ორიფლეიმი ყოველთვის მხარს უჭერდა მათ, ვინც ცდილობს აიხდინოს ოცნებები. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება ქველმოქმედების საკითხზეც, რომლითაც კომპანია მისი დაარსების დღიდან, 1967 წლიდან არის დაკავებული.
ღრმად გვწამს, რომ ჩვენი დახმარება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენისათვის - ბავშვებისა და ახალგაზრდა ქალბატონებისათვის - მისცემს მათ ოცნებების ასრულების შესაძლებლობას. დამოუკიდებელი ინიციატივების მხარდაჭერის მტკიცე განზრახვა წარმოადგენს ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მთავარ პრინციპს, და ეს სრულიად შეესატყვისება ორიფლეიმის ბიზნეს-მოდელს.
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ჩვენ გავაერთიანეთ ყველა საქველმოქმედო პროექტი ორიფლეიმის საქველმოქმედო ფონდში. ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომელთაც არა მხოლოდ დიდი გამოცდილება გააჩნიათ საგანმანათლებლო ინიციატივების წარმატებულ განხორციელებაში, არამედ ასევე იზიარებენ ჩვენს მიზნებსა და ღირებულებებს. და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ბავშვთა საერთაშორისო ფონდთან, რომელიც გასული წლიდან აქტიურად არის ჩართული ჩვენს რეგიონებთან საქველმოქმედო პროექტებში: რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელორუსია.
ბავშვთა საერთაშორისო ფონდი
ამ ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა ოჯახური სითბოს უზრუნველყოფა ხანგრძლივი პერიოდით იმ ბავშვებისათვის, რომელთაც საკუთარი ბიოლოგიური მშობლები ამა-თუ იმ მიზეზის გამო ვერ პატრონობენ. დღესაც, ისევე როგორც მისი არსებობის დასაწყისში, 60 წლის წინათ, ამგვარი სოფლების მისია უცვლელი რჩება - თითოეული ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ოჯახში, სადაც იგი გაიზრდება თბილ და მოსიყვარულე გარემოში.
კომპანია ორიფლეიმი ბავშვთა ფონდის დასახმარებლად ატარებს აქციას: შეიძინე ტუალეტის წყალი Tenderly Promise, მიიღე მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში და დაეხმარე პატარებს. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია!