Skip to main content Skip to main menu Skip to search

შპს «ორიფლეიმ ჯორჯია»-ს (შემდგომში - «კომპანია») კატალოგში, რომელიც ძალაშია 2018 წლის 04 ივნისიდან 2018 წლის 23 ივნისამდე, გვერდებზე 2, 3, 9, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 31, ასევე სილამაზის წიგნში, მოქმედების პერიოდი 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 25 აგვისტომდე, გვერდებზე 6 და 31, ნახსენებია 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი.
 
გაცნობებთ, რომ ფრაზა «ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2018» და «მჩ-2018» ზემოთ აღნიშნულ კატალოგში და სილამაზისწიგნში არაკორექტულია და არ უნდა იქნას გათვალისწინებული აღნიშნული კატალოგის და სილამაზის წიგნის მოქმედების პერიოდებში.
 
კომპანიას არასდროს ჰქონია მიზანი შეექმნა მცდარი წარმოდგენა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით როგორც კომპანიის, ასევე მის მიერ რეალიზებული პროდუქციის მხრიდან.
 
კომპანია გაცნობებთ, რომ არ წარმოადგენს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ასოციაციის ოფიციალურ პარტნიორს და არანაირ კავშირში არ არის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან.