ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
მთავარი
ჩაის ხე
ჩაის ხე
Melaleuca alternifolia

ჩაის ხის სამშობლო არის ავსტრალია, სადაც მის ანტიმიკრობულ თვისებებს ათასწლეულების განმავლობაში აფასებდნენ ძირძველი ავსტრალიელები, და დღესაც ჩაის ხის ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის მოვლის პროდუქტებში, რომლებიც შექმნილია შავი წერტილების (აკნეს) და სხვა ნაკლოვანებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩაის ხის ეთერზეთი მიიღება ორთქლის დისტილაციის მეთოდით მისი ფოთლებიდან და ტოტებიდან. იყენებთ თუ არა მას ადგილობრივად აკნეს გამონაყარისთვის თუ კანის დამამშვიდებელი საშუალებების შემადგენლობაში, - ეს არის კოსმეტოლოგიის ნამდვილი მასთ-ჰევი.

ძირითადი მახასიათებლები
  • ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებები.
  • ჩაის ხის ზეთი ძალზე ეფექტურია ცხიმიანი ან დაზიანებული კანის მოვლისთვის, ის ხელს უწყობს კანის საფუძვლიანად გაწმენდას.
  • კარგად ამშვიდებს კანს და სასარგებლოა პრობლემური კანის მოვლისთვის.
ჩაის ხის ზეთი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც მას ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს - მის შემადგენლობაში შემავალ ყველაზე ეფექტურ ნაერთს ეწოდება ტერპინენ-4-ოლი და ის ძალიან ეფექტურია შავი წერტილებისა და კანის სხვა ნაკლოვანებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

შეიცავს

ფეხის კრემი-ანტიპერსპირანტი Feet Up Everyday (ფით აფ ევრიდეი)
სიახლე!
(0)
Feet Up
ფეხის კრემი-ანტიპერსპირანტი Feet Up Everyday (ფით აფ ევრიდეი)
9,49 GEL
15,50 GEL