Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში
  1. Home
  2. გამოიმუშავე
  3. ორიფლეიმის შესახებ

ოცნებებით შთაგონებული კომპანია

კომპანია ორიფლეიმის ისტორია ოცნებით დაიწყო... ოცნებით - რომ ადამიანებს მიეცეს შესაძლებლობა შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ და ამ ოცნების ასრულებაში მათ დახმარებაზე. დღეს ორიფლეიმის წყალობით მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ცხოვრობს მათი საოცნებო ცხოვრებით.

ყველაფერი დაიწყო 1967 წელს, როდესაც ძმებმა - რობერტ და იონას აფ იოკნიკებმა, მათ მეგობართან - ბენგტომ ჰელსტენთან ერთად გადაწყვიტეს შეექმნათ თავიანთი ბიზნესი და გაყოლოდნენ თავიანთ ოცნებებს. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ჰქონდათ ამბიციები, და რაც მთავარია - მათ ჰქონდათ ოცნება, ზუსტად ისევე, როგორც თქვენ.

დღეს ორიფლეიმი - ეს არის პირდაპირი გაყიდვების №1 ევროპული კოსმეტიკური კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობს 3 მილიონზე მეტი კონსულტანტი მთელს მსოფლიოში, ხოლო კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენ ვართ ქალთა პროფესიული საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ოფიციალური პარტნიორები.

კომპანია ორიფლეიმი, მისი არსებობის პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანთა ცხოვრება უფრო გაუმჯობესდეს და გალამაზდეს. ჩვენ ვიყენებთ ნატურალურ ინგრედიენტებს და არასოდეს ვაწარმოებთ პროდუქციის ტესტირებას ცხოველებზე. ბუნებისა და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ორიფლეიმი ახდენს მრავალი ინიციატივის რეალიზებას გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. ორიფლეიმის საქველმოქმედო ფონდის საშუალებით ხდება ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენის - ქალბატონებსა და ბავშვების მხარდაჭერა.

სილამაზის ინდუსტრიაში თითქმის ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილებითა და წარმატებით, ორიფლეიმი რჩება ერთგული მისი მისიისა - ოცნებების ასრულებისა! თქვენი ოცნებები - ჩვენი შთაგონება. ბრენდის ასეთი პოზიციონირება იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად, და ეს დაპირება შთაგვაგონებს ვიმუშაოთ ახლებურად, კიდევ უფრო უკეთესად და ხარისხიანად.

ჩატი ჩვენთან ერთად

ჩატი ჩვენთან ერთად

ჩვენი ონლაინ მხარდაჭერა დროებით მიუწვდომელია. მოგვწერეთ info@oriflame.ge კონტაქტების ფორმისკენ

თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ დაკავშირების შეწყვეტა?