ინგრედიენტების ბიბლიოთეკა
მთავარი
ოროვანდი
ოროვანდი
Arctium lappa

ოროვანდს მიაწერენ მრავალ სასარგებლო თვისებას, მისი ფესურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული კომპონენტია ალტერნატიულ მედიცინაში, რომელიც ჩვეულებრივ ჩაის, ნაყენის ან ფხვნილისებრი დანამატის სახით გამოიყენება. ოროვანდი არის მცენარეული შაქრების, ფლავონოიდების, მინერალების, სათრიმლავი ნივთიერებებისა და პროტეინების წყარო, რომლებიც, როგორც კოსმეტიკური პროდუქტების ინგრედიენტები, ყველანი ერთად ხელს უწყობენ კანის დარბილებას და ტონიზირებას. ეთერზეთებისა და ლიპიდების შემცველობის წყალობით, ოროვანდის ფესურის ექსტრაქტი კვებავს როგორც თმას, ასევე თავის კანს, აგრეთვე ამცირებს კანის ცხიმის გამომუშავებას და ხელს უწყობს ქერტლის გაჩენის თავიდან აცილებას.

ძირითადი მახასიათებლები
  • ოროვანდი შესანიშნავად ასუფთავებს და ატენიანებს კანს.
  • თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, ხელს უწყობს სახის ფერის გაუმჯობესებას, კანისთვის ჯანსაღი იერის მინიჭებას.
  • როგორც თმის მოვლის საშუალება, ოროვანდის ექსტრაქტი ხელს უწყობს სებუმის გამომუშავების შემცირებას სუფთა და ჯანსაღი თავის კანისთვის.
ოროვანდი შეიცავს ინულინს - პოლისაქარიდულ ნაერთს, რომლის ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს კანის გაწმენდას, ანიჭებს მას სიჯანსაღეს და თავიდან აშორებს ცხიმიან ბზინვას.

შეიცავს

საპარსი და დასაბანი გელი 2-1-ში მგრძნობიარე კანისთვის North for Men Sensitive Protect (ნორს ფო მენ სენსითივ ფროთექთ)
(0)
North for Men
საპარსი და დასაბანი გელი 2-1-ში მგრძნობიარე კანისთვის North for Men Sensitive Protect (ნორს ფო მენ სენსითივ ფროთექთ)
11,49 GEL
23,00 GEL