გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
  1. მთავარი
  2. მხარდაჭერის ცენტრი
  3. ბიუთი საზოგადოების მოდელი
  4. რა ფასდაკლება ბრუნდება ჩემს Oriflame-ის საფულეში (ქეშბექი)?

რა ფასდაკლება ბრუნდება ჩემს Oriflame-ის საფულეში (ქეშბექი)? - მხოლოდ წევრებისთვის

„ქეშბექი“ არის ფასდაკლება, რომელიც გამოითვლება კატალოგის ფასიდან, და გროვდება თქვენს ელექტრონულ საფულეში. ქეშბექი გამოიყენება თქვენი შემდეგი შეკვეთების გადასახდელად. თითოეული წევრი იღებს საფულეში შეკვეთის ღირებულების მთლიანი ოდენობის 15%-ს.

ქეშბექი ავტომატურად გამოიყენება შეკვეთის განთავსებისას. ერთი შეკვეთისთვის გამოყენებული ქეშბექი არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის ღირებულების 60%-ს. თუ დაგროვილი თანხა შეკვეთის ღირებულების 60%-ზე მეტია, ზედმეტი თანხა შეინახება და ხელმისაწვდომი გახდება მომავალი შეკვეთებისთვის. ქეშბექი ძალაშია იმ კატალოგიდან როდესაც მოხდა მისი გამომუშავება + 3 კატალოგის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ქეშბექის თანხა უქმდება.

თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ქეშბექი ისეთ პროდუქტებზე რომლებსაც არ გააჩნიათ ბონუ ქულა; როგორიცაა საფასური, ბეჭდური მასალა ან სინჯები.

წევრები იღებენ 15%-იან მისასალმებელ ფასდაკლებას, თუმცა ქეშბექი შეკვეთიდან გამოითვლება სრული კატალოგის ფასის მიხედვით.

თქვენი ბალანსის შესამოწმებლად, გადადით Oriflame საფულეზე მთავარ მენიუში.