შენი ბუნებრივი სილამაზე Ecobeauty ახალ სერიასთან ერთად
Ecobeauty — ეს ორიფლეიმის ნოვატორული სერიაა ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე, რომლებიც მკაცრ ეთიკურ და ეკოლოგიურ ნორმებს შეესაბამება. მცენარეული ფორმულა, მდიდრული ტექსტურა და ეფექტური ზრუნვა - ბუნებისგან საუკეთესო საჩუქრებია და ჩვენ მოხარულნი ვართ შემოგთავაზოთ განახლებული სერია Ecobeauty ორიფლემისგან.
Ecobeauty – შენი ბუნებრივი სილამაზე
ბუნებრივი ექსტრაქტების და ბუნებრივი ინგრედიენტების საფუძველზე, ჩვენ შევქმენით პროდუქტების სერია, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი კანის ჯანმრთელობას ყოველდღე. თავისი უნიკალური თვისებებით, თითოეული პროდუქტის შემადგენლობაში გაერთიანებულია - ორი ძირითადი ინგრედიენტი. არ შეიცავს: ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს, პარაბენებს, სილიკონს, ნავთობგადამუშავების პროდუქტებს და სინთეთიკურ არომატიზატორებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატები
Ecobeauty-ის საშუალებებს მიღებული აქვთ სამი დამოუკიდებელი სერტიფიკატი – სერიის საშუალებებში გამოყენებულია ნატურალური და ორგანული სერტიფიკატის მქონე კომპონენტები, რაც კოსმეტიკისათვის უნიკალურია. ყველა საშუალება მდიდარია საკვები კომპონენტებით და ამავდროულად საკმაოდ მსუბუქი კონსისტენცია გააჩნია, რის გამოც ნებისმიერ ასაკის და კანის ტიპს უხდება.
ECOCERT
სერტიფიკატი ECOCERT გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ინგრედიენტების მინიმუმ 95% ნატურალურია, მიღებულია ეკოლოგიურად განახლებადი წყაროებიდან და 10% მთლიანად მიკვლევადი წარმომავლობა გააჩნიათ. ამ სერტიფიკატის მქონე კომპონენტები კოსმეტიკისათვის უნიკალურია.
Fairtrade (სამართლიანი ვაჭრობა)
ორიფლეიმი — მსოფლიოში პირველი კოსმეტიკური კომპანიაა, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის Fairtrade მიერ სერტიფიცირებულ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას უშვებს.
FSC (სატყეო სამურვეო საბჭო)
სერტიფიკატი FSC — მასალა, რომლისგანაც დამზადებულია შეფუთვა 100 % ექვემდებარება გადამუშავებას და პასუხისმგებლობის სტანდარტებს შეესაბამება. პასუხისმგებლობა: ნედლეული მიღებულია წყაროებიდან პასუხისმგებლობის სტანდარტების შესაბამისად, ანუ მწარმოებლებმა განვითარებად ქვეყნებში მიიღეს ისეთი მოგება, რომელიც საშუალებას აძლევთ მათ გააუმჯობესონ ცხოვრების და შრომის პირობები. შეფუთვის დასამზადებლად გამოყენებული ქაღალდი წარმოებულია პასუხისმგებლობის სტანდარტების შესაბამისი მერქნისგან.
სერია Ecobeauty საშუალებები:
გამწმენდი რძე Ecobeauty
გამწმენდი რძის კრემისებური ტექსურა ნაზად, მაგრამ ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, ამავდროულად იცავს და არბილებს კანს. დელიკატური ფორმულა მისაღებია თვალის გარშემო არეალისთვისაც. გამწმენდი რძის შემადგენლობაში შემავალი ორგანული ღიღილოს წყალი და ვიტამინი E , უზრუნველყოფს კანის ძლიერ ანტიოქსიდანტურ დაცვას, ხოლო მზესუმზირის ზეთის ექსტრაქტი დამატებით კვებავს და აღადგენს კანს.
გამოყენების წესი: მაკიაჟის მოსაშორებლად დაასხი მცირე რაოდენობის გამწმენდი რძე ბამბის ბალიშზე, მაკიაჟის ნარჩენების მოსაშორებლად კი გამოიყენე ტონიკი.
მოცულობა: 200 მლ.
ფასი: 26.49 ლარი.
გამახალისებელი ტონიკი Ecobeauty
გამახალისებელი ტონიკი შეიცავს ორგანული ვარდის და ღიღილოს წყალს, რომლებიც ახალისებს და ატონიზირებს კანს. ამ ორი კომპონენტის კომბინაცია არბილებს კანს, ათანაბრებს ტექსტურას და ტონს, ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ტონიკის ანტიოქსიდანდის თვისება იცავს კანს გარემო პირობების ნეგატიური ზემოქმედებისგან, ხოლო ნაზი ყვავილოვან-ციტრუსოვანი სურნელი ახალისებს კანს და ჩუქნის საუცხოო განწყობას.
