პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ჩვენ, კომპანია შპს "ოროფლეიმ ჯორჯია", ვხელმძღვანელობთ პერსონალ მონაცემთა დაცვის პრინციპით.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა, კომპანიის ვებგვერდისა და სხვა დოკუმენტების იმ პირობებთან და წესებთან ერთობლიობაში, რომლებსაც ვეყრდნობით, წარმოადგენენ იმ საფუძველს, რომელზედაც ხორციელდება, თქვენი, ან თქვენს მიერ მოწოდებული, იმ პერსონალური მონაცემების შეგროვება, რომელთაც ჩვენ დავამუშავებთ. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს, იმისათვის რომ წარმოდგენა იქონიოთ იმის შესახებ, თუ რა პრინციპზეა აგებული მუშაობა, თქვენს პერსონალურ მონაცემებთან და ჩვენ, როგორ ვიყენებთ მათ. თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებისას, ელექტრონული (კომპანიის საიტზე http://ge.oriflame.com/business-opportunity, ან დოკუმენტური ფორმით (კომპანიის ოფისში) რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, წინამდებარე პოლიტიკაში გაცხადებულ დებულებებს.

ქვეყანაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, დოკუმენტის ნომერი 5669, მიღების თარიღი 28/12/2011) დაცულობის მიზნებისათვის, პერსონალურ მონაცემთა ოპერატორად გვევლინება კომპანია შპს “ორიფლეიმ ჯორჯია”, რომლის მისამართია: საქართველო. თბილისი, 0160, . ალექსიძის ქ. № 13.

ჩვენ, მონაცემებს ვამუშავებთ კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია – ჩვენი ვალდებულებების შესრულება და ჩვენი უფლებების დაცვა, რომლებიც წარმოიშვება თქვენი რეგისტრაციისას. ჩვენს მიერ მონაცემთა დამუსავება ხორციელდება წინამდებარე პოლიტიკის წესების დაცვით.

 

1. ინფორმაცია, რომელიც, ჩვენ, შესაძლოა მივიღოთ თქვენგან

 

ჩვენ, თქვენგან, თქვენს შესახებ, შეიძლება მივიღოთ და დავამუშავოთ შემდეგი მონაცემები:

 

1.1 ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწოდებთ ჩვენ. თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ, ჩვენს საიტზე www.oriflame.ge სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, წერილობით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა. აქ, მოიაზრება ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენ, გვაწვდით ჩვენ, ჩვენს საიტზე რეგისტრაცისას (როდესაც რეგისტრირდებით კონსულტანტის სტატუსით), პროდუქციის მოძიებისას, შეკვეთის განთავსებისას, სოციალურ ქსელებში ან ჩვენს საიტზე ორგანიზებულ განხილვაში ან სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსებში, პრომოაქციებში ან კვლევებში მონაწილეობისას, აგრეთვე ჩვენს საიტზე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ, გვაწოდებთ ჩვენ, შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

სახელი, გვარი

დაბადების თარიღი

მისამართი

ელექტრონული ფოსტის მისამართი

სტაციონალური და მობილური ტელეფონის ნომერი

კონსულტანტის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი

პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი

საბანკო რეკვიზიტები

თქვენი მეურვის სახელი და გვარი (თუ თქვენ არასრულწლოვანი ხართ)

პასპორტის ნომერი (საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილე კონსულტანტებისათვის).

 

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, მოგვაწოდებთ ზემოხსენებულ მონაცემებს. თუმცა, თუ თქვენ, არ გსურთ ჩვენთვის, თქვენი პირადი ინფორმაციის გამხელა, გთხოვთ ნუ მოგვაწოდებთ პირად ინფორმაციას. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისიწნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცის მოუწოდებლობის შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურებები.

1.2 ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ. ჩვენ ვინახავთ ისტორიას თქვენი შესყიდვების შესახებ, მონაცემებს ჩვენი კონსულტანტების ქსელში, თქვენი დონეების შესახებ, თქვენი მუშაობის შედეგების შესახებ, იმ ახალბედების შესახებ, რომელთა სპონსორადც თქვენ გვევლინებით და ა.შ.

 

ჩვენს საიტზე, თქვენი ნებისმიერი სტუმრობისას, ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად მოვიძიოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

ტექნიკური ინფორმაცია, იმ ინტერნეტ პროტოკოლის მისამართის (I) ჩათვლით, რომელიც გამოყენებული იქნა თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ ქსელში ჩასართავად, აგრეთვე, ინფორმაცია თქვენი (მომხმარებლის) სახელის, ტიპის და ბრაუზერის ვერსიის, საათობრივი ზონის, ბრაუზერის ტიპის და პლაგინების, საოპერაციო სისტემის და პლატფორმის შესახებ;

ინფორმაცია, ჩვენს საიტზე, თქვენი, უნფიცირებული ლოკატორების რესურსებით (URL) ვიზიტის თაობაზე (ვიზიტების ისტორიის ჩათვლით) და თქვენი ვიზიტის დამთვრების შემდეგ (თარიღისა და დროის ჩათვლით). აგრეთვე, თქვენს მიერ მოძიებული და დათვალიერებული პროდუქცია, ვებ გვერდის რეაგირების სისწრაფე, ჩატვირთვის დროს დაშვებული შეცდომები, ზოგიერთი გვერდის დათვალიერების ხანგრძლივობა, ინფორმაცია აღნიშნულ გვერდებზე შესრულებული ქმედებების შესახებ (დათვალიერება, დაწკაპუნება, მაუსის კურსორის მიმართვა), აგრეთვე იმ მეთოდების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნა გვერდის დასატოვებლად. ასევე, ტელეფონის ნომერი, რომელიც გამოყენებული იქნა ჩვენს კომპანიაში (საოპერაციო განყოფილებაში) დასარეკად.

1.3. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სხვა წყაროებიდან. ჩვენ შეიძლება თქვენ შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი მართვის ქვეშ არსებული სხვა ვებ-საიტებით ან სხვა მომსახურებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენ ასევე მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სხვა, მესამე მხარეებთან (მაგ; საქმიანი პარტნიორების ჩათვლით, რომლებიც გვაწვდიან ტექნიკური სახის მომსახურებას, გადახდების უზრუნველყოფით მომსახურებას, მოწოდების მომსახურებას, სარეკლამო ქსელების მომსახურებას, ანალიტიკური ორგანიზაციები, საძიებელი ინფორმაციის მომწოდებელი სააგენტოები) და შესაძლოა ინფორმაციის მათგან მიღება.

 

2. ინფორმაციის გამოყენება

 

თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ, ვიყენებთ შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:

 

ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც წარმოიშვება თქვენთან ხელშეკრულების დადების საფუძველზე, აგრეთვე თქვენთვის, თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, პროდუქციის და მომსახურების მოწოდება, სადავო საკითხების, გადახდების აკუმულირებისა და უზუსტობების აღმოფხვრის ჩათვლით;

თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება, ისეთი პროდუქციასა და მომსახურებებზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ და რომლებიც ანალოგიურია თქვენს მიერ უკვე შეძენილის ან მოთხოვნილისა;

თქვენთვის, იმ უფლებების, უპირატესობების, ანაზღაურების და სხვათა მოწოდება, რომლებიც წარმოიშვება ჩვენს შორის არსებული კონტრაქტების საფუძველზე;

იმ საკანონმდებლო ნორმების შესასრულებლად, რომლებითაც რეგულირდება ჩვენი თანამშროლობა (მაგ. საგადასახადო, სტატისტიკური და სხვა).

თქვენს მიერ, ჩვენი კომპანიის პოლიტიკისა და მუშაობის წესების დაცვის უზრუნველყოფა;

ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის (ან, მესამე მხარისათვის, ნებართვის მიცემა – მოგაწოდონ ინფორმაცია) იმ პროდუქციისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც, ჩვენის აზრით, თქვენთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. ინფორმაციის მოწოდება, იმ პროდუქციისა და მომსახურების ანალოგიურის თაობაზე, რომლებიც თქვენ, ადრე უკვე გქონდათ შეძენილი, ან რომლებიც თქვენთან განსჯის საგანი იყო, განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული კავშირის საშუალებებით (ელ. ფოსტა და სმს). ინფორმაციის მოწოდების აღნიშნული მეთოდები, გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში. თუ თქვენ, გადაიფიქრებთ და არ გსურთ, რომ თქვენი მონაცემები გამოყენებულ იქნას მსგავსი მიზნებისათვის, ან არ გსურთ, რომ თქვენი მონაცემები გადაეცეთ მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისათვის, მონიშნეთ შესაბამისი უჯრა თქვენს ექაუნთში, ან გააგზავნეთ ელექტრონული შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე support@oriflame.ge ან დაუკავშირდით კომპანიის საოპერაციო განყოფილებას შემდეგ +995 32 2 158080

