Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში
  1. Home
  2. სამართლებრივი ნორმები

სამართლებრივი ნორმები

ტერმინები და განმარტებები


მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც ეწვევა კომპანია «ორიფლეიმის» (შემდგომში Oriflame-ის სახელით მოხსენიებული) ელექტრონულ წარმომადგენლობას ინტერნეტ ქსელში. 

საიტი – კომპანია «ორიფლეიმის» ელქტრონული წარმომადგენლობა ინტერნეტ ქსელში (web-გვერდების ერთობლიობა ანალოგიური დიზაინით, რომლებსაც აერთიანებს იდენტური შინაარსი და ნავიგაცია და ფიზიკურად მდებარეობენ ერთსა და იმავე web-სერვერზე). 

ჰიპერბმული - ეს არის გრაფიკული გამოსახულება, ან ტექსტი საიტზე, ან ელექტრონული ფოსტის წერილში, რომელიც ამყარებს კავშირებს და საშუალებას გვაძლევს გადავიდეთ ინტერნეტის სხვა ობიექტბზე; ეს არის სტრიქონი HTML-დოკუმენტში, რომელიც მიუთითებს სხვა ფაილზე, რომელიც თავის მხრივ შეიძლება მდებარეობდეს ინტერნეტში, და შეიცავდეს სრულ გზას (URL) ამ ფაილზე გადასასვლელად. 

ფრეიმი - ეს არის 3.0 და უფრო ახალი ვერსიის HTML ენის ელემენტი. ფრეიმები საშუალებას გვაძლევს დავყოთ web-გვერდი რამდენიმე დამოუკიდებელ ფანჯრად და თითოეულ მათგანში განვათავსოთ ცალკეული ვებ-გვერდი. ამასთანავე დასაშვებია ბმულები ერთი ფანჯრიდან მეორე ფანჯარაზე. 

1. საიტით სარგებლობის პირობები

ეს საიტი იმართება და მას ემსახურება კომპანია Oriflame, მომსახურების პირობები მოცემულია ქვემოთ. თქვენს მიერ ამ საიტის გამოყენება გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ყველა ამ პირობას. იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, გთხოვთ არ გამოიყენოთ ეს საიტი. 

Oriflame წარმოადგენს დარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს, რომელიც ეკუთვნის კომპანია на  Oriflame Cosmetics AG. ეს სავაჭრო ნიშანი არ ექვემდებარება კოპირებას და/ან გამოყენებას უფლებამოსილთან (Oriflame Cosmetics AG.) წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე. ინტელექტუალური (საწარმოო) საკუთრების სხვა ობიექტები, მათ შორის სავაჭრო ნიშნები, ასევე წარმოადგენს უფლებამოსილთა საკუთრებას, ამიტომ ამ ობიექტებისა და სავაჭრო ნიშნების გამოსაყენებლად ასევე აუცილებელია მათი მფლობელებისაგან წერილობითი შეთანხმების მიღება. 

ამ საიტის დიზაინი და სტრუქტურა, ასევე მისი სხვა ელემენტები, რომლებიც წარმოადგენს დაცვის ობიექტს საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება იქნას გამოყენებული (კოპირებული, იმპორტირებული) მთლიანად, ან ნაწილობრივ, მათ საფუძველზე ახალი საინფორმაციო ობიექტების შესაქმნელად, ან რაიმე სხვა მიზნისთვის, რომელიც არღვევს კანონმდებლობას.

გამოსახულებები, გრაფიკა, ხმოვანი, თუ ვიდეო ინფორმაცია არ შეიძლება დაკოპირდეს სხვა ინტერნეტ საიტებზე განსათავსებლად, ან ბეჭდურ, ან სხვა მაგნიტურ მატარებლებზე კოპიოების შექმნის გზით  გასავრცელებლად, Oriflame-ის წერილობითი ნებართვის გარეშე. 

საიტის მომხმარებელს აქვს უფლება მის პერსონალურ კომპიუტერში ჩატვირთოს ამ საიტზე არსებული გვერდების, ან სხვა მასალის ერთი კოპია, მხოლოდ მისი პირადი, არაკომერციული შიდა მოხმარების მიზნით, იმ პირობით, რომ მომხმარებელი არ შეცვლის კოპირებულ მასალას, არ გამოიყენებს მათ სხვა საქმიანობისთვის, არ შეცვლის ან არ წაშლის ნებისმიერ შეტყობინებას საავტორო უფლებაზე, ან სხვა ინფორმაციას ინტელექტუალურ საკუთრებაზე. აღნიშნული უფლება ერთჯერად ჩამოტვირთვაზე და მომხმარებლის მიერ ამ საიტის ინფორმაციის გამოყენებაზე არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, მისი მოქმედება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს Oriflame-ს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. 

Oriflame იტოვებს უფლებას შეზღუდოს ფრეიმების გამოყენება ამ საიტზე, მომხმარებელი კი ეთანხმება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მთელი საიტის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის ფრეიმების გამოყენება Oriflame-ს მიერ წერილობით მიღებული მოთხოვნის საფუძველზე. 

მომხმარებლები ვალდებულნი არიან არ განათავსონ ამ საიტზე კანონმდებლობის მიერ საავტორო უფლებებით დაცული მასალა, მათი მფლობელების მკაფიო ნებართვის გარეშე. მომხმარებელი, რომელიც განათავსებს მსგავს მასალას, მხოლოდ თავად იქნება პასუხისმგებელი ამ ქმედებით გამოწვეული საავტორო უფლებებისა და საკუთრების დარღვევაზე. 

