Oriflame Makeup Wizard 4.0 – ახალი ხედვა ვირტუალურ მაკიაჟზე
Oriflame Makeup Wizard ან «მაკიაჟის შოურუმი» – იდეალური ასისტენტია შენი იმიჯის შესაქმნელად! ჩვენი აპლიკაციის საშუალებით შენ შეგეძლება ექსპერიმენტების ჩატარება მაკიაჟით, სხვადასხვა იმიჯის მორგება. ასევე, პროფესიონალური რეკომენდაციების გაზიარება, თუ ხარ ორიფლეიმის კონსულტანტი, და ეს ყველაფერი უკონტაქტოთ და სახლიდან გაუსვლელად, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!
ჩვენ განვაახლეთ აპლიკაცია და ახლა შენ უკვე მეტი შესაძლებლობა გაქვს. ახალი, ინტერაქტიული ფორმატი საშუალებას მოგცემს გამოცადო შენზე ორიფლეიმის ყველა ბრენდის პროდუქტები და ასევე:
• გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგია;
• ყველა ტონალური ფუძე;
• საჭირო პროდუქტის ძებნის ფუნქცია;
• შენი ახალი იმიჯის ფოტოს შენახვა და მისი გაზიარება სოციალურ ქსელებში;
• პროდუქტების სიის გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც გამოიყენე იმიჯის შესაქმნელად;
• თანამედროვე იმიჯები ბიუთი-ექსპერტებისგან და ბევრად მეტი!
გახდი შთაგონებული, ჩაატარე ექსპერიმენტები და ისიამოვნე ვირტუალური მაკიაჟის ახალი შესაძლებლობებით!
გამოცადე ახალი აპლიკაცია «მაკიაჟის შოურუმი» უკვე ახლა.