შეტყობინება, ჩვენი მომსახურების ტიპებში, ცვლილებების შესახებ;

დარწმუნება, იმაში რომ, ჩვენი საიტის შევსება, წარმოდგენილია იმ სახით, რომელიც ეფექტურია თქვენთვის და თქვენი კომპიუტერისათვის;

ჩვენი კონსულტანტების ქსელის ეფექტური მართვის უზრუნველყოფა, ჩვენი და ჩვენი ქსელის სხვა მონაწილეების (ძირითადად თქვენი სპონსორების) მხრიდან;

საიტის და შიდა ოპერაციების მართვა, მათ შორის, გაუმართაობის აღმოფხვრის, მონაცემთა ანალიზის, ტესტირების, კვლევის, სტატისტიკური მონაცემების და გამოკითხვების ჩათვლით;

ჩვენი საიტის სრულყოფა, თქვენთვის და თქვენი კომპიუტერისათვის, ინფორმაციის მაქსიმალურად ეფექტური საშუალებებით მიწოდების მიზნით;

თუ, თქვენ უკვე გააკეთეთ შესაბამისი არჩევანი, ჩვენგან, მომსახურების მისაღებად, საჭირო ინტერაქტიური ფუნქციით. თქვენი უზრუნველყოფა;

ჩვენი საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

თქვენთვის (და სხვებისთვისაც) უკვე მოწოდებული რეკლამის ეფექტურობის შეფასება, აგრეთვე, შესაბამისი სარეკლამო მასალების მომავალში მოწოდება. მათ შორის, მომხმარებლების კმაყოფილების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო კველევები და სხვა;

თქვენთვის და ჩვენი საიტის სხვა მომხმარებლებისათვის, პროდუქციისა და მომსახურებების შესახებ, საინტერესო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

თქვენგან, აგრეთვე მარეგულირებელი და სხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ, სათანადოდ გაცხადებულ იურიდიულ მოთხოვნებზე პასუხების გაცემა.

3. თქვენს შესახებ ინფორმაციის გაცხადება

 

3.1 ჩვენ არ ვყიდით, არ ვაწოდებთ და არ ვვაჭრობთ თქვენი პერსონალური ინფორმაციით.

 

3.2 ჩვენ, ჩვენი საქმიანობის (პ.2 – ინფორმაციის გამოყენება) მხრდასაჭერად, შეგვიძლია წვდომა მივცეთ, თქვენს პერსონალურ მომაცემებზე და მათი დამუშავების ნება დავრთოთ, ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს (სათაო ჰოლდინგი და მათში შემავალი შვილობილი კომპანიები).

 

3.3 ჩვენ შეგვიძლია წვდომა მივცეთ, თქვენს პერსონალურ მომაცემებზე და მათი დამუშავების ნება დავრთოთ მესამე პირებს, მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:

 

საქმიანი პარტნიორები: ჩვენთან ან თქვენთან კონტრაქტის პირობებით დაკავშირებული მომწოდებლები. ამასთანავე, ამ კატეგორიაში შედიან შემდეგი ორგანიზაციები: გადამზიდავი, კრედიტების ამომღები სააგენტოები, ლოგისტიკური მომსახურების მომწოდებლები (მაგ. ტვირთის გადაზიდვა, შეფუთვა და სხვა);

ჩვენი კონსულტანტების ქსელის სხვა წევრები (პირველ რიგში, თქვენი სპონსორები და უმცროსი კონსულტანტები) აღნიშნული ქსელის ეფექტურად მართვის მიზნით. თუ თქვენ არ გსურთ, ამ მიზნებისათვის, თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა კონსულტანტების ქსელის სხვა წევრებისათვის, გთხოვთ, გააგზავნეთ ელექტრონული შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე support@oriflame.ge ან დაუკავშირდით კომპანიის საოპერაციო განყოფილებას შემდეგ ნომერზე +995 32 2 158080

