მომენტალური მოქმედების შრატი სახის კანის სრულყოფისთვის NovAge True Perfection (ნივეიჯ თრუ ფერფექშენ)
NovAge

მომენტალური მოქმედების შრატი სახის კანის სრულყოფისთვის NovAge True Perfection (ნივეიჯ თრუ ფერფექშენ)

31979
73,00 GEL
30 მლ
მიტანა

მიტანა

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში როგორ შევიძინოთ.


მაღალეფექტური შრატი სპარსული აბრეშუმის აკაციის ექსტრაქტითა და InstantGlow კომპლექსით. არბილებს და ათანაბრებს კანს, ანიჭებს მას ბზინვარებას და რეგულარული გამოყენებისას აგლუვებს პირველ მიმიკურ ნაოჭებს. მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და მომენტალურად აუმჯობესებს კანის გარეგნულ იერს. ნაზი სურნელით.
კომპლექსური მოვლა პირველი ასაკობრივი ნიშნების წინააღმდეგ True Perfection

  1. წაისვი შრატი სუფთა კანზე და დეკოლტეს ზონაზე თითის ბალიშებით, მოარიდე თვალების გარშემო არეალს.
  2. ნაოჭებთან ბრძოლის მაქსიმალური ეფექტისთვის, ჩვენ გირჩევთ NovAge True Perfection საშუალებების კომპლექსურ გამოყენებას.

NovAge True Perfection საშუალებების ყოველდღიური მოვლის 4 ნაბიჯიანი სისტემა შექმნილია ისე, რომ თითოეული ნაბიჯი იდეალურად ავსებს წინას, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ფორმულები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტურობას.


კლინიკურად დამტკიცებულია, რომ კანის კომპლექსური მოვლის NovAge True Perfection გამოყენება 7-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე სერიის ცალკეული პროდუქტების გამოყენება.


  • დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკი NovAge (33984) — ორი ეფექტი ერთ საშუალებაში. ის ღრმად წმენდს, კვებავს, აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟის ნარჩენებს, ატენიანებს, ატონიზირებს და ხელს უწყობს კრემის და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.
  • თვალის კრემი კანის სრულყოფისათვის NovAge True Perfection (31981) აგლუვებს პირველ ნაოჭებს და ჩამუქებულ უპეებს, ატენიანებს კანს.
  • მომენტალური მოქმედების შრატი სახის კანის სრულყოფისთვის True Perfection (31979) ანიჭებს კანს ჯანსაღ ბრწყინვალებას, არბილებს და აძლიერებს დღის და ღამის კრემების ზემოქმედებას.
  • იმისთვის, რომ უზრუნველყო კანის დატენიანება და ანტიოქსიდანტური დაცვა მთელი დღის განმავლობაში, გამოიყენე დღის დამატენიანებელი კრემი კანის სრულყოფისათვის NovAge True Perfection (31978). ღამის გამაახლებელი კრემი-ბალზამი კანის სრულყოფისათვის NovAge True Perfection (31980) უზრუნველყოფს ინტენსიურ კვებას და კანის აღდგენას, სანამ შენ გძინავს.

შენიშვნა: მგრძნობიარე კანისათვის აუცილებელია შეეჩვიოს ინტენსიურ ზემოქმედებას, რომელსაც უზრუნველყოფს პროდუქტები სერიიდან NovAge True Perfection კომპლექსური გამოყენებისას, ამიტომ ჩვენ გირჩევთ თანდათან ჩართო ისინი კანის მოვლის პროცედურებში, ან გამოიყენო სინჯები.

აქტიური ინგრედიენტები:


  • სპარსული აბრეშუმის აკაციის ექსტრაქტი (albizia julibrissin extract): გააჩნია ძლიერი ანტიასაკობრივი ზემოქმედება, მდიდარია ამინომჟავებითა და მინერალებით, ხელს უწყობს უჯრედების გაწმენდასა და აღდგენას, ანეიტრალებს თანამედროვე ცხოვრების ზემოქმედებას. ამცირებს დაზიანების დონეს და აუმჯობესებს შიდაუჯრედულ ცვლას, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების ოპტიმალურ ფუნქციონირებას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც კვლავ იბრუნებს სირბილესა და ჯანსაღ ბზინვარებას. ხელს უშლის პირველი ასაკობრივი ნიშნების წარმოქმნას, როგორიცაა მიმიკური ნაოჭები. პატენტზე მოთხოვნა დაცულია.

  • ინოვაციური კომპლექსი InstantGlow: ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს და აუმჯობესებს ელასტიკურობის დონეს. გააჩნია კარგი დამატენიანებელი უნარი. ანიჭებს კანს სიგლუვეს, აღიავებს და ათანაბრებს ტონს, მატებს მსუბუქ ბზინვარებას.

ინგრედიენტები

AQUA, DIMETHICONE, GLYCERIN, ALCOHOL DENAT., BUTYLENE GLYCOL, NYLON-12, PPG-5-LAURETH-5, CETEARETH-20, MICA, PHENOXYETHANOL, DIMETHICONOL, AMMONIUM ACRYLOYLDIMETHYLTAURATE/VP COPOLYMER, SODIUM ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER, IMIDAZOLIDINYL UREA, PARFUM, ISOHEXADECANE, ALBIZIA JULIBRISSIN BARK EXTRACT, POLYSORBATE 80, CITRIC ACID, SODIUM HYALURONATE, SODIUM BENZOATE, CI 77891
NovAge True Perfection — მაღალეფექტური საშუალებების სერია ეწინააღმდეგება თანამედროვე ცხოვერბის წესით გამოწვეულ სტრესს, პირველ ასაკობრივ ნიშნებს და ნაოჭების გაჩენას. კლინიკურად დამტკიცებულია: სერიის საშუალებები აუმჯობესებს კანის შეფერილობას, ღრმად ატენიანებს, ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას რამდენიმე კვირის განმავლობაში.