მთავარი
კომპლექსური მოვლა
NovAge
კომპლექსური გამაახალგაზრდავებელი მოვლა NovAge Time Restore (ნოვეიჯ თაიმ რესთორ)
Посмотреть все 0 отзывы

Описание

მაღალეფექტური გამაახალგაზრდავებელი კომპლექსური მოვლა მოწიფული კანისთვის უბრუნებს კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს, აღადგენს სახის კონტურებს, აგლუვებს ღრმა ნაოჭებს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს. ანტიასაკობრივი ტექნოლოგიით GenisteinSOY და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით Plantago Lanceolata. ეს ოთხ საფეხურიანი მარტივი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს კანის მაქსიმალურ მოვლას სახლის პირობებში. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ კომპლექსური მოვლა 7-ჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე NovAge Time Restore საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენება*.


ნაკრებშია:


  • გამწმენდი გელი-ტონიკი (150 მლ / კოდი 33984).
  • თვალის და ტუჩის კონტურის გამაახალგარდავებელი კრემი (15 მლ/კოდი 32629).
  • სახის და დეკოლტეს ზონის გამაახალგაზრდავებელი შრატი (30 მლ/კოდი 32630).
  • გამაახალგაზრდავებელი დღის კრემი SPF 15 (50 მლ/კოდი 32627).
  • გამაახალგაზრდავებელი ღამის კრემი (50 მლ/კოდი 32628).

სინჯების ნაკრების კოდი: 545784.


*სამომხმარებლო ტესტირების შედეგად 55-დან 65 წლამდე ასაკის 77 ქალის მონაწილეობით, რომლებიც სარგებლობდნენ გამაახალგაზრდავებელი NovAge Time Restore კომპლექსური მოვლით 6 კვირის მანძილზე.

ჭეშმარიტი სილამაზე მხოლოდ სრულყოფილებას როდი გულისხმობს. ეს თავდაჯერებულობაა ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს, ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ერთად. სერია NovAge Time Restore საშუალებას გაძლევს შეხვდე ასაკობრივ ცვლილებებს შეიარაღებული. არასდროს არ არის გვიან მოაშორო კანს ასაკობრივი ნიშნები.


ინოვაციური ანტიასაკობრივი ტექნოლოგიის GenisteinSOY-ს და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტის Plantago Lanceolata-ის მეშვეობით, სერია NovAge Time Restore ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და ამკვრივებს კანს. სახის კონტურები უფრო გამოკვეთილია, ღრმა ნაოჭები და პიგმენტური ლაქები ნაკლებად შესამჩნევი. შეინარჩუნე სილამაზე და დაუბრუნე მოწიფულ კანს მეორე ახალგაზრდობა.


მოწიფული კანის კომპლექსური მოვლა NovAge Time Restore — ეს ოთხ საფეხურიანი მარტივი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს კანის მაქსიმალურ მოვლას სახლის პირობებში. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ კომპლექსური მოვლა 7-ჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე საშუალებების ცალ-ცალკე გამოყენება*.


ნაბიჯი 1: წმენდა

საფუძვლიანი წმენდა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დაიწყე კანის მოვლა დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკით NovAge (33984): ის ღრმად წმენდს, კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ატენიანებს, ატონიზირებს. და ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.


ნაბიჯი 2: თვალის გარშემო კანის მოვლა

თვალის და ტუჩის კონტურის გამაახალგაზრდავებელი კრემი NovAge Time Restore (32629) აგლუვებს თვალის და ტუჩის გარშემო ღრმა და წვრილ ნაოჭებს.


ნაბიჯი 3: აქტივატორი

სახის და დეკოლტეს ზონის

გამაახალგაზრდავებელი შრატი NovAge Time Restore (32630) მატებს კანს მბრწყინავ შეფერილობას და

აქტიურად ატენიანებს, აძლიერებს დღის და ღამის კრემების მოქმედებას.


ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა

გამაახალგაზრდავებელი დღის კრემი SPF 15 NovAge Time Restore (32627) აგლუვებს ღრმა ნაოჭებს, ამცირებს პიგმენტაციას, მატებს კანს ელასტიურობას, აქტიურად ატენიანებს. გამაახალგაზრდავებელი ღამის კრემი NovAge Time Restore (32628) ამკვრივებს და ჭიმავს კანს, აგლუვებს ღრმა ნაოჭებს,

სანამ შენ გძინავს


*კლინიკური ტესტების შედეგად NovAge Time Restore გამაახალგაზრდავებელი კომპლექსური მოვლის შედეგად.


NOVAGE მხარდაჭერილი მეცნიერების მიერ. გაძლევს საშუალებას გახდე საუკეთესო. 
Novage გთავაზობთ კანის მოვლის მეცნიერულად მოწინავე ფორმულებს, რომელიც შექმნილია დაბერების ნიშნების შესაჩერებლად. ყველა პროდუქტი შემუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიებით, მცენარეული ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტებით და მორგებულია თქვენი კანის ცვალებად მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დადასტურებულია კლინიკურად. Novage-ით შეგიძლიათ დატკბეთ ახალგაზრდული, ჯანსაღი კანით ნებისმიერ ასაკში.

როგორ ვაგროვებთ შეფასებებს? შეიტყვე მეტი

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.