გადადით მთავარ შინაარსზე მთავარ მენიუზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

წარმატებული კონსულტანტების ისტორიები

ორიფლეიმი - წამყვანი კოსმეტიკური კომპანია პირდაპირი გაყიდვების ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია 60- ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და უმეტესობაში ვართ მარკეტ ლიდერები. ორიფლეიმი შვედური კომპანიაა, სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს. ჩვენ გთავაზობთ თავის მოვლის უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკურ პროდუქციას, ასევე უნიკალურ შესაძლებლობას გაწევრიანდეთ ჩვენს კომპანიაში და დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი.

მარინა ლიკლიკაძე, ბრილიანტის დირექტორი

ჩემი შეხება "ორიფლეიმთან" მოხდა 1994-95 წლებში. ამ პერიოდში ვცხოვრობდი ქ. იაროსლავში, სწორედ მაშინ ხდებოდა ორიფლეიმის შემოსვლა რუსეთის სივრცეში და მე ვიყავი მისი პროდუქციის აქტიური მომხმარებელი. როცა საქართველოში დავბრუნდი, სამწუხაროდ ჩემს საყვარელ პროდუქციას ვერსად ვერ მივაგენი. 2000 წელს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბაქოში არსებობდა სერვისული ცენტრი და ქ-ნი ნინო ცუცქირიძის დახმარებით გავხდი ორიფლეიმის კონსულტანტი. 

ამ პერიოდში საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. მეც სპეციალობით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით. 1991 წლიდან დავრჩი უმუშევარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა, თავს დათრგუნულად ვგრძნობდი, რადგან დაკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ვახდენდი. სორედ, მაშინ მომევლინა მხსნელად "ორიფლეიმი". ცემი ხასიათიდან გამომდინარე, მომეცა საშუალება მეწარმოებინა საკუთარი ბიზნესი, გამჩენოდა საკუთარი თავის რწმენა და პასუხისმგებლობა ჩემს სტრუქტურაში მომუშავე კონსულტანტების მიმართ.

2001 წელში, როცა თბილისში გაიხსნა სერვისული ცენტრი, ჩვენ ყველას მოგვეცა საშუალება მიგვეღწია მეტი წარმატებისთვის. 7 თვის შემდეგ რაც ორიფლეიმ ჯორჯიას ცენტრში გადმოვედი, მივიღე დირექტორის წოდება. ორიფლეიმი გაძლევთ შესაძლებლობას გაიუმჯობესოთ ცხოვრება და თქვენც ნუ გაუშვებთ ამ შანს ხელიდა.


ნონა ბენდელიანი, უფ. ოქროს დირექტორი

კომპანიაში როცა დავრეგისტრირდი, ძალიან დიდი გაჭირვება იყო ქვეყანაში, უჭირდა მოსახლეობის უმეტესობას. ეს იყო 2000 წელი. ამ დროს ვმუშაობდი ჩემი პროფესიით პოლიკნინიკაში ქირურგ-ორთოპედათ. შემოსავალი იმდენად ცოტა იყო, რომ ჩემს ოჯახს არ ყოფნიდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემი სპონსორი ნატა ლომსაძე, რომელმაც შემომთავაზა ორიფლეიმში მუშაობა.

წელიწადნახევარში გავხდი დირექტორი, შემდეგ მალევე ოქროს დირექტორი. კომპანია არა მარტო ჩემთვის გახდა წარმატებული, არამედ ჩემი მეგობრებისთვისაც. კომპანიაში მუშაობამ შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. მე მიყვარს ჩემი კომპანია, მიყვარს ჩემი დირექტორები, თითოეული კონსულტანტი და მჯერა, რომ სადაც სიყვარულია და ერთგულება საქმე ყოველთვის წინ წავა.