თანახმად, «წლის პარფიუმერის» ტიტული მოიპოვა.
  • სინჯის კოდი (1 მლ): 34294.
  1. გაასხი ცოტაოდენი ტუალეტის წყალი შენს წინ ჰაერში და შეაბიჯე სურნელოვან ღრუბელში.
  2. დაისხი ტუალეტის წყალი დღის მანძილზე, რათა გააცოცხლო არომატი და აიმაღლო განწყობა.
  3. აირჩიე არომატი სეზონის მიხედვით: მსუბუქი ზაფხულისთვის და უფრო მძიმე კი — ცივი სეზონისთვის.
ALCOHOL DENAT., PARFUM, AQUA, ALPHA-ISOMETHYL IONONE, LIMONENE, LINALOOL, GERANIOL, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, COUMARIN, CITRAL, CITRONELLOL, PHENOXYETHANOL
Eclat-ის ბრენდის შესახებ

დახვეწილი არომატი მათთვის, ვინც თავდაჯერებულობასა და სტილს გამოხატავს ყოველ ნაბიჯზე. იდეალური ბალანსი კლასიკასა და თანამედროვეობას შორის.

როგორ ვაგროვებთ შეფასებებს? შეიტყვე მეტი

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.