სარეკლამო სააგენტოები და ქსელები, რომელთაც ეს მონაცემები სჭირდებათ თქვენთვის და სხვებისათვის საინტერესო სარეკლამო კამპანიების და აქციების არჩევისა და მომსახურებისათვის. ჩვენ, სარეკლამო ორგანიზაციებს, არ ვუმჟღავნებთ ისეთ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. თუმცა, შესაძლოა მივაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების შესახებ (მაგ. დაახლოებით 500 ადამიანმა, ასაკით 30 წლამდე, დააჭირა ხელი მათ რეკლამას, ამა თუ იმ დღეს). აგრეთვე, ასეთი, ზოგადი ტიპის ინფორმაცია, შესაძლოა, გამოვიყენოთ სარეკლამო ორგანიზაციების დასახმარებლად, რათა მათ მოახერხონ თავიანთი რეკლამის, მიზნობრივი აუდიტორიისათვის მიწოდება (მაგ. ახალი კონსულტანტები-განსაზღვრულ ტერიტორიაზე);

მომწოდებლები და ანალიტიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი საიტის სრულყოფასა და ოპტიმიზაციას;

რეიტინგული სააგენტოები, რომელთა მიზანია საკრედიტო შეფასება, თუ, ასეთი პროცედურა, გათვალისწინებული იქნება თქვენსა და ჩვენს შორის დასადები ხელშეკრულებით;

ტექნიკური გადაწყვეტილებების ის მომწოდებლები, რომლებიც, საშუალებას გვაძლევენ ჩვენ, გამოგიგზავნოთ თქვენ, შეტყობინებებები (მარკეტინგული, ან მომხმარებელთა კმაყოფილების შემსწავლელი კვლევების შედეგების ამსახველი, თუკი ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, თქვენ, თანხმობა უკვე გაცხადებული გაქვთ) შესახებ. მაგალითად, მასიურად, სმს შეტყობინებების გაგზავნის ორგანიზატორი კომპანიები.

ჩვენ, აგრეთვე, შეგვიძლია გავანდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, მესამე მხარეებს, თუ:

 

თუ ჩვენ ვყიდით, ვყიდულობთ ან სხვა გზით გადავცემთ რომელიმე ბიზნესს ან აქტივს, რა შემთხვევაშიც ჩვენ შეიძლება გავუმხილოთ თქვენი პირადი მონაცემები აღნიშნული ბიზნესის/აქტივების პოტენციურ მყიდველს, გამყიდველს ან შემძენს;

თუ ჩვენს კომპანიას, ან პრაქტიკულად მთელ მის აქტივებს, იძენს მესამე მხარე, რა შემთხვევაშიც კომპანიის კლიენტების პირად მონაცემთა ბაზა, განიხილება მის აქტივად და განკუთვნილია მესამე მხარისათვის გადასაცემად;

თუ ჩვენ, კანონმდებლობის შესაბამისად, დაგვეკისრება თქვენი პერსონალური მონაცემების გამხელა, ასევე, ჩვენი კომპანიის პოლიტიკებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, ჩვენი საკუთარი ან კომპანიის კლიენტების უფლებების, ან სხვა, მესამე პირთა უფლებების დაცვის მიზნით. ამაში შედის ინფორმაციის გაცვლა, სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციებთან, თაღლითობისგან თავდაცვის და საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით.

4. სად და როგორ ვნახავთ ტქვენს პერსონალურ მონაცემებს

 

ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით და რომელსაც ჩვენ, თქვენს შესახებ ვაგროვებთ, ინახება დაცულ სერვერებზე. "ონლაინ" რეჟიმში განხორციელებული გადახდები დაშიფრულია SSL ტექნოლოგიებით და მუშავდება დამოუკიდებელი პროვაიდერების მიერ. ჩვენ არ ვინახავთ და არ ვაგროვებთ ინფორმაციას სადებეტო და სკრედიტო ბარათების შესახებ, რომლებიდანაც განხორციელებულია "ონლაინ" ტრანზაქციები.

