სახის მოვლა
მთავარი
დროებით არ არის გაყიდვაში
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f44480%2fGE%2f44480_1.png&id=15501686&version=1
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f44480%2fGE%2f44480_2.png&id=15488436&version=1
444805 ცალი
NovAge

კომპლექსური მოვლა-კომფორტი NovAge Skinrelief Pro Resilient (ნოვეიჯ სქინრელიფ პრო რესაილენთ)

(0)
იყავი პირველი ვინც დაწერს მიმოხილვას (0)

282,99 GEL

ძირითადი ფასი:404,00 GEL
https://media-cis-cdn.oriflame.com/contentImage?externalMediaId=21e9df58-1c84-43e4-91df-feb7dc74d1d1&name=novage-tooling-banner&inputFormat=png
კანის ციფრული დიაგნოსტიკა
შეარჩიეთ თქვენი Novage ნაკრები

აღწერა

კომპლექსური მოვლა, რომელიც შემუშავებულია მგრძნობიარე კანისთვის და აერთიანებს დამამშვიდებელ და ასაკის საწინააღმდეგო თვისებებს. ამცირებს კანის მგრძნობიარობას, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და ებრძვის ნაოჭებს - დადასტურებულია კლინიკურად.


  • ფორმულები სურნელების გარეშე გაძლიერებულია Ultra Calm დამამშვიდებელი ტექნოლოგიით
  • რეტინოლის მსგავსი, მაგრამ უფრო ნაზად მოქმედი DermaLift Active კომპლექსი ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას



აღწერილობა



კლინიკურად დადასტურებულია:


ამცირებს კანის მგრძნობიარობას*


ნაოჭები 23%-ით მცირდება 8 კვირის განმავლობაში*


24%-ით უფრო ელასტიური კანი 8 კვირაში*


ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს და არბილებს კანს - ამას ადასტურებს მომხმარებელთა 93%**



*კლინიკური ტესტების საფუძველზე NovAge Skinrelief Pro Resilient კომპლექსური მოვლა-კომფორტის გამოყენებით. კლინიკური კვლევები ტარდებოდა Complife ლაბორატორიაში პეკინში 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 11 დეკემბრამდე 30 ქალის მონაწილეობით.



**სამომხმარებლო ტესტირების შედეგად NovAge Skinrelief Pro Resilient კომპლექსური მოვლა-კომფორტის გამოყენებით.



შემუშავებულია მგრძნობიარე კანისთვის:

  • pH-დაბალანსებული და არაკომედოგენური ფორმულები
  • დამზოგავი კომპონენტები, რომლებიც არ არღვევს კანის მიკრობიომს
  • ჰიგიენური შეფუთვა – ჰერმეტული ბოთლები დოზატორით
  • ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური, სამომსხმარებლო და დერმატოლოგიური ტესტებით


ფორმულები, რომლებიც არ შეიცავს:

  • სინთეტურ საღებავებს;
  • მინერალურ ზეთებს;
  • სულფატებს;
  • კეთილსურნელებას;
  • ტალკს;
  • სპირტს.


კანის მგრძნობელობა ან რეაქციულობა შეიძლება იყოს როგორც მუდმივი თვისება, ასევე დროებითი საპასუხო რეაქცია მზის გამოსხივებაზე, არაკეთილსასურველ გარემოზე ან კოსმეტიკურ კომპონენტებზე. მგრძნობელობა ჩვეულებრივ წარმოიქმნება დასუსტებული დამცავი ბარიერის გამო და თან ახლავს სიმშრალე, სიწითლე და ანთება, ქავილი, ჩხვლეტა და წვა.


NovAge Skinrelief მყისიერად ამშვიდებს კანს, აძლიერებს მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და თრგუნავს ანთებით რეაქციებს, ასევე გამოირჩევა ასაკის საწინააღმდეგო ეფექტით.


დროთა განმავლობაში კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი აღდგება, ის უკეთესად ეწინააღმდეგება გარე გამაღიზიანებლებს და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. კანის მგრძნობელობა მცირდება, ის ხდება უფრო ელასტიური, ხოლო ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი.



ნაკრებში შედის 5 სრული ზომის პროდუქტი კანის სრულფასოვანი მოვლისთვის და ეფექტური შედეგისთვის:

  1. სახის გამწმენდი ქაფი-კომფორტი (150 მლ / 38382);
  2. კრემი-კომფორტი თვალის გარშემო კანისთვის (15 მლ / 38390);
  3. სახის შრატი-კომფორტი (30 მლ / 38391);
  4. დღის კრემი-კომფორტი SPF 30 (50 მლ / 40794);
  5. ღამის კრემი-კომფორტი (50 მლ / 38385).