AgeReflect™ – ეს არის კანის დაბერების კვლევის ინოვაციური აღმოჩენა, ჩატარებული ორიფლეიმის მეცნიერების მიერ 1000 ქალის მონაწილეობით მთელს მსოფლიოში. კვლევის დროს კანის დაბარების ბევრი ფაქტორი იქნა გაანალიზებული.
AgeReflect™კვლევები ტარდებოდა 3 ეტაპად:
1. პირველ ეტაპზე ახლო ხედით ქალბატონების სახეებს აპარატ Visia-ს დახმარებით გადაუღეს სურათები, რომელიც ატარებდა კომპლექსურ ანალიზს სახის კანის მდგომარეობის და ფერის შესახებ, აგრეთვე, ადგენდა ტიპიური დაბერების ნიშნებს.
2. შემდეგ, ყოველ ფოტოს ობიექტურმა ჟიურიმ დაუწერა შესაბამისი ქულა სიბერის ნიშნების და გამოსაცნობი ასაკის მიხედვით.
3. ბოლო ეტაპზე კი, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შეფასდა, იგივე სურათებზე წარმოდგენილი ქალბატონების ასაკი.
ამ მეთოდიკამ ხელი შეუწყო ორიფლეიმის ექსპერტებს ქალბატონების ასაკი 3 მოსაზრებით შეეფასებინათ: ექსპერტთა აზრით, ფოკუს-ჯგუფების აზრით და რეალური ასაკის გათვალისწინებით. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ორიფლეიმის მეცნიერებმა გამოავლინეს რამდენიმე ნიშანი, როგორიცაა: ნაოჭების სიღრმე და სიგრძე, კანის გამოფიტვა, სიწითლე და არათანაბარი სახის კანი, პიგმენტური ლაქები - რომელიც აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ქალბატონების გარეგნულ იერზე და აიძულებს მათ გამოიყურებოდნენ უფრო დიდი ასაკის, ვიდრე სინამდვილეში არიან.