მონაცემები, რომლებსაც ჩვენ, თქვენს შესახებ ვაგროვებთ, შესაძლოა გადაიცეს და ინახებოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მქონე, ადექვატური გარანტიების მქონე სხვა ქვეყნებში (ქვეყნების ჩამონათვალი დამტკიცებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №1-ით). ისინი ასევე შესაძლოა დამუშავებული იქნას კომპანიის/კომპანიების ჯგუფში შემავალი ან მომწოდებელი კომპანიის იმ თანამშრომელების მიერ, რომლებიც იმყოფებიან ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელიმეში. აღნიშნულ თანამშრომლებს, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, შესაძლოა დაევალოთ, თქვენი შეკვეთის, თქვენი საგადახადო რეკვიზიტების, წარმატების გეგმის შესაბამისად მისაღები ანაზღაურების, აგრეთვე მხარდასაჭერი მომსახურების უზრუნველყოფა. თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებით, თქვენ, ეთანხმებით მათ შენახვას, დაცვასა და დამუშავებას. ჩვენ, მივიღებთ ყველა ქმედით ზომებს, თქვენი პერსონალური ინფორმაციისა და კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, წინამდებარე პოლიტიკის, დასაცავად.

 

5. აუცილებელი სიფრთხილის დაცვის ვალდებულება

 

თუ, ჩვენ, მოგაწოდეთ (ან თქვენ აირჩიეთ) პაროლი, რომლითაც, ჩვენი საიტის გარკვეულ სეგმენტებზე (“სარეგისტრაციო ჩანაწერი”) მოგეცათ წვდომა, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პაროლის კონფიდენციალურობაზე. გთხოვთ, არავის არ გაანდოთ აღნიშნული პაროლი. თუ თქვენ, მესამე პირებს, გაანდობთ პაროლს, თქვენ, პასუხს აგებთ ყველა ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულ იქნება თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის მეშვეობით. თუ თქვენ, კარგავთ თქვენს პაროლზე კონტროლის საშუალებას, თქვენ, შესაძლოა, დაკარგოთ კონტროლი თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, და თქვენი სახელით, შესაძლოა, განხორციელებულ იქნას იურიდიული პასუხისმგებლობის შემცველი ქმედებები. ამიტომ, თუ თქვენი პაროლი, რაიმე მიზეზის გამო, კომპრომეტირებულია, აუცილებელია, სასწრაფოდ შეცვალოთ იგი და შეგვატყობინოთ ჩვენ. ჩვენ, არასოდეს არ ვითხოვთ თქვენს პაროლს, გარდა მომხმარებლის სახელის იდენტიფიკაციის პროცედურის გავლისა, რაც აუცილებელია საიტზე შესასვლელად. ჩვენი თანამშრომლები, იცავენ ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ვალდებულებას.

სამწუხაროდ, ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემა, სრულიად უსაფრთხო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ყველა ზომა იქნება მიღებული თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ, არ შეგვიძლია, ჩვენს საიტზე არსებული, თქვენი ინფორმაციის სრული უსაფრთხოების გარანტირება. Nნებისმიერი ინფორმაციის მოწოდება, თქვენი რისკის ქვეშ ხდება. თქვენგან, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ, განუხრელად და ზუსტად დავიცავთ უსაფრთხოების პროცედურებს და ზომებს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ თქვენს პირად ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომა.

 

6.  თქვენი უფლებები

 

6.1 მარკეტინგული ინფორმაცია.

 

თქვენ უფლება გაქვთ მოიხოვოთ ჩვენგან, რომ ჩვენ არ დავამუშავოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისათვის. როგორც წესი, ჩვენ, წინასწარ (ინფორმაციის შეგროვების დაწყებამდე) გატყობინებთ, ამ მიზნებისათვის, თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, წინასწარ გატყობინებთ, თუ ჩვენ, შესაძლოა, თქვენი პერსონალური ინფორმაცია გადავცეთ მესამე მხარეს. თქვენ, შესაძლებლობა გაქვთ გამოიყენოთ თქვენი უფლება და თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერებში (ძირითადად, თქვენს ექაუნთში) შესაბამისი უჯრის მონიშვნით, უარი განაცხადოთ მის დამუშავებაზე. ამ მიზნით, თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე support@oriflame.ge ან დაუკავშირდეთ კომპანიის საოპერაციო განყოფილებას შემდეგ ნომერზე +995 32 2 158080

 

6.2 ინფორმაციაზე წვდომა. დაზუსტება და წაშლა.

