Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ორიფლეიმი წარმოგიდგენთ NovAge Ecollagen

ნაოჭებთან ბრძოლა უჯრედულ დონეზე

მაღალეფექტური, ანტიასაკობრივი საშუალებების და კომპლექსური გადაწყვეტილებების სერია, რომელიც ებრძვის კანის დაბარების ნიშნებს. ყველა ხაზი დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნბრივ კომპონენტებზე, მცენარეთა ღეროვან უჯრედებსა და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. NovAge Ecollagen სერიის საშუალებების ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევევის შედეგად.

კოლაგენის გამომუშავების შემცირება - ნაოჭების წარმოქმნის ძირითადი მიზეზი

კოლაგენი - კანის უჯრედების ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ეს ცილოვანი ნაერთი პასუხისმგებელია კანის სტრუქტურასა და ელასტიურობაზე. ასაკის მატებასთან ერთად უჯრედებში კოლაგენის გამოყოფა მცირდება და ჩნდება ნაოჭები. NovAge Ecollagen საშუალებების შემადგენლობაში შემავალი, კულტივირებულ მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას და ბლოკავს ფერმენტებს, რომელიც ეწინააღმდეგება მის სინთეზს, შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს და ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. 

ბუნებრივი კომპონენტების და ახალი ტექნოლოგიების ძალა

დუბლინის კვლევითი ცენტრის და სტოკჰოლმის კანის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკებმა შეისწავლეს დიდი რაოდენობის ბუნებრივი ინგრედიენტები და დაამტკიცეს მათი ეფექტურობა ნაოჭებთან ბრძოლაში. ასე შემუშავდა და განახლდა ახალი სერია ნაოჭების წინააღმდეგ NovAge Ecollagen

დაპატენტებული ტრიპეპტიდ-ტექნოლოგია - სამი პეპტიდის საოცარი ერთობლიობა

ტექნოლოგია დაფუძნებულია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ხორბლის, ბრინჯის და საფუარის სამ მცენარეულ პეპტიდზე. ლაბორატორიაში, თითოეულ პეპტიდს გააჩნია კოლაგენის გამოყოფის მაღალი ეფექტურობა: ხორბალი იცავს დნკ-ას ფოტოდაბერებისგან, ბრინჯი ააქტიურებს უჯრედულ ენერგიას, საფუარი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. მათი ერთობლიობა კი ქმნის საუცხოო ეფექტს – კოლაგენის სინთეზი ორჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე თითოეულის ცალ-ცალკე*.

მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი

მცენარეთა ღეროვანი უჯრედები - მუდმივად განახლებადი უჯრედები. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ეწინააღმდეგება კოლაგენის ბოჭკოების დაშლას და ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. შედეგად წარმოქმნილი ახალი კოლაგენი ავსებს ნაოჭებს შიგნიდან და განაპირობებს კანის სიგლუვეს. 

ანტიასაკობრივი საშუალებების NovAge Ecollagen შემადგენლობაში შემავალი მვენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ორმაგ ფუნქციას ასრულებს: ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფასა და ბლოკავს ფერმენტებს, 

კლინიკურად დამტკიცებულია, რომ მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს 200%-ით**.

კლინიკური ტესტები ადასტურებს, რომ NovAge Ecollagen საშუალებები ამცირებს ნაოჭების რაოდენობას 33%-ით*  12 კვირის განმავლობაში, კანი რბილი, გლუვი და განახლებულია.

 

მანამდე: ასაკთან ერთად კოლაგენის სინთეზე კანში მცირდება, სუსტდება უჯრედშორისი მატრიცა, შედეგად წარმოიქმნება ნაოჭები.

შემდეგ: კოლაგენის ოპტიმალური რაოდენობა აძლიერებს ეპიდერმისის სტრუქტურას, ავსებს ნაოჭებს შიგნიდან.


