ჩაერთე აქციაში «ჩემი საუკეთესო საჩუქარი»
და მიიღე შესაძლებლობა გახდე საუცხოო პრიზის მფლობელი.
მიიღე გამოწვევა, 2019 წლის 22 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით შემოუერთი აქციას «ჩემი საუკეთესო საჩუქარი» და მოიგე სასაჩუქრე ვაუჩერი.
აქციაში მონაწილეობის წესები:
1. გადაიღე ფოტო სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ მდებარე „ორიფლეიმის“ საპრომოციო ზონაში (აუცილებელია, პრომოუტერისთვის პირადი მონაცემების მიწოდება (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი);
2. ორგანიზატორი მის ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/OriflameGeorgiaOfficial აქციის მიმდინარეობის განმავლობაში ყოველ დღე ათავსებს დღის ალბომს, თითოეულ ასეთ ალბომში მოთავსებულ დღის საკონკურსო ფოტოებს შორის შეჯიბრი მიმდინარეობს მოწონებათა (Like) რაოდენობის მიხედვით და ვლინდება დღის ორი გამარჯვებული - პირველი და მეორე ადგილის მფლობელები მოწონებათა (Like) რაოდენობის მიხედვით;
3. პირველი ადგილის მფლობელი გამარჯვებული საჩუქრად იღებს ერთ 100 (ასი და 00) ლარიან ვაუჩერს ორიფლეიმის ონლაინ მაღაზიაში გამოსაყენებლად; ხოლო მეორე ადგილის მფლობელი გამარჯვებული საჩუქრად იღებს ერთ 50 (ორმოცდაათი და 00) ლარიან ვაუჩერს ორიფლეიმის ონლაინ მაღაზიაში გამოსაყენებლად;
*აკრძალულია საკონკურსო ფოტოებში სხვა ბრენდის/მარკის გარდა ორიფლეიმისა კოსმეტიკური პროდუქციის გამოჩენა, ასევე სხვა ბრენდის/მარკის აქცენტირებული წარმოჩენა.
გადმოწერე:
აქციის წესები და პირობები