 

თქვენ, გაქვთ წვდომის უფლება, თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციაზე, და ასევე გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მისი კორექტირება ან წაშლა. თუ თქვენ, მიმართავთ თქვენს სააღრიცხვო მონაცემებს, თქვენ, გაქვთ მისი უმეტესი ნაწილის დათვალიერების, შემოწმების და კორექტირების საშუალება. ზოგადად, ჩვენ, ხელით, არ ვცვლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რადგანაც მათი იდენტურობის დადგენა, ჩვენი მხრიდან, დისტანციურად, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ამასთანავე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაზუსტება და მათში აუცილებელი კორექტივების ოპერატიულად შეტანა, თქვენი პასუხგელობის სფეროს წარმოადგენს. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც, კომპანიის საოპერაციო განყოფილებაში, (ელექტრონულ მისამართზე support@oriflame.com) უნდა გამოიგზავნოს, ჩვენ, კანონმდებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად ოპერატიულად, დავხურავთ თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერს. ჩვენ, დახურულ სააღიცხვო ჩანაწერებს, თაღლითობის თავიდან აცილების, დავალიანების ამოსაღებად, სადავო საკითხების გადასაჭრელად და სხვა კანონმდებლობის შესაბამისი ქმედებებისათვის, ვინახავთ 10 (ათი) წლის განმავლობაში.

 

7. პერსონალური მონაცემების დამუშავების დავალება – თქვენი ვალდებულებები

 

ვინაიდან თქვენ, ჩვენი კონსულტანტების ქსელის წევრი ხართ, ჩვენ, წინამდებარე დებულების შესაბამისად, გავალებთ თქვენ, ჩვენი ქსელის მონაწილე, სხვა კონსულტანტების პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ჩვენ, გავალებთ თქვენ, პერსონალური მონაცემების დამუშავებას იმ მოცულობით და იმ მიზნებით, რომლებიც აღწერილია "წესებში", ხოლო თქვენ, თანხმდებით დაამუშავოთ აღნიშნული მონაცემები, კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, თქვენთვის მონდობილი ინფორმაციის დამუშავებისა და დაცულობის მარეგულირებელი წესების გათვალისწინებით.

თქვენს მიერ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ერთადერთი მიზანია - "წესების" დებულებების დაცვა.

 

კერძოდ, თქვენ ვალდებულნი ხართ:

 

ვენს მიერ, თქვენთვის, მოწოდებული პერსონალური მონაცემები, დაამუშაოთ მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული და ზემოთ ნახსენები მიზნებისათვის;

ამ დოკუმენტში მითითებული საშუალებების გარდა, სხვა მეთოდეით არ განახორციელოთ არანაირი ქმედებები, პერსონალური მონაცემების შემდგომი გავრცელებისათვის (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ჩვენი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ (ე.ი. თქვენი, როგორც კონსულტანტის, რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ), დაუყოვნებლივ დააბრუნოთ უკან, თქვენთვის მინდობილი პერსონალური მონაცემები და წაშალოთ ისინი, ელექტრონული ინფორმაციის ყველა იმ მატარებლიდან, რომლებზედაც თქვენ, ზემოთნახსენები მიზნების განსახორციელებლად, შესაძლოა გქონდეთ ისინი შენახული.

ჩვენ, ვიტოვებთ, თქვენთვის მონდობილი ინფორმაციის, დაცულობის შემოწმების უფლებას. თქვენ, ვალდებული ხართ, ჩვენგან, შესაბამისი, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მოგვცეთ, ასეთი შემოწმების ჩატარების საშუალება.

 

თქვენ, აცხადებთ თანხმობას, ოპერატიულად და კორექტულად გასცეთ პასუხი, ჩვენს მიერ, თქვენთვის, მონდობილი პერსონალური მონაცემების, დამუშავებასა და დაცვასთნ დაკავშირებულ დასმულ, ყველა კითხვას, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დამუშავების წინამდებარე პოლიტიკასა და წესებთან. კერძოდ, ეს ეხება თქვენს მიერ გამოყენებული პერსონალური მონაცემების დაცულობას.

