Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში
  1. Home
  2. ჩვენი ფილოსოფია
  3. ჩვენი სტანდარტები

ჩვენი სტანდარტები

ჩვენ როგორც შვედური ბრენდის წარმომადგენლებს, სილამაზეზე განსხვავებული შეხედულება გვაქვს. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო პროდუქციას, რომელიც ბუნებითაა შაგონებული და პასუხობს მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, ხარისხიანი და ეფექტური პროდუქციის შექმნა. ეს ფილოსოფია უდევს საფუძვლად ჩვენს ბრდენდს.




უსაფრთხო ინგრედინტები

ორიფლეიმის ყველა პროდუქტი გამოსაყენებლად უსაფრთხოა, შექმნილია შვედური მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების საფუძველზე და შეესაბამება ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

ეს ნიშნავს, რომ ორიფლეიმის ყველა პროდუქტი, გამონაკლისის გარეშე, შეესაბამება განსაკუთრებულ სტანდარტებს:


ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ უმკაცრეს ეკოლოგიურ ნორმებს და არ აზიანებენ გარემოს. ყველა ინგრედიენტები გადიან სკრინინგის უნიკალურ პროცედურას, რომელიც ადასტურებს მათ ეთიკურ წარმოშობას, ხარისხს და უსაფრთხოებას. ჩვენ არასდროს არ ვიყენებთ ინგრედიენტებს გადაშენების პირას მყოფი წყაროებიდან.  

ორიფლეიმის პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ყველა ექსტრაქტები ბუნებრივი წარმოშობისაა. 

ჩვენი სკრაბები შეიცავენ მხოლოდ ბიოდეგრადირებად (ბიოხრწნად) მიკრონაწილაკებს ნაცვლად პლასტიკური გრანულებისა — მაგალითად, დაფხვნილ-ნუშის ნაჭუჭს. ისინი ბუნებრივი გზით იშლებიან და წყლის გარემოს ზიანს არ აყენებენ.

 

უსაფრთხო შემადგენლობა

ჩვენი საშუალებები საგულდაგულო შემოწმებას გადიან უსაფრთხოების დასადგენად და საწარმოო პროცესის უმკაცრეს სტანდარტებს შეესაბამებიან.

 

ამჟამად ევროკავშირის მიერ აკრძალულია 1300-ზე მეტი კოსმეტიკური ინგრედიენტი, რომლებიც ზიანს აყენებენ მომხმარებლებს და გარემოს. ჩვენ კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნებს ვაყენებთ პროდუქციის უსაფრთხოების მიმართ, ამიტომ დამატებით გამოვრიცხეთ კიდევ 60, ჩვენი შეფასებით, პოტენციურად სახიფათო კომპონენტი. 

ორიფლეიმის არცერთი პროდუქტი არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმოს-ს).    

ჩვენ ვამოწმებთ კოსმეტიკურ ფორმულებს ჯანმრთელ მოხალისეებზე დამოუკიდებელ ლაბორატორიებში. ასეთი ტესტები საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პროდუქცია უსაფრთხოა და უმკაცრეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.