გამოყენების წესი: წაისვი ტონიკი ბამბის ბალიშით სახის, კისრის და დეკოლტეს ზონაზე, მოარიდე თვალის გარშემო არეალს.
მოცულობა: 200 მლ.
ფასი: 26.49 ლარი.
აღმდგენი შრატი Ecobeauty
ორგანული ღიღილოს წყალი კანზე სამმაგ ზემოქმედებას ახდენს: ანტიოქსიდანტები იცავს კანს გარემო პირობების უარყოფითი ზემოქმედებისგან, უზრუნველყოფს დატენიანებას, მინერალები კი ავსებს კანს აუცილებელი მკვებავი ელემენტებით. ჩვენ გამოვიყენეთ ორთქლის დისტილაციის (გამოხდის) მეთოდი, რათა მიგვეღო ღიღილოს ექსტრაქტი და შეგვენარჩუნებინა მისი დადებითი თვისებები. მზესუმზირის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც საჭიროა კანის კვებისა და აღდგენისთვის და ასევე E ვიტამინით, რომელიც კანის ანტიოქსიდანტურ დაცვას განაპირობებს.
გამოყენების წესი: მატონიზირებელი საშუალების შემდეგ წაისვი შრატი გაწმენდილ კანზე, გაიჩერე რამდენიმე წუთი მაქსიმალური შეწოვისთვის, კრემის ან ზეთის წასმამდე.
მოცულობა: 30 მლ.
ფასი: 42.99 ლარი.
დამატენიანებელი დღის კრემი Ecobeauty
ანტიოქსიდანტებით, ცხიმოვანი მჟავებით, E ვიტამინით, შვედური მოცვის ექსტრაქტით და ქაცვის ზეთით მდიდარი კრემი ღრმად კვებავს, არბილებს, აგლუვებს და ანიჭებს კანს ჯანსაღ შეფერილობას. დღის კრემი ასევე შეიცავს ქოქოსის ორგანულ ზეთს და შის კარაქს, რომელიც დამტკიცებულია Fair Trade (სამართლიანი ვაჭრობა) მიერ. შედეგად კანი უფრი რბილი, გლუვი და მბრწყინავია.
გამოყენების წესი: დილით წაისვი კრემი ნაზი მასაჟის მოძრაობით კარგად გაწმენდილი სახის, კისრის და დეკოლტეს ზონაზე. შემდეგ წაისვი თვალის გარშემო კრემი და შრატი.
მოცულობა: 50 მლ.
ფასი: 34.49 ლარი.
სიგლუვის მიმნიჭებელი თვალის კრემი Ecobeauty
ვედური მოცვის და ქაცვის ზეთით მდიდარი ულტრა დამატენიანებელი კრემის ანტიოქსიდანტური მოქმედება ავსებს კანს ენერგიით, აქრობს დაღლილობის ნიშნებს და ახალისებს თვალის გარშემო კანს. მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კომპონენტები მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა-6), რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რამდენადაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის და კანის სილამაზის შენარჩუნებას.
გამოყენების წესი: დილით და საღამოს მცირე რაოდენობის თვალის კრემი თითის ბალიშების ნაზი მოძრაობით წაისვი თვალების გარშემო კანზე.
მოცულობა: 15 მლ.
ფასი: 27.49 ლარი.
სახის მკვებავი ზეთი Ecobeauty
მკვებავი არგანის ბამბის და მზესუმზირის ზეთის უნიკალური, მაღალკონცენტრირებული სინთეზი უზრუნველყოფს კანის ანტიოქსიდანტურ დაცვას, კვებას და განახლებას. არგანის ორგანული ზეთის შემადგენლობაში შემავალ ცხიმოვან მჟავებს გააჩნიათ ძლიერი დამატენიანებელი და დამცავი თვისება. ბამბის ექსტრაქტი მდიდარი E ვიტამინით ჩუქნის კანს ანტიოქსიდანტურ დაცვას და არბილებს მას.
გამოყენების წესი: საღამოს შრატის და თვალის კრემის შემდეგ გამოიყენე ზეთი. კარგი შეწოვისთვის გაათბე ზეთი ხელის გულებში და ნაზი, მასაჟის მოძრაობით წაისვი სახის, კისრის და დეკოლტეს ზონაზე.
მოცულობა: 50 მლ.
ფასი: 56.99 ლარი.
საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია სერია Ecobeauty-ის საშუალებების კომპლექსური გამოყენება.
სახის კანის მოვლის სერია Ecobeauty გაყიდვაშია 2016წ. 17 აპრილიდან.