Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

ორიფლეიმი წარმოგიდგენთ NovAge Ultimate Lift

ანტიასაკობრივი კანის მოვლის საშუალებების ახალი ინოვაციური სერია

50 წელია ჩვენ წარმოვადგენთ ექსპერტებს კანის მოვლის სფეროში. ორიფლეიმის - ეს არის ნამდვილი შვედური ხარისხის, სამეცნიერო ინოვაციების, ბუნებრივი ინგრედიენტების და მაღალი ეფექტურობის გარანტი.

დღეს, ჩვენ კიდევ ერთ ახალ წარმატებას ავღნიშნავთ  NovAge რევოლუციურ აღმოჩენას კანის მოვლის და გაახალგაზრდავების სფეროში. 


კანის დაბარების კვლევის ინოვაციური აღმოჩენა, ჩატარებული ორიფლეიმის მეცნიერების მიერ 1000 ქალის მონაწილეობით მთელს მსოფლიოში. 5 დან 4 ქალი თავიან ასაკთან შეუსაბამოდ გამოიყურება. ეს უნიკალური აღმოჩენა ჩვენს მიერ კანის დაბერების პროცესისადმი მიძღვნილი AgeReflect™ ფართო კვლევის შედეგია. კვლევის დროს კანის დაბერების ბევრი ფაქტორი იქნა გაანალიზებული. გამოიკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც ქალბატონები თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებიან. 

 კანის დაბარების 12 ძირითადი ნიშანი: 

•  ფერმკრთალი კანი
•  ფართო ფორები
•  უხეში კანი
•  არათანაბარი ტონი
•  პიგმენტური ლაქები
•  კანის სიწითლე
•  მიმიკური ნაოჭები
•  წარბებს შორის ნაოჭი
•  «ბატის ფეხები»
•  ნაოჭები შუბლზე
•  თვალის გარშემო ნაოჭები
•  კანის ელასტიურობის დაკარგვა



NovAge Ultimate Lift

მაღალეფექტური ანტიასაკობრივი საშუალებების ინოვაციური სერია NovAge 7 წლიანი სამეცნიერო კვლევის, 1000 აქტიური ინგრედიენტის და 3000 შესწავლილი გენის შედეგია. ჩვენ ვზრუნავთ არა მარტო შენს ასაკზე, არამედ კანზეც, მასში მიმდინარე პროცესებზე და ვიცით,

იცი თუ არა, რომ სიმკვრივის დაკარგვა კანის დაბერების ძირითადი ნიშანია. ასაკის მატებასთან ერთად 40 წლის შემდეგ და ფოტოდაბერების ზემოქმედების შედეგად შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, ფიბრობლასტები, კარგავს ელასტიურობას და ელასტინის გამოყოფაც არასაკმარისი რაოდენობით ხდება, რაც კანის სიმკვრივის დაკარგვას და მოშვებული სახის კონტურებს განაპირობებს.

რა არის კანის სიმკვრივე? სიმკვრივე ანუ ტურგორი - კანის თვისება გაუძლოს დაჭიმულობას და აღიდგინოს ფორმა დეფორმაციის შემდეგ. როდესაც კანი კარგავს ელასტიურობას გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ის ნაკლებად მკვრივი და დეფორმაციისადმი ნაკლებად გამძლეა.

კანის სიმკვრივე დამოკიდებულია ფიბრობლასტებზე - შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებზე რომელიც გამოიმუშავებს ელასტინს AspartoLift დაპატენტებული ტექნოლოგიის საფუძველზე. 

რა ზემოქმედებას განიცდის კანის ფიბრობლასტები? AspartoLift უნიკალური ტექნოლოგიის მეშვეობით, ისინი ახალგაზრდავდებიან 20 წლით. კანი 70%-ით უფრო მკვრივი და დაჭიმული ხდება, სახის კონტურები – უფრო მკვეთრი*


    მანამდე
: 

ფიბრობლასტები კარგავს ელასტინის გამომუშავების უნარს რის შედეგადაც კანი ნაკლებად ელასტიური, მოშვებული და დაბერებულია.


   შემდეგ:

ფიბრობლასტების უნარი გამოიმუშაოს ელასტინი მატულობს, კანი მკვრივი და ელასტიკურია. 

