გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. ახალი ხაზი The ONE Featherlight ორიფლეიმისგან

ახალი ხაზი The ONE Featherlight ორიფლეიმისგან

მანდილოსნების უმრავლესობას მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად სურთ, რომ მაკიაჟმა მხოლოდ დეფექტები კი არ შენიღბოს, არამედ ხაზი გაუსვას და გამოკვეთოს ბუნებრივი სილამაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ ექსკლუზიური «ულტრა მსუბუქი» ხაზი – მსუბუქი ტექსტურის და მზრუნველი ინგრედიენტების სინთეზი სეზონის მკვეთრ და მოდურ ფერებთან. შენ შეგიძლია შექმნა ნებისმიერი იმიჯი: ნაზი და რომანტიულით დაწყებული თამამი და ექსპრესიულით დამთავრებული. ახალი ხაზი The ONE Featherlight საუკეთესო არჩევანია შენი სილამაზის გამოსაკვეთად.



«ულტრა-მსუბუქი» კოლექცია უნიკალურია – რადგან ფერების შერევა შესაძლებელია. უბრალოდ შეიგრძენი სასურველი განწყობა, ხოლო დანარჩენს ეფექტური ფორმულები გაუმკლავდება. 

ალიონა ტერეშენკო, ორიფლეიმის ოფიციალური ვიზაჟისტი: «მაკიაჟი არასდროს კარგავს აქტუალობას და ყოველთვის მოდურია. ახალი ხაზი დაგეხმარება შექმნა ნებისმიერი იმიჯი: ბუნებრივიდან - სადღესასწაულოთი დამთავრებული. სერია The ONE Featherlight ადვილად ისმევა და ინარჩუნებს მდგრადობას. ჰაეროვანი ტექსტურით მაკიაჟი ბუნებრივია და შენ ყოველთვის ტრენდული იქნები!

 

ულტრა მსუბუქი ტუჩის საცხი 5-1-ში The ONE Colour Stylist Featherlight
ოცნებობ მკვეთრ ტუჩსაცხზე, რომელიც არ იგრძნობა ტუჩზე? ახალი ულტრა მსუბუქი ტუჩსაცხი - შენი ახდენილი ოცნებაა. 8 ინტენსიური ფერის წარმოუდგენლად მსუბუქი ფორმულა მომენტალურად ატენიანებს ტუჩებს. ბუნებრივი მცენარეული ცვილი უვლის და არბილებს ტუჩის კანს. 
მოცულობა: 4 გ.
ფასი: 10.49 ლარი.

 

წამწამების დამაცალკევებელი ტუში The ONE Featherlight 
მზესუმზირის და კენკრის ბუნებრივი ცვილის მზრუნველი ფორმულა იდეალურად აგრძელებს, აცალკევებს და ღებავს თითოეულ წამწამს. საიცხოო მაკიაჟი და წამწამები ყოველგვარი კოშტების წარმოქმნის და "გადღაბვნის" გარეშე. ამოხსენი შენი წამწამების ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო ახალ წამწამების ტუშთან ერთად. 
მოცულობა: 8 მლ.
ფასი: 12.49 ლარი.

 

ფხვნილისებური თვალის ჩრდილები The ONE Featherlight
ხავერდოვანი, ჰაეროვანი ტექსტურა კვეთს თვალის ბუნებრივ სილამაზეს, ხოლო მზრუნველი ფორმულა თანაბრად ისმევა რამდენიმე ფენად აპლიკაციის შემთხვევაში და გეხმარება ნებისმიერი მაკიაჟის შექმნაში ბუნებრივიდან მკვეთრამდე. აჩუქე მზერას მომაჯადოებელი ბრწყინვალება.  
მოცულობა: 1,3 გ.
ფასი: 11.49 ლარი. 


ფხვიერი ფერუმარილი The ONE Featherlight
ჰაეროვანი, ფხვიერი მინერალური  ფერუმარილი ნაზი ციმციმით ადვილად და ბუნებრივად ჯდება კანზე, ინტენსიური პიგმენტები დიდხანს რჩება კანზე. მისი მეშვეობით შენ საუცხოოდ გამოიყურები ნებისმიერი იმიჯით - ნაზით და მკვეთრით. 
მოცულობა: 2 გ.
ფასი: 18.49 ლარი.

 

კოლექცია The ONE Featherlight გაყიდვაშია 2016წ. 11 სექტემბრიდან.