აირჩიე შენი სტილი – მბრძანებლური თუ კეკლუცი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.


წლევანდელი შემოდგომისთვის ორი ყველაზე ტრენდული იმიჯი შევარჩიეთ: ძლიერი ბიზნეს-ლედი და რომანტიკული მეამბოხე ქალი. პირველს თანამედროვე კლასიკა უყვარს, აერთიანებს რა ბრიტანულ კუბოკრულ, ზოლებიან ქსოვილებს და «პეისლის» ორნამენტს მკვეთრი აქცენტებით. მეორე ირჩევს ნაზ ყვავილებიან მოტივებს და სპორტულ სტილს. რომელი მათგანია შენთვის უფრო მისაღები და ახლო?