*სამომხმარებლო ტესტირების შედეგად შრატი-ლიფტინგის, დღის კრემი-ლიფტინგის და ღამის კრემი-ლიფტინგის გამოყენების საფუძველზე.


ლიფტინგ- საშუალებების 4 საფეხურიანი სისტემა

NovAge Ultimate Lift საშუალებების ყოველდღიური მოვლის ოთხ ეტაპიანი  სისტემა  შექმნილია ისე, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი ავსებს წინამორბედს. ექვსი საშუალებისგან შემდგარი სპეციალური ფორმულა კი აძლიერებს მათ ურთიერთქმედებას. 

კლინიკურად დამტკიცებულია: 70% მკვრივი კანი რეგულარული მოხმარების 12 კვირის შემდეგ.


     ნაბიჯი 1 – გაწმენდა 


როგორ მუშაობს: კანის საფუძვლიანი გაწმენდა ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ადვილად შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას. 
გამწმენდი რძის NutriPlus ტექნოლოგია ეფუძნება სამ აქტიურ, მზრუნველ ინგრედიენტს და ბუნებრივ ზეთებს, რომელიც ხელს უწყობს კანის ლიპიდური ბარიერის შენარჩუნებას და ინტენსიურ დატენიანებას. 
ტონიკის NutriPlus  ტექნოლოგია დაფუძნებულია ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციაზე. მათ შორის გლიცერინზე, რომელიც ეხმარება კანის უჯრედებს ტენიანობის შენარჩუნებაში, რაც მოწიფული კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენ გირჩევთ: მოწიფული კანის გაწმენდა სასურველია საშუალებებით, რომლებიც ჩამობანას არ საჭიროებს. მასში არსებული მინარევები შეიძლება იყოს კანის დეჰიდრატაციის და სიმშრალის გამომწვევი მიზეზი.


    გამწმენდი რძე NovAge

სქელი ანტიასაკობრივი რძე NutriPlus ტექნოლოგიის საფუძველზე. ღრმად წმენდ და კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ახალისებს და არბილებს კანს. ნაზი სურნელით. წაისვი სახის კანზე და ნაზად მოიშორე ბამბის ბალიშით. 200 მლ.


     დამარბილებელი  ტონიკი NovAge

ნაზი გამახალისებელი ტონიკი დამატენიანებელი HydraPlus  ტექნოლოგიით სრულყოფილად წმენდს და ატენიანებს კანს, ჩუქნის სიგლუვეს და ჯანსაღ ბრწყინვალებას. დელიკატური სურნელით. დაასველე ბამბის ბალიში და გაიწმინდე სახე, მოარიდე თვალის გარშემო ზონას. 200 მლ. 


    ნაბიჯი 2 – თვალის კანის გარშემო კანზე ზრუნვა 


როგორ მუშაობს: უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგია AspartoLift ასპარაგინის მჟავის საფუძველზე. უზრუნველყოფს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირების პროცესს. აღადგენს ფიბრობლასტების მოქნილობასა და ელასტინის სინთეზის პროცესს. მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მცენარეთა რეროვანი უჯრედები ეწინააღმდეგება კოლაგენის ბოჭკოების დაშლას და ხელს უწყობს კანში მისი წარმოქმნის პროცესს.

ჩვენ გირჩევთ: თვალის გარშემო კრემის წასმისას, არ დაჭიმო კანი. ასევე არ არის რეკომენდებული, დიდი რაოდენობით კრემის წასმა რამაც თვალების ზედმეტი შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს.

   კრემი-ლიფტინგი თვალის გარშემო კანისთვის NovAge Ultimate Lift

მომენტალურად აგლუვებს და არბილებს თვალების გარშემო კანს, მატებს მზერას ახალგაზრდულ გამომეტყველებას. ჭიმავს და მატებს კანს სიმკვრივეს რეგულარული გამოყენებისას. უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგიით AspartoLift  და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით. ნეიტრალური სურნელით. თვალების გარშემო კრემი კარგად შეიწოვება. 15 მლ. 



