ნაოჭების საწინააღმდეგო კომპლექსური მოვლა NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)
დროებით არ არის გაყიდვაში
NovAge

ნაოჭების საწინააღმდეგო კომპლექსური მოვლა NovAge Ecollagen (ნოვეიჯ იქოლიჯენ)

37841
328,50 GEL
5 ცალი

გაუმჯობესებული და განახლებული სერია ნაოჭების წინააღმდეგ NovAge Ecollagen დაფუძნებულია უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნბრივ კომპონენტებზე, მცენარეთა ღეროვან უჯრედებსა და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ანტიასაკობრივი საშუალებების კომპლექსური მოვლის ოთხ ეტაპიანი სისტემა შექმნილია ისე, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი ავსებს წინამორბედს. ექვსი საშუალებისგან შემდგარი სპეციალური ფორმულა კი აძლიერებს მათ ურთიერთქმედებას. სერიის საშუალებები ამცირებს ნაოჭების რაოდენობას 33%-ით 12 კვირის განმავლობაში, კანი რბილი, გლუვი და განახლებულია*.


ნაკრებშია:

  • გამწმენდი გელი-ტონიკი (200 მლ / კოდი 33984).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი (15 მლ/კოდი 31546).
  • აოჭების საწინააღმდეგო შრატი (30 მლ/კოდი 31547).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი SPF 15 (50 მლ/კოდი 31544).
  • ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი (50 მლ/კოდი 31545).

სინჯების ნაკრების კოდი: 545795.


*კლინიკური ტესტირების შედეგად 31 ქალის მონაწილეობით 12 კვირის განმავლობაში.

4-ნაბიჯიანი სისტემა ყოველდღიური მოვლისათვის NovAge Ecollagen პროდუქტებით შექმნილია ისე, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებდეს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებს ერთმანეთის ეფექტურობას. კლინიკურად დამოწმებულია, რომ NovAge Ecollagen კანის მოვლის კომპლექსური გამოყენება 7-ჯერ უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება.

ნაბიჯი 1: წმენდა

საფუძვლიანი წმენდა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დაიწყე კანის მოვლა დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკით NovAge (33984): ის ღრმად წმენდს, კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ატენიანებს, ატონიზირებს. და ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.


ნაბიჯი 2:თვალის გარშემო კანზე ზრუნვა

თვალების გარშემო კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. იმისათვის, რომ უზრუნველყო თვალის გარშემო კანის დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა გამოიყენე ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის ნაზი კრემი NovAge Ecollagen (31546).


ნაბიჯი 3: აქტივატორი

იმისათვის, რომ უზრუნველყო შენი კანისათვის აუცილებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია და გააძლიერო დღისა და ღამის საცხების ზემოქმედება, წაისვი ნაოჭების საწინააღმდეგო მაღალეფექტური შრატი NovAge Ecollagen (31547).


ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა

დაასრულე კომპლექსური მოვლა დღისა და ღამის საცხების გამოყენებით. იმისათვის, რომ დაიცვა კანი ფოტოდაბერებისაგან, აირჩიე ნაოჭების საწინააღმდეგო დამატენიანებელი დღის კრემი SPF 15-ით NovAge Ecollagen (31544). ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი NovAge Ecollagen (31545) უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებასა და კანის აღდგენას ღამით.


შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია მიეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც სერია NovAge Ecollagen პროდუქტები უზრუნველყოფენ კომპლექსური მოვლისას, ამიტომაც ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართოთ ისინი თქვენს მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენოთ სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები

ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი (nicotiana sylvestris leaf cell culture): ასრულებს ორმაგ ფუნქციას: ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას და ბლოკავს მის შემანელებელ ენზიმებს. შედეგად კანში კოლაგენის დონე მატულობს და ავსებს ნაოჭებს შიგნიდან. ეფექტი ცხადი და დადასტურებულია კლინიკური კვლევებით: NovAge Ecollagen საშუალებები ამცირებს ნაოჭების რაოდენობას 33%-მდე 12 კვირის განმავლობაში, არბილებს კანს, აგლუვებს და ახალისებს მას. კლინიკურად დადასტურებულია ასევე, რომ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეების ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს 200%-ით მეტად.

  • დაპატენტებული ტრიპეპტიდ ტექნოლოგია (hydrolyzed rice protein, triticum monococcum seed extract, hydrolyzed yeast protein): დაფუძნებულია სამ მცენარეულ პეპტიდზე, რომელიც ხორბლის, ბრინჯისა და საფუარისგან მოიპოვება და გააჩნია ძლიერი ანტიასაკობრივი თვისებები: ხორბალი იცავს დნმ-ს ფოტო დაბერებისაგან, ბრინჯი ააქტიურებს უჯრედულ ენერგიას, ხოლო საფუარი პასუხისმგებელია კოლაგენის სინთეზზე. აბორატორიულ პირობებში თითოეული ეს პეპტიდი აჩვენებს კოლაგენის წარმოების სტიმულირების მაღალ უნარს და ერთად ისინი აჩვენებნ გასაოცარ სინერგიულ ეფექტს - კოლაგენის სინთეზი თითქმის ორჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე თითოეული ცალკეული პეპტიდის შემთხვევაში.

დამატებითი ინგრედიენტები


დღის კრემში:

  • UVA-ფილტრები: ხელს უწყობს კანის დაცვას ფოტოდაბერებისაგან დღისით, რათა თავიდან აიცილოთ ნაოჭების შესაძლო წარმოქმნა.

თვალის კრემში:

  • კოფეინი (caffeine): ეხმარება უპეების ჩაშავებასა და შეშუპებასთან ბრძოლაში, ასევე ანიჭებს კანს ბზინვარებას.
  • კომპლექსი Eyeliss: შეიცავს აქტიური ინგრედიენტების კომბინაციას, რომელთა ერთობლივი ზემოქმედება აუმჯობესებს კანის დრეკადობასა და ელასტიურობას, მოქმედებს თვალების გარშემო კანის მიკროცირკულაციაზე, ხელს უშლის უპეების შეშუპებასა და ჩაშავებას.
  • ორდისკბილას ექსტრაქტი (euphrasia officinalis extract): უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და მატონიზირებელ ეფექტს, ხელს უშლის უპეების ჩაშავებას.
განახლებული სერია Novage Ecollagen Wrinkle Power მომენტალურად ამცირებს ნაოჭებს 49%-მდე*, განაპირობებს კანში კოლაგენის შენარჩუნებას და დაბერების პროცესის შენელებას.