Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ორიფლეიმი წარმოგიდგენთ ახალ სარეკლამო კამპანიას «სილამაზეს ასაკი არ აქვს»

კომპანია ორიფლეიმი აცხადებს: ჭეშმარიტ სილამაზეს ასაკი არ აქვს. ეს სარეკლამო კამპანიის და მისი ოთხი ვიდეო-რგოლის მთავარი მესიჯია. აღნიშნულ ვიდეო-რგოლებს აუდიტორია ინტერნეტ სივრცეში იხილავს.

სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ქალბატონები. 20 წლის მოდელი, 30 წლის მსახიობი, 40 წლის კომპანიის ბიზნეს პარტნიორი და 60 წლის მოდელი. თითოეული ეს ქალბატონი ყოველდღიურად აწყდება სტერეოტიპებს: «20 წლის ასაკში მხოლოდ წვეულებები გაინტერესებს», «30 წლისას უკვე დროა კარიერაზე იზრუნო», «60 წლის ასაკში ახალს ვერაფერს დაიწყებ»… თუმცა ეს მხოლოდ გარშემომყოფთა თავს მოხვეული მოსაზრებებია, რომელმაც არ უნდა იქონიოს გავლენა ცხოვრების წესზე.

შვედური ბრენდი უკვე მეორედ უშვებს არაორდინალურ სარეკლამო პროექტს, კრეატიულ გადაწყვეტას, რომელიც კომპანიაში შეიქმნა. პირველი ასეთი პროექტი იყო «ანტიკასტინგი» – 2017 წლის შემოდგომაზე, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ადამიანთა სილამაზე არ არის გარშემომყოფთა მოსაზრებებზე დამოკიდებული. მაშინ მსოფლიოში ათასობით ადამიანმა მიიღო კამპანიაში მონაწილეობა და გაგვიზიარა ნამდვილი სილამაზის საკუთარი ისტორია.

ახალი კამპანია «სილამაზეს ასაკი არ აქვს» „ანტიკასტინგის“ ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მოგვითხრობს კომპანიის განსხვავებულ შეხედულებაზე სილამაზის, როგორც ცხოვრების წესის მიმართ. აღნიშნული იდეის განხორციელებაში კომპანის დაეხმარა ვარსკვლავური შემადგენლობა: შვედი რეჟისორი ჯიმი ოლსონი და ერთ-ერთი თანამედროვე ოპერატორი – ვლად ოპელიანცი.

«ჩვენ არ გამოგვიგონია ბიოგრაფია თითოეულ გმირზე, ისინი თავად გვიყვებოდნენ რეალურ და ძალიან პირადულ ისტორიებს, ამ მონათხრობში იგრძნობოდა მათი პროტესტი ასაკობრივი სტერეოტიპების მიმართ, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს»   აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

20 წლის მოდელი

30 წლის მსახიობი

40 წლის, ბიზნეს პარტნიორი

60 წლის მოდელი

  

მიიღე შთაგონება გმირების ისტორიებით, იყავი ლამაზი ნებისმიერ ასაკში, მიიღე მონაწილეობა ფლეშმობში და გააზიარე შენი სილამაზე ჰეშტეგით #მეცლამაზივარ!

სარეკლამო კამპანია «სილამაზეს ასაკი არ აქვს» იწყება 2018 წლის 19 თებერვალს.