მთავარი
არომატები
Giordani Gold
ტუალეტის წყალი Mister Giordani (მისტერ ჯორდანი)
Посмотреть все 0 отзывы

Описание

მამაკაცი Mister Giordani-ს სტილში არასოდეს მიჰყვება ბრბოს. მას უყვარს თავისუფლება, ყურადღებიანია დეტალების მიმართ, თავდაჯერებულია, მოდასთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს სტილს, და ხარისხს ამჯობინებს წარმავალ ტენდენციებს. მისი მსუბუქი ღიმილისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, მისი ქარიზმა კი მაგნიტივით იზიდავს.


 არომატის ძირითადი ინგრედიენტია ტოპ ვეტივერი, ინოვაციური ახალი ნოტი. ტრადიციულ ვეტივერთან შედარებით, ის უფრო ნათელი, ცოცხალი, თანამედროვე და თავისუფალია. კომპოზიციას ავსებენ გრეიფრუტი, ჯანჯაფილი, ნემსიწვერა (ბალბა) და ცხარე წიწაკა.


«ტოპ ვეტივერის ნოტი არის ვეტივერის ახალი თაობა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტი. ის უფრო თანამედროვე და თავისუფალია, ვიდრე ტრადიციული ვეტივერი: უფრო ნათელი, ცოცხალი და ახალი“, - მოგვითხრობს პარფიუმერი ნატალი ლორსონი.


 ახალი ფუჟერული არომატი ძლიერი, სპონტანური და ვნებიანი მამაკაცისთვის, რომელსაც არ ეშინია გაცდუნოს და გაგაოცოს. ის თითქოს Giordani Gold Man-ის კლასიკური ვერსიის უმცროსი ძმაა. მის ცხოვრებაშიც არის მკაცრი კოსტუმები, საქმიანი შეხვედრები და მდიდრული აქსესუარები, მაგრამ ის მათ მსუბუქად, ირონიის მარცვლით ეპყრობა.


  • არომატის ავტორმა, ნატალი ლორსონმა, 2016 წელს ""ოსტატ-პარფიუმერის"" წოდება მიიღო, რაც ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს წარმოადგენს. მის პორტფოლიოში შედის კომპოზიციები Yves Saint Laurent-ისთვის, Dolce & Gabbana-სთვის და Roberto Cavalli-სთვის. ნატალის ყველა სუნამო გაერთიანებულია ჰარმონიის ძიების საერთო იდეით და შთაგონებულია იაპონიის გარშემო მოგზაურობით.

  • არომატის სინჯის კოდი (1 მლ): 33653
ALCOHOL DENAT., AQUA, PARFUM, LIMONENE, LINALOOL, BENZYL SALICYLATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, COUMARIN, CITRONELLOL, CITRAL, GERANIOL, EUGENOL, PHENOXYETHANOL
 
როგორ ვაგროვებთ შეფასებებს? შეიტყვე მეტი

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.