წითელი ხაზი

შავი და წითელი, ზოლები და მარგალიტი, ოქრო, ბაფთები, ჯაჭვები, შარფები, ჩანთები, ქამარი და ბერეტი — ამ კოლექციაში თითოეული თქვენგანი იპოვის ყველაფერს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ შექმნას იმიჯი ნებისმიერი შემთხვევისა და განწყობილებისათვის. წაუგებელი არჩევანია!

ვნებიანი წითელი: ძლიერი და მოდური!

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე — ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.

საქმიან სამყაროში პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს. ახალ კარიერულ წინსვლას გეგმავ ამ შემოდგომაზე? შექმენი ბიზნეს-ლედის იმიჯი: ქალური და დახვეწილი. ერთმანეთს შეუთავსე ბრიტანული კლასიკა: უჯრედები, ზოლები და «პეისლის» ორნამენტი ფერთა აქცენტებით. მაკიაჟში, აქსესუარებსა და ფეხსაცმელში ყურადღება გაამახვილე გაჯერებულ წითელზე.  ეს არის თანამედროვე კლასიკა — სწორედ ის, რაც გჭირდება!