Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

Oriflame და დიმა ბილანი წარმოგიდგენთ ახალ არომატს Excite Force

2015წ. 26 მაისს PM Loft-ში შედგა ახალი მამაკაცის ტუალეტის წყალის Excite Force პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იყვნენ დიმა ბილანი, ალიონა დოლეცკაია და ორიფლეიმის წარმომადგენლები.

მოწვეული სტუმრები ჩაიძირნენ Excite Force-ის მაცდური არომატის სურნელში – არომატის შთაგონებული სტიქიის ძალით და მონაწილეობა მიიღეს ინტერქტივში, რომელსაც ალიონა დოლეცკაია  ჟურნალ Interview-ს მთავარი რედაქტორი და რუსეთის ბომონდის წევრი ღირსეულად წარუძღვა.

          

შეკითხვებით მან არა მარტო დიმა ბილანს, არამედ სერგეი ანტონოვს, ორიფლეიმის კომუნიკაციის დირექტორს და ორიფლეიმის არომატების კატეგორიის გლობალურ დირექტორს კრისტინ დეკურტს მიმართა. მათ  ერთად განიხილეს ჟურნალისტებს და სილამაზის-ბლოგერებს  არა მარტო ორიფლეიმის განახლებული პარფიუმერული ვერსია,  არამედ გაიხსენეს პირველი  მამაკაცის არომატის Excite წარმატება, რომელიც, ერთ-ერთი საუკეთესო ბესტსელერია 2009 წლიდან. ასევე განიხილეს არომატის შექმნის პროცესი, ტრენდები და მრავალი სხვა.

          

დიმა ბილანმა ინტერვიუში ამცნო საზოგადოებას, რომ იდეალური მამაკაცის სტატუსი, რომელსაც ის ატარებს, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შეკითხვაზე, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ გოგონას, ის პასუხობს: «ამ საკითხს მე საკმაოდ სკურპულოზურად  ვუდგები და ჩემი მოთხოვნებიც მათთდამი სერიოზულია.  ამის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი ადრინდელი ურთიერთობები ე.წ. high class-ის ქალბატონებთან».

პრეზენტაციის მსვლელობისას დიმამ სტუმრებს გაუზიარა ორიფლეიმის გუნდთან მუშაობის შთაბეჭდილებები  განსაკუთებით აღნიშნა ვიდეო-კლიპის გადაღების  პროცესი და ასევე უპასუხა შეკითხვაზე, თუ რატომ დათანხმდა კვლავაც გაეგრძელებინა თანამშრომლობა შვედურ კოსმეტიკურ კომპანიასთან და გამოეშვა კიდევ ერთი არომატი თავისი სახელით.

           

დიმა ბილანი: «მე ძალიან მომწონს ორიფლეიმის პროფესიონალურ გუნდთან მუშაობა და ჩემი ემოციების გამოხატვა არომატის მეშვეობით. სუნამოს პირველი ვერსია გამოხატავდა ჩემს შინაგან ხასიათს და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას რამდენიმე წლის წინ, Excite Force კი ჩემი ამჟამინდელი სულიერი განწყობის და მსოფლმხედველობის გამოხატულებაა. ვინ იცის, იქნებ წლების შემდეგ ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და წარმოვადგენთ ამ სუნამოს განახლებულ ვერსიას».

იმის შესახებ, თუ  როგორ დაიბადა კრეატიული კონცეფცია, მოგიყვებათ სერგეი ანტონოვი: «ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა  თუ ვის უნდა გეკეთებინა ახალი  Excite Force პრეზენტაცია, დიმა ბილანის ერთ-ერთმა ბრწყინვალე კლიპმა, სადაც ის წარმოგვიდგება სტიქიის (წყლის) ძალით შთაგონებული, გვიბიძგა წარმოგვედგინა იგი  კატალოგში და სარეკლამო რგოლში.»

          

პრეზენტაციაზე შედგა Excite Force-ის ვიდეოს პრემიერა. სლოგანით «სტიქიის ძალით შთაგონებული», მთელი დარბაზი მოიცვა სტიქიის მაგიურმა მიმზიდველობამ.

კრისტინ დეკუორტმა კი სტუმრებს გაუზიარა სუნამო Excite Force-ის თავისებურების შესახებ: «ერთ-ერთი ნათელი ტრენდი პარფიუმერიაში - კონტრასტულობა. მან ხაზი გაუსვა არომატის ზედა და მთავარი ნოტების სხვაობას და აღნიშნა სუნამოს  მაგიური ძალის მიმზიდველი მხარეები»


          

ალიონა დოლეცკაიამაც სტუმრებს გაუზიარა თავის შეხედულებები სიახლეზე:  «მისი აზრით ამ არომატში გაერთიანებულია მამაკაცის, როგორც სუსტი ასევე ძლიერი მხარეები. ეს არის სუნამო, რომელიც აფრქვევს ენერგიას და გატყვევებს ერთი მზერით. ეს არის სუნამო უნისექსი. პრეზენტაციამდე გავბედე და მეც ვიპკურე ეს არომატი და  ვფიქრობ, რომ ის შეუდარებელია».

          


    

ტუალეტის წყალი Excite Force

საოცრად მაცდური არომატი ჭეშმარიტი მამაკაცურობის გამოხატულებაა - ძლიერი და სასურველი ამავდროულად. წვნიანი ნესვი საუცხოოდ ერწყმის ფიჭვის ხალისიან ნოტებს, კომპოზიციას კი ასრულებს შავი ქარვის ცხარე შლეიფი. 

მოცულობა: 75 მლ.

ფასი: 36.49 ლარი.

გაყიდვაშია 2015წ. 13 ივლისიდან.


EXCITE FORCE. სტიქიის ძალით შთაგონებული