Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. ახალი ფარფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza ორიფლეიმისგან

ახალი ფარფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza ორიფლეიმისგან

შედევრი ორიგინალში  

პერფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza  - ისტორიის ახალი ფურცელია. ლეგენდარული ბრენდი ცნობილი ელეგანტურობით, წარმოგიდგენთ ახალი პრემიუმ-კლასის არომატს. ეს სურნელი შექმნილია ქალბატონებისთვის, რომელთათვისაც ლამაზი ცხოვრება ნამდვილი ხელოვნებაა. 



ოქროს ფუფუნება

Giordani Gold Essenza - მძიმე შუშის და უნიკალური დიაზაინის ბოთლი, ძვირფასი კრისტალის მსგავსი ფორმებით - დასტურია იმისა, რომ შენს წინაშეა ჭეშმარიტი ფუფუნების და დახვეწილი სტილის გამოხატულება Giordani Gold კოლექციის საუკეთესო ტრადიციებით. ბოთლის თავსახური, 24-კარატიანი ოქროს ფოთლის დეკორით, როგორც მდიდრული გაფორმება  - ასრულებს ნამდვილი პარფიუმერული ხელოვნების შედევრის იმიჯს.




პრემიუმ - კლასის არომატი

უნიკალური პარფიუმერული ნოტები Essenza ფორთოხლის კონცენტრირებულ ეთერზეთებთან ერთად ანიჭებს მას არა მარტო გასაოცარ მდგრადობას, არამედ - ლამაზი ცხოვრებისადმი სწრაფვის გამოხატულებაა! 

კომპოზიციის გულში იხსნება Essenza® პარფიუმერული ნოტი. დაპატენტებული ორიფლეიმის მიერ, - პირველად კომპანიის არსებობის მანძილზე. მის შესაქმნელად ჩვენ გამოვიყენეთ უმაღლესი ხარისხის მაღალკონცენტრირებული  ფორთოხლის ზეთი, რომელიც არომატის გასაოცარ მდგრადობას განაპირობებს. Essenza® ტაიგულში ფორთოხლის ყვავილია -  პარფიუმერიის ნამდვილი ხატება - რომელმაც ახალი ჟღერადობა შეიძინა გააერთიანა რა კლასიკის და თანამედროვეობის ტრადიციები.

    

პარფიუმერ ფაბრის პელეგრინი

ფაბრისი პარფიუმერიის სამყაროს ადრეულ ასაკში ეზიარა. ის აღფრთოვანებული იყო მამის მუშაობით და ძალიან მალე თვითონ დაიწყო მუშაობა სტაჟორად კომპანია Robertet - ში. 6 წელი ფაბრისმა პარფიუმერიის ყველა ნიუანსის შესწავლას მოანდომა: დაწყებული ნედლეულის შესწავლიდან დამთავრებული კომპოზიციების შექმნამდე.
ფაბრისი თავის საქმიანობაში კომპოზიციებში ბუნებრივ ნედლეულს ანიჭებს უპირატესობას ( ხე, სანელებლები, ბალზამი და ფისი): "აღმოსავლური" მიმართულება მისთვის განსაკუთრებით ახლოა და მისი ორიენტირია ისეთი ბრენდული ტიპის არომატები როგორიცაა (Opium by Yves Saint Louren), მისი კომპოზიციები გამოირჩევა ნათელი და მკვეთრად გამოხატული ფორმულებით.

ფაბრისის შთაგონების წყარო მისი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. «ლამაზი კომპოზიციის შესაქმნელად მე მჭირდება ისტორია და იდეების გაცვლა. მაგია მხოლოდ იქ იბადება, სადაც ადამიანები  ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ... » - ამბობს ის.
აგერ უკვე 25 წელია, ის თანამშრომლობს ცნობილ პარფიუმერულ სახლებთან და ქმნის მდიდრულ და ძვირადღირებულ არომატებს  და თითოეული  მისი კომპოზიცია შთაგონებული  ბუნებრივი ნედლეულით, შეიძლება ითქვას ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

ზედა ნოტები: კალაბრიის ლიმონი, კალაბრიის ბერგამოტი, კალაბრიის მანდარინი

შუა ნოტები: არაბული ჟასმინი, Essenza® ( მაღალი ხარისხის ფორთოხლის ზეთი), მწვანე ნუში.

შლეიფი: ქარვა, ტოსკანის ხე, მუშკი


  პარფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza

ფორთოხლის მაღალკონცენტრირებული ეთერზეთები და ფორთოხლის ყვავილებით გაჯერებული ნოტები. პარფიუმერული წყალი ინარჩუნებს მდგრადობას 8 საათის განმავლობაში*.
მოცულობა: 50 მლ.
ფასი: 81.99 ლარი.

პარფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza გაყიდვაშია 2015წ. 26 ოქტომბრიდან.