 

ჩვენ, თქვენ, ნებას გრთავთ, დაამუშაოთ პერსონალური მონაცემები, წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მოცულობით და მიზნებისათვის. კერძოდ, ელექტრონული ან დოკუმენტური სახით. აღნიშნული მონაცემების დამუშავების ნებას, ასევე, ვრთავთ იმ პირებს, რომლებიც, თანამშრომლობენ თქვენთან, სამოქალაქო-საკანონმდებლო ხელშეკრულებების საფუძველზე, იმ პირობით, რომ თქვენ, საკონტარქტო პირობების საფუძველზე ადასტურებთ, რომ ეს პირები, აკმაყოფილებენ პერსონალური მონაცემების დაცვის ყველა მოთხოვნას, რომელთა დაცვაც გევალებათ თქვენ. ამასთანავე, აუცილებელია, ჩვენი თანხმობა, ასეთ ორგანიზაცებთან/პირებთან (რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას) თანამშრომლობაზე.

 

ჩვენს შორის, არსებობს შეთანხმება, რომ, პერსონალური მონაცემების შემცველი ფაილების ერთმანეთისათვის, საერთო ქსელის საშუალებით, გადაგზავნისას, გამოყენებული იქნება შიფრი, რაც პერსონალური ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება.

 

ჩვენ გვაქვს, თქვენი, კონსულტანტად რეგისტრაციის გაუქმების უფლება, თუ, თქვენ, წინამდებარე პოლიტიკის დარღვევით, გამოიყენებთ პერსონალურ მონაცემებს.

 

ჩვენ, არ ვაგებთ პასუხს, თქვენს ვალდებულებებზე, რომლებიც გაგაჩნიათ, ან წარმოგეშვებათ, მესამე პირების წინაშე.

 

8. cookie- ფაილები

 

ჩვენი საიტის სხვა მომხმარებლებისაგან, თქვენი გამიჯვნის მიზნით, ჩვენი ვებ-საიტი (ვებ-გვერდი) იყენებს ე.წ.  cookie-ფაილებს (მომხმარებლის კომპიუტერის პატარა ფაილები,). მოცემული ტექნოლოგია ხელს უწყობს თქვენს მიერ, ჩვენი საიტისთ სარგებლობის პოზიტიურ გამოცდილებას, ხოლო ჩვენ, საშუალებას გვაძლევს, სრულლვყოთ ჩვენი საიტი. ჩვენ,  cookie-ფაილებს ვიყენებთ ინფორმაციული ნაკადის ანალიზისათვის. ამასთანავე, ისინი გამოიყენება მომსახურების ინდივიდუალური პარამეტრებისთვის, ინფორმაციის შესავსებად და რეკლამისათვის, აგრეთვე, რეკლამის ეფექტურობის განსასაზღვრად.

 

გარკვეული cookie-ფაილები შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს - მაგალითად, როდესაც, ხელს აჭერთ უჯრას “დამიმახსოვრე მე”, შემდგომი შესვლისას, cookie-ფაილი იმახსოვრებს სახელს. უმრავლესობა cookie-ფაილებისა, არ იმახსოვრებს მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ამის ნაცვლად, ისინი, იმახსოვრებენ უფრო ზოგად ინფორმაციას, ისეთს როგორიცაა: საიტზე შესვლის მეთოდი, ორიფლეიმის ვებ-გვერდის გამოყენება და მომხმარებლის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

 

ორიფლეიმი გთავაზობთ გარკვეულ მომსახურებას, რომელიზედაც წვდომა შესაძლებელია მხოლოდcookie-ფაილების მეშვეობით.

 

ზოგადად, cookie-ფაილები ასრულებენ ოთხ სხვადასხვა ფუნქციას.

 

8.1 ძირითადი cookie-ფაილები

 

ზოგიერთი cookie-ფაილი, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ვებ-გვერდზე მუშაობისათვის. მაგალითად, ისინი, რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიცირების და მთლიან ვებ-გვერდზე წვდომის საშუალებას იძლევიან. თუ, რეგისტრირებული მომხმარებელი, გამორთავს cookie-ფაილებს, ვებ-საიტის ზოგიერთ გვერდზე წვდომა, მისთვის შეუძლებელი იქნება.

