გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. ორიფლეიმის ახალი მობილური აპლიკაცია SkinExpert

ორიფლეიმის ახალი მობილური აპლიკაცია SkinExpert

მომხმარებლების კონსულტირება გახდა უფრო მოხერხებული, მარტივი და ობიექტური.

რა იწვევს ნდობას კონსულტაციის დროს? ეს არის ბრენდის საიმედოობა, ხალხის დადებითი გამოხმაურებები და პროფესიული რეკომენდაცია. როგორ გავხადოთ რეკომენდაცია პროფესიული? გამოიყენეთ ახალი მობილური აპლიკაცია SkinExpert!

ახალი აპლიკაცია SkinExpert დაგეხმარებათ მომხმარებლების კონსულტირებაში, პროდუქტების რეკომენდირებაში, კონტაქტების სიის მართვაში, მუდმივი კლიენტების მოძიებაში, უფრო მეტი გაყიდვების განხორციელებაში. SkinExpert შემუშვებულია დუბლინში ორიფლეიმის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშლომლობით, სადაც Oriderm-ის თანამედროვე ლაბორატორიებში ჩვენ ვატარებთ კლინიკურ კვლევებსა და ტესტირებებს პროდუქტების განცხადებული თვისებების დასადასტურებლად.

«დღეს ჩვენ გამოვცემთ მობილურ აპლიკაციას SkinExpert. მის შექმნაზე მუშაობდა დიდი გუნდი. ეს არიან მეცნიერები დუბლინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, სპეციალისტები პროდუქტებისა და ონლაინ დეპარტამენტებიდან, აგრეთვე 1200 ბიზნეს-პარტნიორი 15 ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ტესტირებაში. დარწმუნებული ვარ, რომ  SkinExpert შესანიშნავი ინსტრუმენტი იქნება კანის მდგომარეობის ეფექტური ანალიზისთვის, რეკომენდაციების დადასტურებისთვისა და წარმატებული გაყიდვებისთვის», — ამბობს მარკუს ფოგელი, გლობალური ონლაინ დეპარტამენტის უფროსი დირექტორი.

ჩვენ ვიცით, რომ კანის მოვლის პროდუქტების არჩევისას მომხმარებელი პირად რეკომენდაციებს უფრო ენდობა. ორიფლეიმის ახალი აპლიკაციის SkinExpert მეშვეობით ნებისმიერი თქვენგანი იგრძნობს თავს ექსპერტად, შეძლებს კომპეტენტური რეკომენდაციის მიცემას და დახმარების გაწევას NovAge ხაზიდან  კანის მოვლის მზა გადაწყვეტილების არჩევაში.

«საკმაოდ რთულია მომხმარებელთან ერთად მისი ასაკის, კანის მდგომარეობისა და ამასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა. ახალი აპლიკაცია SkinExpert დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უხერხულობა და შესანიშნავი შუამავალი გახდება კონსულტანტსა და კლიენტს შორის», — აღნიშნა მელინა გალეადიმ, კომუნიკაციების უფროსმა გლობალურმა მენეჯერმა.

კონსულტირების შედეგების მიხედვით აპლიკაცია SkinExpert გამოავლენს რეალურ ასაკსა და კანის მდგომარეობას, გასცემს მზა რეკომენდაციებს NovAge პროდუქტების ნაკრებით და კომპლექსური მოვლის ოთხი ნაბიჯის აღწერით. კლიენტისთვის კომპლექსური მოვლის NovAge არჩევის აშკარა პლიუსებია: ეფექტურობა, სიმარტივე და ხელმისაწვდომობა, აგრეთვე კლინიკური ტესტირებების არსებობა. ლიდერისთვის მაღალი ბონუს-ქულები, კონტაქტების სია და კომუნიკაციის გეგმა.  

მობილური აპლიკაცია SkinExpert პროფესიული ბიუთი-ექსპერტი და გაყიდვების მოხერხებული ინსტრუმენტია თქვენს ტელეფონში. გამოიყენეთ ის მომხმარებელთან მუშაობისას, მიეცით პერსონალური რეკომენდაციები და შექმენით სახელებისა და კონტაქტების საკუთარი ინტერაქტიული ბაზა.

ორიფლეიმის ახალი აპლიკაციის  Oriflame SkinExpert-ის გადმოწერა შესაძლებელია AppStore ან Google Play-ში.