აღწერა
სამმაგი მოქმედების სახის კრემი ატენიანებს, კვებავს და იცავს კანს. უცხიმო ტექსტურის წყალობით, პროდუქტი ადვილად შეიწოვება კანში.
● მყისიერად ატენიანებს კანს — დადასტურებულია კლინიკურად*;
● შეიცავს კანოლის ზეთს, Е ვიტამინს და ემოლიენტების კომპლექსს;
● შესაფერისია ყველა ასაკისა და ტიპის კანისთვის, მგრძნობიარეს ჩათვლით;
● გავლილი აქვს ტესტირება დერმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ;
● არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს და პარაბენებს.
*პეიდერმისის რქოვანი ფენის დატენიანება დამატენიანებელი სახის კრემის Essentials (ესენშელს) გამოყენებით ჩატარებული კლინიკური ტესტების შედეგების მიხედვით პირველი გამოყენების შემდეგ.
● კანოლას ზეთი (canola oil) მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და ფიტოსტეროლებით, რომლებიც თითქმის სასწაულებს ახდენენ კანზე, კვებავენ და არბილებენ მას და ასევე აღადგენენ მის დატენიანებას.
● Е ვიტამინი (tocopheryl acetate) მნიშვნელოვანია არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ კანის სილამაზისთვისაც. იგი არ გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი გარედან მიღება. ცნობილია რა თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით და ტენიანობის შეკავების უნარით, Е ვიტამინი — არის გასაღები გლუვი, დატენიანებული, მკვრივი და დაცული კანის უზრუნველყოფისთვის.
● ემოლიენტების კომპლექსი (emollient blends) პროდუქტის შემადგენლობაში, მის ტექსტურას მეტ სირბილეს ანიჭებს და კანზე სინაზისა და კომფორტის შეგრძნებას ტოვებს. გარდა ამისა, ემოლიენტები კვებავენ, არბილებენ და ასწორებენ კანს.
Essentials ბრენდის შესახებ
Essentials სამმაგი მოქმედების ნაზი ფორმულა, კანოლის ზეთი და Е ვიტამინი უზრუნველყოფს ყველა ასაკისა და ყველა კანის ტიპის დაცვას და კვებას.
ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.