კომპანია, რომლის ანალოგი არ არსებობს
ახლა ჩვენი პროდუქციის ყიდვა 60 ქვეყანაშია შესაძლებელი, და ჩვენთან 3 მილიონზე მეტი ბრენდ პარტნიორი თანამშრომლობს.
ძირითადი მომენტები
1967
პროდუქციის პირველი ხაზი
პროდუქციის პირველი ხაზი შედგებოდა კანის კრემის, ტუჩსაცხის და წამწამების ტუშისგან. ყველა საშუალება იქმნებოდა შვედური წყალმცენარეების ექსტრატისგან, კომპანიის დამფუძნებლები ასევე შეთანხმდნენ, რომ არ ჩააეტარებინათ პროდუქციის გამოცდა ცხოველებზე — იმ დროისთვის ეს ნოვატორულ იდეას წარმოადგენდა.
1970
გაყიდვების ინოვაციური მეთოდი
იმის მაგივრად რომ პროდუქციის გაყიდვა წვეულებებზე მომხდარიყო, ჩვენ გადავწყვიტეთ გვეცადა ახალი მეთოდი და ორიენტირებულნი გავხდით პირად შეხვედრებსა და გაყიდვებზე კატალოგით. 1970 წლის აგვისტოში გამოჩნდა პირველი ორიფლეიმის კატალოგი, რომლის ტირაჟიც შეადგებდა 1 000 ეგზემპლიარსგან.
1970-е
Tender Care
დასაწყისისთვის ეს პროდუქტი ცნობილი იყო როგორც მხოლოდ თვალის კრემი, ხოლო შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი ფანტასტიური დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ზემოქმედების გამო, რომელსაც ის ახდენს მშრალ კანზე. ახლა ის ჩვენი ბესტსელერია — გაყიდულია 40 მილიონზე მეტი ქილა!
1982
ლონდონის ბირჟა
ჩვენი კომპანია ლონდონის ბირჟაზე გავიდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იყო უცხოური კომპანიის პირველი გამოჩენა ამ სარბიელზე.
1997
ონლიან რეჟიმში გასვლა
ავამოქმედეთ ჩვენი პირველი ინტერნეტ-გვერდი oriflame.com
1999
ბავშვთა მსოფლიო ფონდი
შვედეთის დედოფალ სილვიასთან ერთად დავაარსეთ ფონდი, რომელიც ეხმარება ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო.
2008
მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
გავხსენით ჩვენი გაუმჯობესებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც მდებარეობს Oriderm-ის კლინიკური კვლევების ლაბორატორია. მასში ვატარებთ გამოკვლევებს მოხალისეების მონაწილეობით უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად.
2009
მსოფლიო დონის კანის კვლევა
დავაარსეთ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სტოკჰოლმში, რომელშიც მიმდინარეობს უნიკალური ტექნოლოგიების შემუშავება კანის მოვლის სფეროში.
2011
Ecobeauty-ის გაშვება
ბუნებრივი, მოწინავე, ეთიკური გზით შექმნილი და მკაცრი გარემოსდაცვითი ნორმების შესაბამისი — ყველაფერი ეს ნათქვამი არის Ecobeauty-ის სერიის პროდუქტების შესახებ. ეს არის პირველი მსოფლიო ხაზი, რომელიც მოიწონა ოთხმა წამყვანმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ: Fairtrade, Ecocert, ვეგანთა საზოგადოებამ და ტყის მზრუნველთა საბჭომ.
2015
NovAge-ის გაშვება
გამოვუშვით კანის მოვლის ახალი ხაზი, რომლის ერთ-ერთ ღირსებას წარმოადგენს ინოვაციური დაპატენტებული ტექნოლოგია Aspartolift, რომელიც კანის ელასტიურობას აღადგენს. მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.
2017
50 წლის იუბილეს აღნიშვნა
ჩვენ მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან ზღურბლს გადავაბიჯეთ და შემდგომი 50 წლის გეგმების შენება დავიწყეთ.