ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
მთავარი
ჟენშენი
ჟენშენი
Panax ginseng

ჟენშენს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ბალახეულის მეფეს" ყველა დაავადების სამკურნალოდ მისი რეპუტაციის გამო. მისი უჩვეულო გარეგნობის ჩანგლისმაგვარი ფესვები გამოიყენებოდა ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ათასწლეულების განმავლობაში, ვინაიდან ითვლება, რომ ის ასტიმულირებს სხეულს და გონებას. დღეისათვის ჟენშენი კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული, მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებაა მსოფლიოში, რომელიც ხშირად გამოიყენება ჩაის ან საკვები დანამატის სახით. კოსმეტიკაში, როგორც ცნობილია, ჟენშენი ზრდის კოლაგენის დონეს, ატონიზირებს კანს, რათა ის გამოიყურებოდეს უფრო მკვრივი და ბზინვარე.

ძირითადი მახასიათებლები
  • ახალისებს და აღადგენს კანს შაქრების, ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის წყალობით.
  • ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს კანის ტონიზირებას და მისთვის სიმკვრივის და ბზინვარების მინიჭებას.
  • ხელს უწყობს თმის ზრდას, როგორც თმის მოვლის საშუალებების ინგრედიენტი.
ჟენშენის ძირითადი აქტიური კომპონენტებია მისი ეგრეთ წოდებული „გინსენოზიდები“ – ისინი უნიკალურია ამ მცენარისთვის და აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები.