გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. გაუზიარე ყველას ნამდვილი სილამაზის ისტორია, გახდი ორიფლეიმის პროექტ ანტიკასტინგის მონაწილე!

გაუზიარე ყველას ნამდვილი სილამაზის ისტორია, გახდი ორიფლეიმის პროექტ ანტიკასტინგის მონაწილე!

2017 წლის 29 ოქტომბრიდან კომპანია ორიფლეიმმა დაიწყო პროექტ ანტიკასტინგის მეორე ეტაპი.

გააზიარე ახლობელი ადამიანის სილამაზის ისტორია პროექტის საიტზე www.anticasting.net და გახდი ანტიკასტინგ მოძრაობის ნაწილი! ნომინაციის მიზანია - მოვუყვეთ ფართო აუდიტორიას იმ ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზის შესახებ, ვინც ცხოვრობს საკუთარ სამყაროსთან თანხვედრაში და არ არის დამოკიდებული გარშემომყოფთა მოსაზრებებზე. 

3 დეკემბერს ქ. თბილისში, ორიფლეიმის ბიზნეს ცენტრში ჩატარდება ანტიკასტინგ-დღე, როდესაც ყველა ნომინირებულ ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პროფესიონალურ ფოტოსესიაში. ფოტოსესიის მიზანია გამოააშკარაოს თითოეული მონაწილის სილამაზის უნიკალურობა. პროექტის ფარგლებში კომპანია თანამშრომლობს უამრავ პროფესიონალ ფოტოგრაფთან, მათ შორისაა მსოფლიო დონის ხელოვანი აგატა პოსპეჟინსკა, რომელის ფოტო ნამუშევრებიც ამშვენებს ისეთი ჟურნალების გარეკნებსა და გვერდებს, როგორებიცაა Vogue, HarpersBazаar, Elle და მრავალი სხვა გლამურული გამოცემა.    

კომპანია ორიფლეიმი შვედი ექსპერტია სილამაზის სფეროში. ჩვენ თამამად ვაცხადებთ, რომ ჭეშმარიტი სილამაზე - ეს არის თითოეული ადამიანის უნიკალურობა, ის ინდივიდუალიზმი, რისი გაზიარებაც გსურს სხვებისთვის. სილამაზე არ არის გარშემომყოფთა შეფასებებზე დამოკიდებული, ეს არის ცხოვრების სტილი და თავდაჯერებულობა.

შემოუერთდი პროექტს ანტიკასტინგი და დაასახელე ნომინაციაში შენი მეგობრები!

დეტალები საიტზე www.anticasting.net