Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. პარფიუმერული წყალი My Destiny ორიფლეიმისგან

პარფიუმერული წყალი My Destiny ორიფლეიმისგან – შენი უნიკალურობის საიდუმლო

კომპანია ორიფლეიმა შექმნა ახალი არომატი My Destiny, რომელიც მიუთითებს მისი მფლობელის უნიკალურობაზე. თურმალინის კრისტალების დამატება ხდის სუნამოს განსაკუთრებულს – ბუნებაში ხომ არ გვხვდება ორი იდენტური მინერალი. პირველად პარფიუმერული სამყაროს ისტორიაში კომპანია ორიფლეიმმა გადაწყვიტა ასახოს ეს კონცეფცია My Destiny ფლაკონის დიზაინში, ყოველი მათგანი დამზადებულია ინდივიდუალურად სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით!

ტურმალინის ძალა

ახალი ექსკლუზიური პარფიუმერული წყალის My Destiny სპეციალური ინგრედიენტი – ტურმალინის კრისტალები აძლიერებს თავდაჯერებულობას და ავლენს შემოქმედებით მხარეს. ტურმალინის წარმოუდგენელი სილამაზე, თავისი მრავალფეროვანი ფერებით და ფორმით განუმეორებელია. სწორედ ეს განსაზღვრავს პარფიუმის უნიკალურობას.  


უნიკალური ფარფიუმერული თაიგული

ეს დიდებული და დახვეწილი არომატი იხსნება მკვეთრი მბრწყინავი გრეიფრუტის ნოტებით, ლოტოსის ნაზი არომატებით. My Destiny-ის «გულში» გადაჯაჭვულია იორდასალამის ქალური ფოთლები, მგრძნობიარე ფორთოხლის და ატმის ყვავილები. ძირითად ნოტებში ისმის დახვეწილი პაჩულის, ჰელიოტროპის და ვანილის არომატების სურნელი. 

ზედა ნოტები
: გრეიფრუტი, მოცვი, ლოტოსის ყვავილები
ქმნის პირველ შთაბეჭდილებას არომატზე: იგრძნობა 10 წუთის განმავლობაში. 

ძირითადი ნოტები: პაჩული, გელიოტროპი, ვანილი
არომატი იხსნება დატანიდან 30 წუთის შემდეგ.

«გულის» ნოტები: პიონი, ფორთოხლის და ატმის ყვავილები
არომატის ხასიათი: სრულად იგრძნობა დატანიდან ერთი საათის შემდეგ.


მსოფლიოში პირველი ინოვაცია პარფიუმერიის სფეროში

არომატის უნიკალურობას ბოთლის ორიგინალური დიზაინი განაპირობებს. თითოეული ფლაკონი დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლითაც შუშაში შეყავთ ინტენსიური მწვანე პიგმენტი – ტურმალინის ფერი. ყოველი მიღებული ფერი განუმეორებელია. ჩვენ გულწრფელად ვამაყობთ, რომ ორიფლეიმი – პირველი კომპანიაა, რომელიც პარფიუმერულ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ექსკლუზიური და განუმეორებელი დიზაინის ბოთლების კონცეფციის შემქმნელი.  


 
 

პარფიუმერული წყალი My Destiny

მკვეთრი და ინტენსიური ხის-სანდალოზის მცენარეული სურნელი ლოტოსის გამახალისებელი წყლის აკორდებით, ქალური პიონით გულში და პაჩულის დახვეწილი შლეიფით. მთავარი ინგრედიენტი – ტურმალინის კრისტალები – გმატებს ენერგიას და თავდაჯერებულობას. თითოეული ბოთლი ექსკლუზიურია და არ მეორდება – პირველად პარფიუმერიის ისტორიაში!
მოცულობა: 50 მლ
ფასი: 51.99 ლარი.



პარფიუმერული წყალი My Destiny გაყიდვაშია 2016წ. 2 ოქტომბრიდან.