არომატები Giordani Gold ორიფლეიმისგან – უმაღლესი ხარისხი, ცხოვრებისეული მისწრაფება
ეფექტური და მიმზიდველი არომატები Giordani Gold ორიფლეიმისგან – ეს არის დახვეწილი გემოვნების და ვნებით და ბრწყინვალებით აღსავსე ცხოვრების გამოხატულება. Giordani Gold Original და Giordani Gold Man არომატების თითოეული ნოტი გრძნობების, ემოციების და მდიდრული შთაბეჭდილებების გამოხატულებაა. ხოლო ორიფლეიმის პარფიუმების ახალი უნიკალური დიზაინი გატყვევებს თავისი სიმდიდრით და ბრწყინვალებით.
Giordani Gold Original – პარფიუმერიის ლეგენდა ოქროსფერი დიზაინით
Giordani Gold პარფიუმერული წყალი – ყველასთვის კარგად ნაცნობი კლასიკური სურნელი გამოირჩევა თავისი დახვეწილობით. ორიფლეიმის პარფიუმერული წყლის ახალი დიზაინი გრაციოზულობის, ჰარმონიის და ფუფუნების სინთეზია Giordani Gold-ის ქალის სტილში – ლამაზი და ელეგანტური.
Giordani Gold Original -ის ქალური არომატის «გული» წარმოდგენილია მგრძნობიარე და ინტენსიური ფლერდორანჟით ან ფორთოხლის ყვავილებით, პარფიუმერიაში ცნობილი როგორც რთული და მრავალმხრივი კომპონენტი, რომელიც ნებისმიერ კომპოზიციას დაამშვენებს. Giordani Gold Original-ს გააჩნია ყვავილოვანი ხის ჟღერადობა და გასაოცარი მდგრადობა მთელი დღის მანძილზე, რომელსაც მოყვება ელეგანტური და ცეცხლოვანი კონტრასტული შლეიფი.პარფიუმერული წყალი Giordani Gold Original
არომატი გატყვევებს იტალიური მანდარინის, ლიმონის და ფორთოხლის ციტრუსოვანი ნოტებით. არომატის «გულში» დომინირებს დიდებული ფლერდორანჟი, რომელიც ერწყმის თეთრი შროშანის და ჟასმინის ჰაეროვან თაიგულს. პაჩულის ხავსის და მზიანი მუშკის დელიკატური შლეიფი მოგვიანებით იხსნება და აღვიძებს პარფიუმერული წყლის Giordani Gold Original კლასიკურ ჟღერადობას.
მოცულობა: 50 მლ. ფასი: 49.49 ლარი.
Giordanil Gold Man დამაინტრიგებელი ვეტივერის ძალა
ტუალეტის წყალი Giordani Gold Man წარმოდგენილია თამამი და მამაკაცური დიზაინით – ორიგინალურ წახნაგოვან ბოთლში ნამდვილი ესთეტებისთვის. ეს მრავალფეროვანი არომატი უბიძგებს თავდაჯერებულობის, ახალი წარმატებების და თამამი გადაწყვეტილებისკენ.
პრემიალური არომატების შექმნის დახვეწილი ხელოვნება და კომპონენტების სკურპულოზური შერჩევის მეთოდი – ორიფლეიმის პარფიუმების შექმნის განუყოფელი ნაწილი - ეხმარება კომპანიის ექსპერტებს უნიკალური პარფიუმერული კომპოზიციების შექმნაში. Giordani Gold Man მიმზიდველი და ქარიზმატული არომატი, განახლებული დიზაინით პარფიუმერ ალექსანდე კარლენის მიერ სპეციალურად შექმნილი იქნა დახვეწილი, ვნებიანი და თავდაჯერებული მამაკაცისთვის.
ტუალეტის წყალი Giordani Gold Man საფუძველი ვეტივერის მაღალეფექტური ეთერზეთების მიღების პროცესი შეიცავს ორთქლზე დისტილაციის მეთოდს და არ უყვარს სიჩქარე. ვეტივერს სჭირდება 12 თვე დამწიფებისთვის და 24 საათზე მეტი საჭირო კონცენტრაციის ეთერზეთის დისტილაციისთვის. ამ კომპონენტის მირების შრომატევადი პროცესი და მისი უნიკალური მდიდრული ხის ჟღერადობა ხიბლავს პარფიუმერებს თავისი ელეგანტურობით, რის გამოც ვეტივერი ყველაზე ამოუცნობ და მომაჯადოვებელ ინგრედიენტად არის მიჩნეული.
ტუალეტის წყალი Giordani Gold Man იხსნება ციტრუსების და ეთერზეთების გამახალისებელი კოქტეილით გაჯერებული ზღვის აკორდებით. «გული» წარმოდგენილია ჟასმინის და ნეროლის ყვავილოვანი აქცენტით, რომელიც ჰარმონიულად გადადის ვეტივერის და სანდალოზის ხის თბილ სურნელოვან არომატში.
ზედა ნოტები: პარაგვის პეტიგრენი, იტალიური ლიმონი, მანდარინი, ბერგამოტი, შავი წიწაკა, ცეილონის კარდამონი
არომატის პირველი შთაბეჭდილება: იგრძნობა 10 წუთის მანძილზე.
«გულის» ნოტები: ნეროლი, ჟასმინი, აბსენტი
არომატის თავისებურება: მთლიანად წარმოდგენილია თავისი ჟღერადობით ერთი საათის შემდეგ.
ძირითადი ნოტები: ჰაიტის ვეტივერი, სანდალოზის ხე, ამბრი, მუშკი.
იხსნება შეპკურებიდან 30 წუთის შემდეგ.
ტუალეტის წყალი Giordani Gold Man
ცნობილი არომატი წახნაგოვან ბოთლში ვეტივერის და ბერგამოტის ნოტებით. საუცხოო ხის სურნელოვანი პარფიუმი დახვეწილი და თავდაჯერებული მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს ძვირადღირებული ნივთები და ცხოვრობს მღელვარე ცხოვრებით.
მოცულობა: 75 მლ.
ფასი: 49.49 ლარი.
პარფიუმერული წყალი Giordani Gold Original და ტუალეტის წყალი Giordani Gold Man в продаже с 24 января 2016 года.