Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

კიდევ უფრო მეტი ონლაინ შესაძლებლობა!

ორიფლეიმი წარმოგიდგენთ ახალ ვებ გვერდს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სერვისის დონეს კომპანიის კონსულტანტებისა და კლიენტებისათვის.

ორიფლეიმი - ლიდერი კოსმეტიკური კომპანია პირდაპირი გაყიდვების ბაზარზე - მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ბიზნესის განსავითარებლად ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით და უშვებს მისი ვებ გვერდის oriflame.ge ახალ ვერსიას. ამ ცვლილების უკან დგას რამდენიმე თვიანი კვლევები, დაგეგმარება, დიზაინის შექმნა და ყველა ამ ცვლილებაზე მუშაობა როგორც კომპანიის გლობალურ, სტოკჰოლმის ოფისში, ასევე ტექნიკური გაყიდვების ქვეგანყოფილებებში ჩეხეთსა და ინდოეთში. ყველა დანარჩენ უპირატესობასთან ერთად, ახალი საიტი შეიცავს მობილურ პლატფორმებს, რაც მომავალში სრულყოფილი მობილური ვერსიის შექმნის საწინდარია.  

ორიფლეიმის გაყიდვების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ სერველი (Michael Cervell) აცხადებს: «ჩვენს კომპანიას საფუძვლად უდევს ორიფლეიმის კონსულტანტების წარმატება მთელს მსოფლიოში, ასევე სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილი შესანიშნავი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რომელსაც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ კონსულტანტები და კლიენტები ინტერნეტ სივრცეში ეძებენ შთაგონებასა და უნიკალურ გამოცდილებას - სწორედ მათი ეს სურვილი გახდა ამოსავალი წერტილი ახალი საიტის შექმნისათვის... და დღეს ჩვენ ბედნიერნი ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი შრომის შედეგები: სრულიად ახალი დიზაინი, გაუმჯობესებული ფუნქციონალობა და გამდიდრებული შინაარსი. ეს ცვლილებები, და ასევე საიტის მობილური ვერსიის საწყისი სამუშაოები, ჩვენი ონლაინ-რესურსების განვითარების ახალი ერის დაწყების მანიშნებელია». 

ორიფლეიმის ონლაინ კატალოგი - კლიენტთა შთაგონების წყარო - ასევე განახლდა. კატალოგის უფრო თანამედროვე დიზაინი და გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი შექმნილია პროდუქციისადმი, ბრენდებისადმი და კომპანიის სპეციალური შემოთავაზებებისადმი აქტიური ინტერესის გამოსაწვევად.


ორიფლეიმის მიზანი იყო მიახლოებოდა მისი კონსულტანტების სურვილებს და სწორედ ამიტომ შექმნა ახალი თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტები, ინფორმაციის ახალი წყაროები და ახალი მიდგომა დიზაინისადმი - ყველა ეს ცვლილება განკუთვნილია საიტის მნახველებისათვის იმ გამოცდილების გაზიარებაზე, რომლის მიღებასაც ისინი მოელიან ონლაინ რეჟიმში.  

ორიფლეიმის გლობალური ონლაინ დირექტორი მარკუს ფოგელი (Marcus Fogel) ასე აფასებს ორიფლეიმის მობილური საიტის ჩაშვების პერსპექტივას: «იმისათვის, რომ ჩვენი საიტის ვიზიტორებმა მიიღონ მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება, ყველა ჩვენი ონლაინ-სერვისი გახდება ხელმისაწვდომი მობილურ პლატფორმაზე. სულ უფრო მეტი მომხმარებელი შედის საიტზე მობილური ტელეფონებიდან, და ჩვენთვის აუცილებელია დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. ყურადღებით გამოვიკვლიეთ ჩვენი კონსულტანტებისა და კლიენტების ქცევა ჩვენს ვებ გვერდზე და შევქმენით მათთვის მობილური ფუნქციონალი ზუსტად იქ, სადაც ის პირველ რიგშია მოთხოვნადი. ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულების განვითარებას, რათა შევქმნათ მობილური საიტის სრულყოფილი ვერსია. მისი სწორად მოფიქრებული დიზაინი და მაღალი ფუნქციონალობა, რომელიც მომხმარებლის თითოეულ ნაბიჯს ითვალისწინებს, პროდუქციის დათვალიერებიდან შეკვეთის გადახდამდე, შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი საიტის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისად».