Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში
  1. მთავარი
  2. მდგრადი განვითარება
  3. შესანიშნავი ცვლილებები

#შესანიშნავიცვლილებები

ცვლილებებისკენ გადადგმული ნაბიჯები

ჩვენს პროექტებს დიდი გავლენა აქვთ, რადგან ორიფლეიმში თავის კარიერას აშენებს 6 ათასი თანამშრომელი და 3 მილიონი დამოუკიდებელი კონსულტანტი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან. აი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვისწრაფვით შევამციროთ წარმოების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება.  

კომპლექსური მოვლა EcoBeauty

სერია Ecobeauty შექმნილია ბუნებრივი ან სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტების გამოყენებით. ამ ხაზის პროდუქტები არ შეიცავს სილიკონებს, მინერალურ ზეთებს ან სინთეტიკურ სუნამოს. აგრეთვე დამატენიანებელი დღის კრემი Ecobeauty და სიგლუვის მიმნიჭებელი თვალის კრემი Ecobeauty მიიღეს Fairtrade® სერტიფიკატი. გარდა ამისა, კოსმეტიკური ხაზი სერტიფიცირებულია Ecocert, ვეგანური საზოგადოების და ტყეებზე მზრუნველთა საბჭოს მიერ. ის არა მარტო ზრუნავს შენს კანზე, არამედ ცხოვრებას ცვლის. ფერმერულ მეურნეობებში,  რომლებიც EcoBeauty-სთვის ქოქოსის ზეთის მიმწოდებლები არიან, გაყიდვებიდან ამონაგები ხმარდება ქალთა უფლებების დაცვას, სწავლებას ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ, ორგანულ მიწათმოქმედებას და ბუნების რესურსების სწორ გამოყენებას.  

ამქერცლავი ნაწილაკები

ჩვენს სკრაბებში ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრადირებად (ბიოხრწნად) მიკრონაწილაკებს, რომლებიც გარემოს ზიანს არ აყენებენ. რატომ? გვსურს შევინარჩუნოთ წყლის რესურსების სისუფთავე და უსაფრთხოება.   

მზის ბატარეები და სტანდარტი LEED

ჩვენს საწარმოში ინდოეთის ქ. რურკში გამოიყენება მზის ბატარეები, რომლებიც ხელს უწყობენ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. ამ ფაბრიკამ და ჩვენმა საწარმოო-ლოგისტიკურმა კომპლექსმა ნოგინსკში LEED ოქროს სერტიფიკატი მიიღეს. იგი ადასტურებს, რომ ჩვენი საწარმოები დაპროექტებული და აშენებულია მდგრადი განვითარების სტანდარტების გათვალისწინებით.    

რესურსების დაცვაში შეტანილი წვლილი

2017 წელს ჩვენი კატალოგების დაბეჭდვისათვის განკუთვნილი ქაღალდის 97% წარმოებული იყო სერტიფიცირებული ხისაგან ეს ნიშნავს, რომ ნედლეული დამზადებულია ისეთი მეთოდებით, რომლებიც  უზრუნველყოფენ ტყეების დეგრადაციის და ტყის რესურსების გამოლევის თავიდან აცილებას. ჩვენ უარი ვთქვით ჩვენი საწარმოო ნარჩენების 99%-ის ნაგავსაყრელებზე გატანაზე. 2018 წელს ჩვენ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 100% მიღებული იყო განახლებადი წყაროებიდან.