Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ორიფლეიმის ახალი აპლიკაცია «მაკიაჟის შოურუმი»

ორიფლეიმი – მსოფლიოში ყველაზე განვითარებადი პირდაპირი გაყიდვების კომპანია, წარმოგიდგენთ ახალ აპლიკაციას სპარტფონებისთვის «მაკიაჟის შოურუმი».

«მაკიაჟის შოურუმი» – ეს არის შენს სმარტფონში გაერთიანებული სილამაზის სალონი და კოსმეტიკის მაღაზია. კომპანია ორიფლეიმის ახალი აპლიკაცია შეიქმნა ვირტუალური სარკის პრინციპით და იძლევა შესაძლებლობას მოირგო The ONE დეკორატიული კოსმეტიკა რეალურ დროში.

უკვე აღარ არის საჭირო თვალის ჩრდილების ხელზე მოსინჯვა, რათა გაიგო როგორ გამოიყურება ესა თუ ის ფერი კანზე! ტუჩის საცხი, ტუში, თვალის ჩრდილი, ფერუმარილი და თვალის კონტურული ფანქარი The ONE ასორტიმენტიდან უკვე შეგიძლია ვირტუალურად დაიტანო სახეზე, შენს ტელეფონში ჩამონტაჟებული კამერის წყალობით. გსურს შექმნა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იმიჯი? გაიკეთე „სმოუქი აის“ ან ჰოლივუდური ისრები ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით და ცვალე შეფერილობები! მოგეწონა ტუჩის საცხი ან თვალის ჩრდილი? დაამატე ისინი კალათში, რათა შემდეგ შეიძინო საიტზე Oriflame.

თუ გიყვარს კოსმეტიკა და თვალს ადევნებ მოდისა და სილამაზის ტენდენციებს, «მაკიაჟის შოურუმი» დაგეხმარება შეარჩიო იდეალური ფერი, მოირგო ახალი იმიჯი და აქვე შეიძინო ყველაფერი, რაც აუცილებელია მის შესაქმნელად.  თუ შენ უკვე ხარ ორიფლეიმის კონსულტანტი, ეს აპლიკაცია ახალ საფეხურზე აიყვანს შენს ურთიერთობას კლიენტებთან და გახდება დეკორატიული კოსმეტიკის გაყიდვების ზრდის მძლავრი ინსტრუმენტი.

«მაკიაჟის შოურუმი»: მოირგე, ისიამოვნე, შეიძინე ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით!