მდგრადი განვითარება
სწორედ ამიტომ, ჩვენი პროდუქციის შექმნისას ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც შეესაბამებიან ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ მოთხოვნებს და არ აზიანებენ გარემოს. კომპანია ორიფლეიმმა, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კანის მოვლის საშუალებათა შემადგენლობაში მცენარეული ექსტრაქტების გამოყენება, და ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ბუნებრივი რესურსები.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრს მივაღწიეთ, ვაცნობიერებთ, რომ ეს გრძელი გზაა და მიზნის მისაღწევად ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ორიფლეიმი გამოყოფს სამ ძირითად მიმართულებას მდგრადი განვითარებისათვის.
ცხოვრების გაუმჯობესება
ცხოვრების გასაუმჯობესებელი პირობების შექმნა ადამიანებისათვის: კონსულტანტებისათვის, მომხმარებლისათვის, თანამშრომლებისა და მომწოდებლებისათვის. ასევე, და უფრო ფართო გაგებით — სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა და ჰუმანიტარული პროექტების მხარდაჭერა.
პროდუქციის შექმნა პასუხისმგებლობით
პროდუქციის შექმნისა და წარმოებისას უმაღლესი სოციალური, ეთიკური და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა და ამით სილამაზისა და კეთილდღეობის შექმნა ადამიანებისათვის.
ეკოლოგიური უსაფრთხოების შენარჩუნება
ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვა არა მხოლოდ ჩვენს საკუთარ საქმიანობაში, არამედ ჩვენი პროდუქციის შექმნის, წარმოებისა და ტრანსპორტირების თითოეულ საფეხურზე. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ეკოლოგიური მასალებისა და განახლებადი რესურსების მაქსიმალური გამოყენება, ემისიების შემცირება ატმოსფეროსა და წყალსაცავებში, ნარჩენების მაქსიმალური შემცირება.
Ecobeauty
კომპანია ორიფლეიმი ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოვიდეს შესაბამისობაში მდგრადი განვითარების პრინციპებთან. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო რგოლი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ჩვენი კოსმეტიკური სერია Ecobeauty.