შეიზღუდება წვდომა ორიფლეიმის ვებ-გვერდთან და მობილურ დანართებთან
2018წ. 30 ივნისიდან Android – მოწყობილობების 4.4. (და უფრო ძველი) ვერსიის მქონე მომხმარებელთათვის.
Android – მოწყობილობების 4.4.(და უფრო ძველი) ვერსიის მქონე მომხმარებლებს 2018 წლის 30 ივნისიდან აღარ ექნებთ წვდომა Oriflame -ის ვებ გვერდთან და მის ნებისმიერ მობილურ აპლიკაციასთან. შეზღუდვები შეეხება მოწყობილებით განხორციელებულ ნებისმიერ სამუშაოს: რეგისტრაციას, შეკვეთების განთავსებას და გადახდას, მასალის წაკითხვას პერსონალურ კაბინეტში და ინფორმაციის მიღებას ვებ-გვერდიდან და მობილური აპლიკაციებიდან.
შეზღუდვის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ საბარათე სისტემით (PCI SSC) გადახდის უსაფრთხოების სტანდარტების საბჭომ გაამკაცრა საერთაშორისი წესები ონლაინ-გადახდის უსაფრთხოების პროტოკოლთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს გააძლიეროს ონლაინ გადაცემული ინფორმაციის მთლიანობა და კონფიდენციალობა. ცვლილებები ძალაში შევა 2018 წლის 30 ივნისიდან.
ეს ცვლილებები არ შეეხება ორიფლეიმის კონსულტანტების უმრავლესობას, რადგან შეღუდვები ვრცელდება მხოლოდ 2014 წელს და უფრო ადრე გამოშვებულ მოწყობილობებზე. ვებ-გვერდთან და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ ისარგებლოთ განახლებული ოპერაციული სისტემის (ვერსია 5 ან შედარებით ახალი) Android ან სხვა ოპერაციული სისტემების მქონე ტელეფონებით ან ტაბლეტებით (პლანშეტებით).
როგორ გავარკვიოთ, რომელი ოპერაციული სისტემაა დამონტაჟებული სმარტფონში ან პლანშეტში?
ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგნაირად: «პარამეტრები» (Settings) – «სისტემა» (System) – «ტელეფონის შესახებ» (About phone)» თქვენი მოწყობილობის მენიუში.
შეზღუდვები არ კონტროლდება ორიფლემის მიერ და ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ონლაინ გადაცემული ინფორმაციის მთლიანობის და კონფიდენცილობის დაცვის მიზნით.