

102,00 GEL
დატკბი შვედეთის წყლების სიგრილით გრძნობების ამფორიაქებელი Nordic Waters-ის საავტორო აკორდით და იის ფოთლებისა და ლიმონის მამაკაცური ნოტებით.
მიწოდება 6,00 GEL ლარიდან.
მიწოდების დრო: 1-3 სამუშაო დღე
გახდი წევრი, ისარგებლე შეღავათებით!
15% ქეშბექი ყოველ შეკვეთაზე.
10% გაზიარების ფასდაკლება მეგობრების მოწვევისას.
უფასო მიწოდება საკომპენსაციო პროდუქტის შეძენისას.
Nordic Waters – პარფიუმერული წყალი ფენომენალური გამაგრილებელი ეფექტით. შეიგრძენი, როგორ ცოცხლდება ყოველ წვეთთან ერთად შენი გრძნობები!
ბოთლის ახალი დიზაინი შთაგონებულია შვედური აკვატორიის კონტრასტებით: ბობოქარი ზღვიდან ტბების მშვიდ ზედაპირამდე.
ზედა ნოტები: მანდარინი, კარდამონი, ლიმონი
გულის ნოტები: Nordic Waters აკორდი, იის ფურცლები, კორიანდრის თესლები
ქვედა ნოტები: ხავსი, კედარი, მუშკი
პარფიუმერის შესახებ:
არომატი შექმნილია ფრანგი პარფიუმერის ფაბრის პელეგრენის მიერ. არომატების დედაქალაქში - გრასში, პარფიუმერის ოჯახში დაბადებულ ფაბრისს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა ყოველნაირი არომატების დაუოკებელი წყურვილი. მას ბავშვობიდან შთააგონებდა აყვავებული მინდვრების და ხეხილის ბაღების, მდინარეებისა და ტყეების, ტბებისა და მზის საოცარი სურნელი: „ჩემთვის არაფერია იმაზე მეტად სრულყოფილი, ვიდრე თავად ბუნება. ბუნების დახვეწილი წახნაგები უამრავ რთულ დეტალს გვთავაზობს".
თავისი კარიერის განმავლობაში, ფაბრის პელეგრენი არაერთგზის თანამშრომლობდა და ქმნიდა არომატებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდებისთვის, როგორიცაა: Yves Saint Laurent, Roberto Cavalli, Lalique, Lancôme, Lanvin, Issey Miyake, By Kilian და სხვა მრავალი.
ზომები: სიგრძე 110mm, სიმაღლე 40mm, სიღრმე 80mm, წონა 0.237g
პროდუქტის სრული დასახელება: კაცის პარფიუმერული წყალი Nordic Waters (ნორდიქ ვოთერს)
უპირატესობები
- არომატის ტიპი: სურნელოვანი, აკვატიკური
- Nordic Waters – პარფიუმერული წყალი. იგი განსხვავდება ტუალეტის წყლისგან არომატული ნივთიერებების მომატებული კონცენტრაციით. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი აკვატიკური სიახლე გელის სუნამოს თითოეულ წვეთში!!
- Nordic Waters-ის ექსკლუზიური აკორდი შექმნილია Cascalone® მოლეკულის საფუძვველზე, რომელიც აღძრავს ცხელ კანზე წყლის გამაგრილებელი წვეთების შეგრძნებას. ხილის ნახევარტონების და ოკეანური მოლეკულის მინერალური ნიუანსების გამამხნევებელი სიმსუბუქე გაძლიერებულია მამაკაცის სურნელში იის ფურცლების დახვეწილი ნოტით.
მოთხოვნადი პროდუქტები
რეიტინგები და მიმოხილვები
აღმოაჩინე იმ მომხმარებელთა მიმოხილვები ვინც უკვე შეიძინა პროდუქტი. შეიტყვე მიმოხივლის გამოქვეყნების პირობების შესახებ აქ.
მსგავსი პროდუქტი
ახლახან ნანახი
Nordic Waters
სკანდინავიურ ქვეყნებში წყალთან ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს. მუდმივად ცვალებადი, ამაღელვებელი წყალი მუდამ გიზიდავს. გადაეშვით Nordic Waters-ის გამაგრილებელ, კონტრასტულ სურნელებში - ჩვენი ცოცხალი წყლის არომატები, რომლებიც მომხიბვლელ წყლიან სამყაროში გადაგიყვანთ. გააძლიერეთ თქვენი გრძნობები Nordic Waters-ის ყოველი გამაგრილებელი ჩასუნთქვით, წყლის არომატების ახალი ტალღით.