კომპლექსური ზრუნვა ნაოჭების წინააღმდეგ NovAge Ecollagen Light (ნოვეიჯ იქოლიჯენ ლაით)
დროებით არ არის გაყიდვაში

კომპლექსური ზრუნვა ნაოჭების წინააღმდეგ NovAge Ecollagen Light (ნოვეიჯ იქოლიჯენ ლაით)

37842
328,50 GEL

სცადე კომპლექსური მოვლა NovAge Ecollagen მსუბუქი დღის საცხით! ორიფლეიმის სახელგანთქმული საშუალებების განახლებული სერია ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად, ორი ინოვაციური ინგრედიენტით - დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგიითა და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტით. ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით, ინოვაციური სამეცნიერო მიღწევები და ორიფლეიმის 4-ნაბიჯიანი სისტემა, სადაც თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებს წინას, ხოლოდ შემუშავებული ფორმულები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს, შენ იღებ კანის კომპლექსურ მოვლას და რეალურ შედეგებს - ნაოჭების რაოდენობის შემცირებას 33%-მდე მხოლოდ 12 კვირაში*.


ნაკრებშია:


  • გამწმენდი გელი-ტონიკი (200 მლ / კოდი 33984).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი (15 მლ/კოდი 31546).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი (30 მლ/კოდი 31547).
  • მსუბუქი ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი (50 მლ/კოდი 32655).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი (50მლ/კოდი 31545).

*12 კვირიანი კლინიკური კვლევების შედეგად 31 ქალის მონაწილეობით.

4-ნაბიჯიანი სისტემა ყოველდღიური მოვლისათვის NovAge Ecollagen პროდუქტებით შექმნილია ისე, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებდეს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებს ერთმანეთის ეფექტურობას.

კლინიკურად დამტკიცეულია, რომ NovAge Ecollagen კანის მოვლის კომპლექსური გამოყენება 7-ჯერ უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება.


ნაბიჯი 1: წმენდა

საფუძვლიანი წმენდა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დაიწყე კანის მოვლა დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკით NovAge (33984): ის ღრმად წმენდს, კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ატენიანებს, ატონიზირებს. და ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.


ნაბიჯი 2: თვალის გარშემო კანზე ზრუნვა

თვალების გარშემო კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. იმისათვის, რომ უზრუნველყო თვალის გარშემო კანის დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა, გამოიყენე ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი NovAge Ecollagen (31546).


ნაბიჯი 3: აქტივატორი

იმისათვის, რომ უზრუნველყო შენი კანისათვის აუცილებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და გააძლიერო დღისა და ღამის საცხების ზემოქმედება, წაისვი ნაოჭების საწინააღმდეგო მაღალეფექტური შრატი NovAge Ecollagen (31547).


ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა

დაასრულე კომპლექსური მოვლა დღისა და ღამის კრემების გამოყენებით. მსუბუქ, ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი NovAge Ecollagen (32655) გააჩნია უფრო მსუბუქი ტექსტურა (ნაოჭების საწინააღმდეგო დღის საცხი SPF 15 NovAge Ecollagen-სგან განსხვავებით (31544), ანიჭებს კანს აუცილებელ დატენიანებასა და სიხალისეს, ასევე შესანიშნავად გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ. ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი NovAge Ecollagen (31545) უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებასა და კანის აღდგენას ღამით.


შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია მიეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც სერია NovAge Ecollagen პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსური მოვლისას, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართოთ ისინი თქვენს მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენოთ სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები

  • ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი (nicotiana sylvestris leaf cell culture): ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას და ბლოკავს მისი ენზიმების შემანელებლებს. შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს და ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. ეფექტი აშკარაა და დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით: NovAge Ecollagen საშუალებები ამცირებს ნაოჭების გაჩენას 33%-ით 12 კვირაში, არბილებს, აგლუვებს და ახალისებს კანს. კლინიკურად დადასტურებულია ასევე, რომ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეების ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს 200%-ით მეტად.

  • დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგია (hydrolyzed rice protein, triticum monococcum seed extract, hydrolyzed yeast protein): ეფუძნება სამ მცენარეულ პეპტიდს, რომელიც მიიღება ხორბლის, ბრინჯისა და საფუარისაგან და გააჩნია ძლიერი ანტიასაკობრივი თვისებები: ხორბალი იცავს დნმ-ს ფოტოდაბერებისაგან, ბრინჯი ააქტიურებს უჯრედულ ენერგიას, ხოლო საფუარი პასუხისმგებელია კოლაგენის სინთეზზე. აბორატორიულ პირობებში თითოეული ეს პეპტიდი აჩვენებს კოლაგენის წარმოების სტიმულირების მაღალ უნარს და ერთად ისინი აჩვენებნ გასაოცარ სინერგიულ ეფექტს - კოლაგენის სინთეზი თითქმის ორჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე თითოეული ცალკეული პეპტიდის შემთხვევაში.

დამატებითი ინგრედიენტები მხოლოდ თვალის კრემში:


  • კოფეინი (caffeine): ეხმარება უპეების ჩაშავებასა და შეშუპებასთან ბრძოლაში, ასევე ანიჭებს კანს ბზინვარებას.
  • კომპლექსი Eyeliss: შეიცავს აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას, რომელთა ერთობლივი ზემოქმედება აუმჯობესებს კანის დრეკადობასა და ელასტიურობას, მოქმედებს თვალების გარშემო კანის მიკროცირკულაციაზე, ხელს უშლის უპეების შეშუპებასა და ჩაშავებას.

  • ძირტკბილას ექსტრაქტი (euphrasia officinalis extract): უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და მატონიზირებელ ეფექტს, ხელს უშლის უპეების ჩაშავებას.