     ნაბიჯი 3 – აქტივატორი 


როგორ მუშაობს: შრატი-ლიფტინგი სახისა და დეკოლტეს ზონისთვის დაპატენტებული ტექნოლოგიით AspartoLift და ტრიპეპტიდ კომპლექსით სეიცავს აქტიური ნივთიერებების კონცენტრირებულ დოზას. შემუშავებული ფორმულა ამაღლებს  NovAge Ultimate Lift სერიის დღის და ღამის კრემების მოქმედების ეფექტურობას. უნიკალური ტრიპეპტიდ კომპლექსი სამი მცენარეული პეპტიდის საფუძველზე არეგულირებს ეპიდერმისის სტრუქტურის აღდგენას და კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რომელიც კანის სიმკვრივეს განაპირობებს.

ჩვენ გირჩევთ: სახის და დეკოლტეს ზონისთვის შრატის გამოყენებისას საკმარისია დისპენსერზე ხელის ერთი დაჭერა კრემის ოპტიმალური რაოდენობის მისაღებად. 




    შრატი-ლიფტინგი სახის და დეკოლტის ზონისთვის NovAge Ultimate Lift

აბრეშუმისებრი ტექსტურის მკვებავი შრატი-ლიფტინგი უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგიის  AspartoLift და ტრიპეპტიდ კომლექსის საფუძველზე. არბილებს, ამკვრივებს, ჭიმავს, მატებს კანს ელასტიურობას, აგლუვებს ნაოჭებს და კვეთს სახის კონტურებს რეგულარული გამოყენებისას. ნაზი სურნელით. წაისვი კარგად გაწმენდილ სახის და დეკოლტის ზონაზე თითის ბალიშებით, მოარიდე თვალების გარშემო ზონას. 30 მლ. 




    ნაბიჯი 4 – ძირითადი მოვლა 

როგორ მუშაობს: დღის და ღამის კრემი-ლიფტინგი დამზადებული AspartoLift ტექნოლოგიის და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების საფუძველზე ხელს უწყობს ფიბრობლასტების ელასტიურობის აღდგენას და კოლაგენის სინთეზს, ასევე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კოლაგენის და მისი ბოჭკოების წარმოქმნას ეპიდერმისში. 

ჩვენ გირჩევთ: აუცილებლად გამოიყენე დღის და ღამის კრემი კომპლექსურად მაქსიმალური ეფექტისთვის - მათი ფორმულები იდეალურად ავსებენ, მაგრამ არ ცვლიან ერთმანეთს.

    დღის კრემი-ლიფტინგი SPF 15 NovAge Ultimate Lift

მაღალეფექტური კრემი დაპატენტებული ტექნოლოგიით AspartoLift და SPF15 ფოტოდაბერების წინააღმდეგ. უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას, კანი დაჭიმული და ნაოჭები შემცირებულია. წაისვი დილით სახეზე და დეკოლტეს ზონაზე ნაზი მასაჟის მოძრაობით, მოარიდე თვალების გარშემო ზონას. 50 მლ.



    ღამის კრემი-ლიფტინგი NovAge Ultimate Lift

ინტენსიურად მკვებავი ღამის კრემი დაპატენტებული ტექნოლოგიით AspartoLift. აქტიურად ატენიანებს, უბრუნებს სიმკვრივეს და ელასტიურობას კანს ძილის დროს. საგრძნობლად კვეთს სახის კონტურებს რეგულარული გამოყენებისას. წაისვი საღამოს სახეზე და დეკოლტეს ზონაზე ნაზი მასაჟის მოძრაობით, მოარიდე თვალების გარშემო ზონას. 50 მლ.



გამწმენდი რძე NovAge, დამარბილებელი ტონიკი NovAge, კრემი-ლიფტინგი თვალის გარშემო ზონისთვის NovAge Ultimate Lift,  შრატი-ლიფტინგი სახის და დეკოლტეს ზონისთვის NovAge Ultimate Lift, დღის კრემი-ლიფტინგი SPF 15 NovAge Ultimate Lift და ღამის კრემი-ლიფტინგი NovAge Ultimate Lift  გაყიდვაშია 2015წ. 26 ოქტომბრიდან.

NovAge Ultimate Lift სერიის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ნაკრების სახით.  ნაკრების ფასი 234.99 ლარი.