*  In vitro ტესტი
**მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი – in vitro ტესტი

 

კომპლექსური მოვლის საშუალებების სერია NovAge Ecollagen:

სახის გამწმენდი გელი-ქაფი NovAge

ღრმად წმენდს და კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ახალისებს და არბილებს კანს. მდიდარია CellActive ტექნოლოგიით, რომელიც ღრმად წმენდს კანს, ნაზი სურნელით. წაისვი სახის კანზე და ნაზად მოიშორე ბამბის ბალიშით. გააჩნია ანტიასაკობრივი მოქმედება და ამზადებს კანს შემდგომი პროცედურისთვის.

მოცულობა: 200 მლ. ფასი: 26.50 ლარი.  

 

მატონიზირებელი საშუალება NovAge

რბილი, გამახალისებელი ტონიკი დამატენიანებელი CellRenew ტექნოლოგიით სრულყოფილად წმენდს და ატენიანებს კანს, ჩუქნის სიგლუვეს და ჯანსაღ ბრწყინვალებას. დაასველე ბამბის ბალიში და გაიწმინდე სახე, მოარიდე თვალის გარშემო ზონას. გააჩნია ანტიასაკობრივი მოქმედება და ამზადებს კანს შემდგომი პროცედურისთვის. 

მოცულობა: 200 მლ. ფასი: 26.50 ლარი.

 

ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი NovAge Ecollagen

მომენტალურად აგლუვებს და არბილებს თვალების გარშემო კანს, მატებს მზერას ახალგაზრდულ გამომეტყველებას. ჭიმავს და მატებს კანს სიმკვრივეს რეგულარული გამოყენებისას. თვალების გარშემო კრემი კარგად შეიწოვება. არ არის რეკომენდებული, დიდი რაოდენობით კრემის წასმა რამაც თვალების ზედმეტი შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს.

მოცულობა: 15 მლ. ფასი: 46.50 ლარი.

 

ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი NovAge Ecollagen

არბილებს, ამკვრივებს, ჭიმავს, მატებს კანს ელასტიურობას, აგლუვებს ნაოჭებს და კვეთს სახის კონტურებს რეგულარული გამოყენებისას. უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგია Perfect Complex ანახლებს მკვდარ უჯრედებს. წაისვი კარგად გაწმენდილ სახის და დეკოლტის ზონაზე თითის ბალიშებით, მოარიდე თვალების გარშემო ზონას. 

მოცულობა: 30 მლ. ფასი:  77.00 ლარი.

 

ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი SPF 15 NovAge Ecollagen

ნაოჭების საწინააღმდეგო მაღალეფექტური კრემი დაპატენტებული ტექნოლოგიით და SPF 15 ფოტოდაბერების წინააღმდეგ. უბრუნებს კანს ელასტიურობას, კანი რბილია და ნაოჭები შემცირებულია. მოარიდე თვალების გარშემო ზონას. მოცულობა: 50 მლ. ფასი: 51.50 ლარი.

 

ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი NovAge Ecollagen

ინოვაციური და ინტენსიურად მკვებავი ღამის კრემი დაპატენტებული ტექნოლოგიით, აქტიურად ატენიანებს, უბრუნებს სიმკვრივეს და ელასტიურობას კანს ძილის დროს. მოცულობა: 50 მლ. ფასი: 51.50 ლარი.

 

კომპლექსური ზრუნვა ნაოჭების წინააღმდეგ NovAge Ecollagen

ანტიასაკობრივი საშუალებების კომპლექსური მოვლის ოთხ ეტაპიანი  სისტემა  შექმნილია ისე, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი ავსებს წინამორბედს. ექვსი საშუალებისგან შემდგარი სპეციალური ფორმულა კი აძლიერებს მათ ურთიერთქმედებას. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ კანის კომპლექსური მოვლა 7-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალ-ცალკე პროდუქტების გამოყენება. 

ნაკრების ფასი: 194. 99 ლარი. 

 

სერია NovAge Ecollagen გაყიდვაშია 2016წ. 6 მარტიდან.