გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აჩუქე პატარას შენი სიყვარული

შეიძინე ახალი ტუალეტის წყალი Tenderly Promise, მიიღე მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში და დაეხმარე ბავშვებს. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!

მისი უდუდებულესობა შვედეთის პრინცესა მადლენი მსოფლიო ბავშვთა ფონდის სამეურვეო საბჭოს საპატიო წევრი მოგვითხრობს თავისი სურვილების, ოცნებების და მსოფლიო ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის შესახებ. «ბავშვობა თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარი და განუმეორებელია. ამ პერიოდში პატარებზე და თავშესაფარზე მეტად სიყვარული, მზრუნველობა და უდარდელი ბავშვობა სჭირდებათ. სამწუხაროდ, მსოფლიოში ბევრი ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ ძნელია მათ თავიანთ ბავშვობას უდარდელი და ბედნიერი უწოდონ.

როგორ ეხმარება მსოფლიო ბავშვთა ფონდი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში? ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული და ბედნიერი, ითამაშოს, გაერთოს. დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა და შეიცნოს სამყარო მთელი თავისი ბრწყინვალებით. მსოფლიო ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს 100-ზე მეტ პროექტს მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომლბიც არიან ან შეიძლება გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ».

კომპანია Oriflame ვიზიარებთ ბავშვთა მისწრაფებებს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანადგომა დაეხმარება მათ ოცნენების ასრულებაში. ორიფლეიმი ყოველთვის მხარს უჭერდა მათ, ვინც ცდილობს აიხდინოს ოცნებები. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება პირველ რიგში ქველმოქმედების საკითხზე, რომლითაც კომპანია 1999 წლიდან არის დაკავებული. 

პრინცესა მადლეინის აზრით : «მე დიდ პატივსცემას გამოვხატავ კომპანია ორიფლეიმის საქველმოქმედო ფონდის მუშაობის მიმართ, როგორც მსოფლიო ბავშვთა ფონდის თანადამფუძნებელი ორიფლეიმი უკვე 15 წელია თანამშრომლობს ჩვენთან და ამ ხნის მანძილზე 2 მლნ ევროს შეგროვება შეძლო ბავშვთა ფონდისთვის. მისი ახალი ინიციატივა ზუსტად ასახავს კომპანიის სტრატეგიას დაეხმაროს ბავშვებს და აჩუქოს მათ ბედნიერი ბავშვობა. ყველა ბავშვი ხომ ამაზე ოცნებობს..

ბავშვთა საერთაშორისო ფონდი

მსოფლიო ბავშვთა ფონდი დაარსა შვედეთის დედოფალმა სილვიამ. სწორედ ამიტომ გახდა ორიფლეიმი შვედეთის დედოფლის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელი. ორგანიზაციის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა მიუსაფარი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისათვის. ფონდი მხარს უჭერს 100-ზე მეტ პროექტს მსოფლიოს 16 ქვეყანაში. დამატებით ინფორმაციას გაეცანით ფონდის საიტზე.

ბავშვთა სოფელი 

ამ ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა ოჯახური სითბოს უზრუნველყოფა ხანგრძლივი პერიოდით იმ ბავშვებისათვის, რომელთაც საკუთარი ბიოლოგიური მშობლები ამა-თუ იმ მიზეზის გამო ვერ პატრონობენ. დღესაც, ისევე როგორც მისი არსებობის დასაწყისში, 60 წლის წინათ, ამგვარი სოფლების მისია უცვლელი რჩება - თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ოჯახში, სადაც იგი გაიზრდება თბილ და მოსიყვარულე გარემოში.

არომატის შესახებ

სამეფო, დიდებული, ნაზი-ქალური ყვავილოვანი ნოტების ბუკეტი, როგორც ბავშვის ჩახუტება და კოცნა შეძრავს შენს სულს. თეთრი შროშანის გასაოცარი სურნელი კი დაუვიწყარ კვალს დატოვებს შენს გულში. გახსოვდეს, რომ ტუალეტის წყალის Tenderly Promise შეძენის შემთხვევაში, შენ მიიღებ მონაწილეობას საქველმოქმედო აქციაში და დაეხმარები პატარებს. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!

ზედა ნოტები: ატმის ყვავილი, ვარდისფერი წიწაკა, ლიმონი

«გულის ნოტები»: სამეფო თეთრი შროშანი, იორდასალამი

ძირითადი ნოტები:  სანდალოზის ხე, ქიშმირის მუსკუსი


        ტუალეტის წყალი Tenderly Promise

ელეგანტური არომატი სამეფო თეთრი შროშანის ნოტებით გულში და ჰაეროვანი, ნაზი შლეიფით.

მოცულობა: 50მლ

ფასი: 33.99 ლარი.

გაყიდვაშია 2015წ. 03 აგვისტოდან.