გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ

ძვირფასო ბრენდ-პარტნიორებო,

ჩვენ გწერთ, რომ შეგატყობინოთ ინციდენტის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და პირად ინფორმაციაზე.

თქვენი კონფიდენციალურობის პატივისცემა, ჩვენი Oriflame-ის საზოგადოებისა და თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ Oriflame-ზე განხორციელდა მთელი რიგი კიბერთავდასხმები, ჩადენილი დანაშაულებრივი განზრახვით, რამაც გამოიწვია უნებართვო წვდომა ჩვენს საინფორმაციო სისტემებზე.

თავდასხმები განხორციელდა 2021 წლის 31 ივლისს და 1 აგვისტოს. შედეგად, თავდამსხმელებმა მიიღეს არალეგალური წვდომა ზოგიერთი ბრენდ პარტნიორის პერსონალურ მონაცემებზე, როგორიცაა პირადობის მოწმობების ასლები. მონაცემებს, როგორიცაა თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი, ტელეფონის ნომრები და პაროლები  ეს თავდასხმები არ შეხებია. არ შეეხო ასევე კომერციულ ოპერაციებსაც.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ბრენდის ყველა პარტნიორი, რომლებიც დაზარალდნენ ამ თავდასხმის შედეგად, ასევე დავადგინოთ, თუ რა სახის ინფორმაცია იქნა კომპრომეტირებული თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. ამ დროისთვის ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ინციდენტი ძირითადად შეეხო ბრენდ-პარტნიორებს დსთ -ს ქვეყნებსა და აზიაში. ჩვენ უშუალოდ დავუკავშირდებით ყველას, ვისი პერსონალური მონაცემებიც პირდაპირ დაზარალდა და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას 2021 წლის 19 აგვისტომდე.

მას შემდეგ რაც მოხდა ჩვენს სისტემებზე უნებართვო წვდომა, ჩვენ დაუყოვნებლივ შევატყობინეთ შესაბამის ორგანოებს. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების არსებული ზომების გასაძლიერებლად და ვიკვლევთ ამ ინციდენტს მონაცემთა დაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაქირავებულ ე.წ. „აუთსორს“ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირადობის გასაყალბებლად, ჩვენ მოგიწოდებთ მიიღოთ  უსაფრთხოების შემდეგი ზომები:

 

• თუ თქვენ ხართ თაღლითობის, მოტყუების ან პირადობის მოპარვის მცდელობის მსხვერპლი, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს.

• იყავით ფრთხილად, თუ უცხო ორგანიზაციები და პირები ცდილობენ თქვენთან დაკავშირებას

• თუ იყენებთ პაროლებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან, გირჩევთ განაახლოთ ისინი.

თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება ორიფლეიმის მთავარი პრიორიტეტია. სამართალდამცავ ორგანოებთან და მონაცემთა დაცვის სხვა „აუთსორს“ სააგენტოებთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი Oriflame-ის საზოგადოება, სრულად გამოვიძიოთ ინციდენტი და უზრუნველვყოთ, რომ დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ თავიანთი უკანონო ქმედებებისთვის.

თავდასხმის შედეგად, თქვენი Oriflame-ის ანგარიში, შეკვეთები და გადახდის პროცესი არ დაზარალებულა და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი ბიზნეს საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორიფლეიმის სერვის ცენტრს

 

პატივისცემით,

 

Oriflame საქართველოს მენეჯმენტი