Oriflame არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს საიტზე არსებულ ინფორმაციაზე, გვერდებზე, სხვა მასალასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელშიც არსებობს ჰიპერბმულები აღნიშნულ საიტზე, ან საიტიდან. ჰიპერბმული ამ საიტზე, ან ამ საიტიდან, ნიშნავს, რომ Oriflame ადასტურებს, ან რეკომენდირებს საიტს, რომელზეც არსებობს ჰიპერბმულები, ან აკეთებს რაიმე სახის განაცხადებს ამგვარ საიტებზე არსებული ინფორმაციების, გვერდების, მასალებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სიზუსტესთან, ხარისხთან, უსაფრთხოებასა და სარგებლიანობასთან დაკავშირებით. 

Oriflame არ აგებს პასუხს მომხმარებელთა მიერ იმ საიტების გამოყენებაზე, რომლებზეც ჰიპერბმულებია. 

Oriflame იტოვებს უფლებას კანონით დაშვებული მაქსიმალური დონით შეზღუდოს ჰიპერბმულები აღნიშნულ საიტზე, მომხმარებელი კი ამით ეთანხმება დაუყოვნებლივ აიღოს, ან გაანადგუროს ნებისმიერი ჰიპერბმული ამ საიტზე Oriflame-ის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების შემთხვევაში. 

ინფორმაცია, გვერდები და სხვა მასალა, რომელიც ამ საიტზეა განთავსებული, ან რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია ამ საიტიდან, უნდა იქნას გამოყენებული უცვლელად, Oriflame-ს მხრიდან ყოველგვარი გარანტიების გარეშე. 

არ გარანტირებს მის გვერდებზე, ან მასალაში აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეს, ადეკვატურობას ან სისრულეს და არ აგებს პასუხს შესაძლო ხარვეზებზე. მომხმარებელი აღნიშნულ საიტს იყენებს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ და ვალდებულია მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ გვერდები და სხვა მასალა არ შეიცავდეს ვირუსებს, ან მავნე ზემოქმედების სხვა ობიექტებს. აღნიშნული საიტი შესაძლოა შეუთავსებელი იყოს ვებ-ბრაუზერთან, ან მომხმარებლის მიერ გამოყენებულ სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან. Oriflame არ იძლევა გარანტიებს იმისა, რომ საიტი იქნება ხელმისაწვდომი უცვლელი, ან მიმდინარე სახით, და აღნიშნული საიტის ტრანსლაცია შესაძლოა პერიოდულად წყდებოდეს, ნელდებოდეს, ასევე შესაძლოა სრულად შეწყდეს ნებისმიერ დროს. 

აღნიშნული საიტი შესაძლოა შეიცავდეს დათარიღებულ, ან არაზუსტ ინფორმაციას, ამასთანავე ინფორმაცია შესაძლოა იცვლებოდეს, ან იყოს განახლებადი Oriflame-სგან შეტყობინების მიღების გარეშე. თუმცაღა Oriflame არ იღებს ვალდებულებას განაახლოს, ან დააკორექტიროს აღნიშნულ საიტზე არსებული ინფორმაცია. 

Oriflame არ აგებს პასუხს რაიმე სახის დანაკარგსა და ზიანზე, რომელიც გამოწვეულია საიტზე არსებული ინფორმაციული ხარვეზებით, საიტის ნებისმიერი მომხმარებელი აღნიშნულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. 

Oriflame არ აგებს პასუხს კომპანიის საიტზე მომხმარებლის, კონსულტანტის და მყიდველის მიერ განთავსებულ პროდუქციაზე არსებული ინფორმაციის შეუსაბამობაზე. კონსულტანტების მიერ საკუთარი საიტის არსებობის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას Oriflame-ს პროდუქციასა და მომსახურებაზე, მათ თავად უნდა აკონტროლონ პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის განახლება და დროულად შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები საკუთარ გვერდებზე. 

არც Oriflame და არც მისი პარტნიორები, ან თანამშრომლები არ აგებენ პასუხს იმ გადაწყვეტილებათა შედეგებზე, რომელიც მიღებულ იქნა ამ საიტზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე. 

ORIFLAME უარს აცხადებს წარმოადგინოს რაიმე სახის ღიად გამოხატული, ან ნაგულისხმევი გარანტიები აღნიშნულ საიტთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, ნაგულისხმევი გარანტიები გასაყიდად ვარგისიანობის ან კონკრეტული დანიშნულების შესახებ. 

არანაირ ვითარებაში ORIFLAME არ აგებს პასუხს მომხმარებლის წინაშე რაიმე სახის, მათ შორის პირდაპირი, ირიბი, თუ სხვა სახის დანაკლისზე, რომელიც გამომდინარეობს ან უკავშირდება მომხმარებლის მიერ აღნიშნული ან სხვა საიტის გამოყენებას, რომელზეც განთავსებულია ჰიპერბმულები. 

არსებულ კანონმდებლობაში შესაძლოა არ დაიშვებოდეს ზემოაღნიშნული გამონაკლისები, ამიტომ აღნიშნული პარაგრაფი შესაძლოა მთლიანად, ან ნაწილობრივ არ ვრცელდებოდეს მომხმარებელზე. 

ამ დოკუმენტში ირიბად წარმოდგენილი ყველა უფლება შენარჩუნებულია. 

2. აღნიშნული საიტის გამოყენების პირობების შეცვლა

Oriflame იტოვებს უფლებას როგორც შეცვალოს არსებული პირობები, ასევე განაახლოს ის. ეს ცვლილებები ძალაში შევა მათი საიტზე განთავსების წუთიდან. მომხმარებლის მიერ საიტის მასალის გამოყენება პირობების შეცვლის შემდეგ ნიშნავს ავტომატურ თანხმობას მათზე.