

56,00 GEL
გამაგრილებელი არომატი პიკანტური და ხის ელფერებით, შთაგონებულია ბიზნეს ცენტრებისა და საქმიანი კვარტლების ენით აღუწერელი ატმოსფეროთი.
მიწოდება 6,00 GEL ლარიდან.
მიწოდების დრო: 1-3 სამუშაო დღე
გახდი წევრი, ისარგებლე შეღავათებით!
15% ქეშბექი ყოველ შეკვეთაზე.
10% გაზიარების ფასდაკლება მეგობრების მოწვევისას.
უფასო მიწოდება საკომპენსაციო პროდუქტის შეძენისას.
არომატი იხსნება სიცილიური ბერგამოტის ენერგიული ნოტით, რომელიც გაძლიერებულია ზღვის გრილი აკორდით. გულში პიკანტური შავი კარდამონი თავდაჯერებულად ერწყმის წითელი ბეგქონდარასა და იის ფოთლების მწვანე ნოტებს. ბაზაში - ფაჩულის, ამბროქსის და სანდლის ხის ძალა, რომლებიც ერთად წარმატებისა და ძალაუფლების აურას ქმნიან.
ზედა ნოტები: ბერგამოტი, სიცილიური ბერგამოტი, ზღვის აკორდი
გულის ნოტები: შავი კარდამონი, წითელი ბეგქონდარა, იის ფოთლები
ბაზის ნოტები: ფაჩული, ამბროქსანი, სანდლის ხე
პარფიუმერი: ელიზ ბენა
როდესაც ელიზი პირველად დაესწრო სუნამოების საფუძვლების კურსს, ეს მისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა: ახლა ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს პარფიუმერობაში. მას დიდი ქალაქების ენერგია იზიდავს, მან პარიზში მაშინვე მშვიდად იგრძნო თავი, სადაც დღემდე იღებს შთაგონებას, უსმენს რა სხვების რომანტიულ საუბრებს და გადაჰყავს რა მათი სიტყვები არომატების ენაზე. ამ სურნელის შექმნა ელიზს ქალაქის, რომელსაც არასდროს სძინავს, ცისფერმა განათებამ შთააგონა.
”მე გამოვიყენე არომატული ნოტებისა და ზღვის აკორდის წყლოვან-ცისფერი ენერგია ძალისა და სიჩქარის შესაგრძნობად, შავი კარდამონის ორიგინალური ნოტი კი მისი სიღრმის გაძლიერებაში დამეხმარა.”
ზომები: სიგრძე 80mm, სიმაღლე 40mm, სიღრმე 100mm, წონა 0.24g
პროდუქტის სრული დასახელება: ტუალეტის წყალი Venture Power (ვენჩა ფაუა)
უპირატესობები
- არომატის ტიპი: არომატული, წყლის
- შავი კარდამონი ჟღერს პიკანტურად და ოდნავ კვამლიანად, ძვირფასი ტყავის თანახმოვანებით. ამ არომატში ის განასახიერებს წარმატებისა და ძალაუფლების ენერგიას.
- პიკანტური და გამაგრილებელი
მოთხოვნადი პროდუქტები
რეიტინგები და მიმოხილვები
აღმოაჩინე იმ მომხმარებელთა მიმოხილვები ვინც უკვე შეიძინა პროდუქტი. შეიტყვე მიმოხივლის გამოქვეყნების პირობების შესახებ აქ.
მსგავსი პროდუქტი
ახლახან ნანახი
Venture
Venture ტუალეტის გამაგრილებელი წყლები შთაგონებულია ურბანული ცხოვრების და ქალაქის მოყვარულთა ენთუზიაზმით. ისევე, როგორც განსხვავებული ქალაქები, Venture-ის არომატებიც განსხვავებულ ენერგიას ასხივებს.