1. მთავარი
  2. ბრენდები А დან Z
  3. საშემოდგომო აქსესუარების კოლექცია-2018

საშემოდგომო აქსესუარების კოლექცია-2018

მბრძანებლური თუ კეკლუცი? აირჩიე შენი სტილი, იმიჯი და არ დაგავიწყდეს აქსესუარები-ტრანსფორმერები ახალი კოლექციიდან. მრავალფუნქციონალურობა — სეზონის მთავარი ტრენდია! შეხვდი შემოდგომის ტრენდებს: კლასიკური და ორიგინალური მოდელის ჩანთებს, ბერეტს პარიზელი მხატვრების სტილში, შარფებს, ფართო ქამრებს და სხვადასხვა ფერის ლითონისგან დამზადებულ სამკაულებს. ფერთა ძირითადი პალიტრაა: გაჯერებული წითელი, მდოგვისფერ-ყვითელი და ზღვის ტალღის ფერი. იყავი შთაგონებული ჩვენი იდეებით და თამამად მოიფიქრე ახალი კომბინაციები!

აირჩიე შენი სტილი – მბრძანებლური თუ კეკლუცი

კარადა სავსეა ტანსაცმლით, კარი არ იხურება და ჩასაცმელი მაინც არაფერი გაქვს? ნუ ყიდულობ ძვირადღირებულ ნივთებს თითოეული სეზონისათვის ცალკე ცვალე სტილი აქსესუარი-ტრანსფორმერების დახმარებით.


წლევანდელი შემოდგომისთვის ორი ყველაზე ტრენდული იმიჯი შევარჩიეთ: ძლიერი ბიზნეს-ლედი და რომანტიკული მეამბოხე ქალი. პირველს თანამედროვე კლასიკა უყვარს, აერთიანებს რა ბრიტანულ კუბოკრულ, ზოლებიან ქსოვილებს და «პეისლის» ორნამენტს მკვეთრი აქცენტებით. მეორე ირჩევს ნაზ ყვავილებიან მოტივებს და სპორტულ სტილს. რომელი მათგანია შენთვის უფრო მისაღები და ახლო?