Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. ირინა გორბაჩოვა - შვედური ბრენდის სარეკლამო კამპანიის ახალი სახე

ირინა გორბაჩოვა - შვედური ბრენდის სარეკლამო კამპანიის ახალი სახე

ყოველ დღე მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში გადის მომაბეზრებელ კასტინგს. შენ გაფასებენ იმ კრიტერიუმებით, რომელთაც არაფერი აქვთ შენთან საერთო; და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი ძალით ეცდები მოერგო მათ, ეს არ მოგიტანს ბედნიერებას. ჩვენ ვამტკიცებთ: ქალის სილამაზე არ არის დამოკიდებული გარშემომყოფთა შეფასებასა და მოსაზრებებზე. ჭეშმარიტი სილამაზე ისაა, რაც თითოეულ ადამიანს უნიკალურსა და განუმეორებელს ხდის. შემოუერთდი ანტიკასტინგის მოძრაობას #anticasting და მთელს მსოფლიოს აჩვენე შენი ნამდვილი სილამაზე!

ბიუთი-სტანდარტები არ ჩერდება ერთ ადგილას, ასე იყო ყოველთვის. ასწლეულიდან ასწლეულამდე, წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე ქალებს კარნახობენ წესებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ, ჩაიცვან, იცხოვრონ. თუმცა, თუკი აქამდე წესებს ქმნიდნენ გლამურული ჟურნალები და რამდენიმე სარეკლამო ბანერი მთელი წლის განმავლობაში, მედიის განვითარებასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. ყოველდღიურად ჩვენი სმარტფონების ეკრანებიდან გვიყურებენ იდეალური სახეები, იდეალური პარამეტრებით და არანაკლებ იდეალური ცხოვრებით (ამაზე მეტყველებს სულ მცირე მათი ინსტაგრამ გვერდები). ამან შვა ტოტალური თავდაუჯერებლობის ტალღა. 

მაშასადამე რა არის ბიუთი-სტანდარტები?  თუ ანდროგენული გარეგნობა? ან იქნებ სინდი კროუფორდთან მსგავსება? ჩვენ, კომპანია ორიფლეიმი, მხარს ვუჭერთ ინდივიდუალობას და საკუთარ თავთან ჰარმონიას. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს შორის ძალიან ბევრი ჭეშმარიტად ლამაზი ადამიანია, რომელნიც მზად არიან სხვებს გაუზიარონ ეს სილამაზე. შენც გააზიარე! ჩვენ გვინდა, რომ ქალებს უყვარდეთ თავიანთი თავი ისე, როგორც სარკეში ხედავენ და იგრძნონ საკუთარ თავთან ჰარმონია. თუ გვეთანხმები შემოუერთდი ანტიკასტინგის მოძრაობას საიტზე http://www.anticasting.net/

სარეკლამო კამპანია სტარტს იწყებს 2017წ. 29 ოქტომბრიდან.

დეტალური ინფორმაციაwww.anticasting.org