Skip to main content Skip to main menu ძიებაზე გადასვლა

საერთაშორისო სპონსორობა კითხვა-პასუხი

რა არის საერთაშორისო სპონსორობა?
საერთაშორისო სპონსორობა საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ თქვენი სილამაზის საზოგადოება ახალი წევრებისა და ბრენდ პარტნიორების მოწვევით Oriflame-ის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სპონსორობისთვის გამოიყენეთ თქვენი მოწვევის კოდი ან მოწვევის ბმული. ეს დაგეხმარებათ თქვენი სილამაზის საზოგადოება გაიზარდოს მსოფლიო მასშტაბით, წაიკითხეთ მეტი ამის  შესახებ აქ.
როგორ მუშაობს ახალი მოწვევის კოდი?
11 ივლისიდან თქვენი მოწვევის კოდს დაემატება პრეფიქსი (წინსართი) და იმუშავებს გლობალურად. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი მოწვევის კოდი ან მოწვევის ბმული სოციალურ მედიაში, SMS-ით, WhatsApp-ით ან პირადად. ნებისმიერი ახალბედა, რომელიც გამოიყენებს მას, შეუერთდება თქვენს სილამაზის საზოგადოებას, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

როგორ ვიპოვო ჩემი საერთაშორისო ნომერი იმ ქვეყანაში, სადაც მე ვხდები სპონსორი?
მას შემდეგ, რაც თქვენი პირველი წევრი ან ბრენდ პარტნიორი დარეგისტრირდება უცხო ქვეყანაში, თქვენ მიიღებთ თქვენს საერთაშორისო ნომერს და პაროლს ელ.ფოსტით. თუ შეგექმნებათ საიტზე შესვლის პრობლემა, შეგიძლიათ გამოიყენოთ "პაროლის აღდგენა" ფუნქია ამ უცხო ქვეყნის Oriflame-ის ვებსაიტზე.

ომელი ქვეყნის წახალისების გეგმის მიხედვით ვიღებ შემოსავალს?
თქვენ მიიღებთ შემოსავალს თქვენს ქვეყანაში არსებული წახალისების გეგმის მიხედვით. 

როგორ მუშაობს გლობალური კატალოგის დახურვა?

  • ყველა საერთაშორისო ბაზარი ჯამდება გლობალური კატალოგის დახურვისას.
  • გლობალური კატალოგის დახურვა ხდება 1-2 კატალოგით გვიან ვიდრე ადგილობრივი კატალოგის დახურვა, რადგან ყველა ბაზარს აქვს სხვადასხვა კატალოგის პერიოდი.
  • ჯამური გლობალური გაყიდვების მოცულობა და სტრუქტურა განსაზღვრავს თქვენს საერთაშორისო წოდებას და საბოლოო შემოსავალს.
  • საერთაშორისო შემოსავალი ირიცხება მშობლიურ ქვეყანაში მომდევნო ბონუსის გადახდისას, რაც ნიშნავს ერთი კატალოგით გვიან.
  • საერთაშორისო წოდებები და პრემიები ეფუძნება მშობლიური ქვეყნის წესებსა და მოთხოვნებს.
  • საერთაშორისო სპონსორობა მოიცავს გაზიარების ფასდაკლებას წევრებისთვის, ქეშბექს წევრებისთვის (გამოითვლება ადგილობრივად), გაზიარების ფასდაკლება ბრენდ პარტნიორებისთვის, გუნდური ბონუსი, პროგრამა პლუსი, განვითარების ბონუსი, მენეჯერთა სამიტი, გლობალური დირექტორთა ბონუსები, საერთაშორისო კონფერენციების კვალიფიკაცია და გლობალური პრემიები. სხვა ადგილობრივი ბონუსები და წახალისება არ შედის გლობალურ შემოსავალში.

 
თუ ვარ ბრენდ პარტნიორი მშობლიურ ქვეყანაში, შემიძლია ვიყო წევრი უცხო ქვეყანაში?
არა, სტატუსი უნდა გქონდეთ იგივე რაც გაქვთ მშობლიურ ქვეყანაში. თუ ჩამოქვეითდებით წევრად, თქვენი ყველა საერთაშორისო ანგარიშიც ასევე ჩამოქვეითდება წევრის  სტატუსზე.

შეუძლიათ წევრებს გახსნან საერთაშორისო ანგარიში?
დიახ, გააგრძელე შენი საყვარელი პროდუქტების რეკომენდაცია და მიიღე სარგებელი, თუ თქვენი მეგობრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

შემიძლია გამოვიყენო უცხოური ბონუს ქულები ადგილობრივი პირადი ბონუს ქულების მოთხოვნების შესასრულებლად?
დიახ, როგორც პირადი შეკვეთები, ასევე თქვენი პირველი დონის წევრების შეკვეთები ჩაითვლება ადგილობრივი ბონუს ქულების მოთხოვნაში.

როგორ მივიღო გლობალური შემოსავალი?
თქვენ უნდა შეასრულოთ ყველა ადგილობრივი მოთხოვნა და გადახდა მოხდება ადგილობრივი პროცედურების შესაბამისად. მაგალითად, გლობალური პროგრამა პლუსი ჩაირიცხება თქვენს საფულეში მშობლიურ ქვეყანაში, ხოლო გლობალური განვითარების ბონუსები ჩაირიცხება ანაზღაურების სახით მშობლიურ ქვეყანაში.

რა მოთხოვნები უნდა შევასრულო საერთაშორისო შემოსავლის მოსაპოვებლად?
მოთხოვნები არის ისეთივე როგორ თქვენს ქვეყანაში, მაგალითად, 150 ბონუს ქულა გუნდური და განვითარების ბონუსებისთვის და 200 ბონუს ქულები დირექტორის ბონუსებისთვის. ადგილობრივი და გლობალური ფულადი ჯილდოების მიღებისთვის გამოიყენება მშობლიური ქვეყნის ბრენდ პარტნიორის წახალისების გეგმის  პირობები.

რა მოხდება, თუ არ ვლაპარაკობ იმ უცხო ქვეყნის ენაზე, სადაც ვაპირებ სპონსორობას?
ამ შემთხვევაში გირჩევთ გამოიყენოთ სხვადასხვა სათარგმნი ციფრული პლატფორმები.

სხვა რა დეტალები უნდა ვიცოდე საერთაშორისო სპონსორობის შესახებ?
  • საერთაშორისო სპონსორობა არ არის ხელმისაწვდომი ჩინეთში და ვიეტნამში. გარდა ამისა, სპეციფიური რეგიონალური შეზღუდვების გამო, სპონსორობა ვერ განხორციელდება რუსეთსა და უკრაინას შორის.
  • საერთაშორისო სპონსორობა მიუწვდომელია ფრენჩაიზინგის ოპერაციებში მონაწილე შემდეგ ქვეყნებში: კოსტა რიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, ნეპალი, სუდანი, ლიბანი და საუდის არაბეთი.
  • შეტყობინებები უცხო ქვეყნებიდან იქნება თქვენს ადგილობრივ ენაზე.