 

8.2 საექსპლუატაციო cookie-ფაილები

 

სხვა  cookie-ფაილები, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას იმის ანალიზისათვის, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებ-საიტს, აგრეთვე ვებ-საიტის წარმადობის მონიტორინგისათვის. ის, საშუალებას აძლევს "ორიფლეიმს", უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ინდივიდულური პარამეტრების დაყენებით, აგრეთვე, სწრაფი იდენტიფიცირების და ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის სწრაფად გასწორების გზით. მაგალითად, საექსპლოატაციო cookie-ფაილები, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას, ყველაზე პოპულარული გვერდების გამოსავლენად და იმის განსასაზღვრად, თუ ზოგიერთი გვერდები, რატომ იღებენ შეტყობინებებს შეცდომების შესახებ. ვებ-გვერდზე, სტუმრობის ისტორიის საფუძველზე, ეს cookie-ფაილები, შესაძლოა, გამოყენებული იქნას, მომხმარებლისათვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების სახეების განსასაზღვრად.

 

8.3 ფუნქციონალური cookie-ფაილები

 

ფუნქციონალურიcookie-ფაილები გამოიყენება იმისათვის, რომ ორიფლეიმის ვებ-გვერდმა, შეძლოს იმის დამახსოვრება, თუ რას ირჩვეს მომხმარებელი.

 

8.4 ქცევაზე ორიენტირებული სარეკლამო cookie-ფაილები

 

ორიფლეიმს, შეუძლია, გამოიყენოს cookie-ფაილები მომხმარებლებისათვის რეკლამის მისაწოდებლად, მათი ინტერესების შესაბამისად. ამასთანავე, ორიფლეიმს შეუძლია გამოიყენოს მესამე პირების cookie-ფაილები ბაზრის კვლევის, შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღების, ვებ-გვერდის ფუნქციონირების გასაუჯობესებლად და აგრეთვე, არსებული წესებისა და საავტორო უფლებების დაცვის პოლიტიკის მონიტორინგის მიზნით.

 

მომხმარებლებს, ყოველთვის შეუძლიათ, უარი თქვან cookie-ფაილებზე, თუ, მათი ბრაუზერი ამის საშუალებას იძლევა, თუმცა, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს მათ მიერ, ორიფლეიმის ზოგიერთი სისტემის გამოყენებას.

 

დეტალურდ, იმის შესახებ, როგორ შეიძლება cookie-ფაილების გამორთვა, იხ. აქ (http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/).

 

დეტალურად, იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება cookie-ფაილები კომერციულ საქმიანობაში, იხ. აქ ((http://www.allaboutcookies.org/).

 

9. ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჩვენს პოლიტიკაში

 

ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლოა შევიდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჩვენს პოლიტიკაში, განთავსებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და თუ ეს აუცილებელი იქნება, გამოგეგზავნებათ ელ ფოსტით, ან სხვა საშუალებით. ინფორმაცია, ცვლილებებზე, ხელმისწვდომი იქნება ჩვენს ორგანიზაციებშიც. ჩვლილებები, ძალაში შევა, მათი გამოქვეყნების დღიდან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ცვლილების პუბლიკაციის შემდეგ, თქვენს მიერ, საიტით სარგებლობის გაგრძელება, ან შეკვეთის განთავსება, განიხილება, როგორც თქვენი თანხმობა, პოლიტიკაში შეტანილ ცვლილებაზე.

 

10. საკონტაქტო ინფორმაცია

 

ჩვენ, მივესალმებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს, კომენტარებს და მოთხოვნებს. ისინი, გადაიგზავნება ჩვენი კომპანიის საოპერაციო განყოფილებაში, ან სპეციალურ ელექტრონულ გვერდზე (privacy@oriflame.com).

 

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ, ჩვენ დავარღვიეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა, მოგვწერეთ აღნიშნულ მისამართზე ან დარეკეთ ჩვენი კომპანიის საოპერაციო განყოფილებაში, შემდეგ ნომერზე +995 32 2 158080. ამასთანავე, გთხოვთ, რაც შეიძლება დეტალურად აღწეროთ, თქვენი მოსაზრებით/რწმენით, რა გზით დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა. ჩვენ, ოპერატიულად განვიხილავთ თქვენს საჩივარს.

 

პუბლიკაციის თარიღი: 17 ოქტომბერი, 2015 წელი.