Skip to main content Skip to main menu Skip to search
0 პროდუქტები კალათში
  1. მთავარი
  2. სიახლეები და პრესა
  3. კომპანიის სიახლეები
  4. ორიფლეიმ საქართველო - 2015წ. მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა.

ორიფლეიმ საქართველო - 2015წ. მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა.

ორიფლეიმ საქართველო - თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონის ოფიციალური კოსმეტიკური მხარდამჭერი

ომპანია ორიფლეიმი აგრძელებს დამკვიდრებულ ტრადიციას და უკვე მეოთხედ უწევს პარტნიორობას თბილისის მოდის კვირეულს. 

თბილისის მე-12 სეზონის მოდის კვირეული 8-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. "ივერია ჯგუფის" საღონისძიებო სივრცე დიზაინერების შოუ-რუმს და გრანდიოზულ 28 მეტრიანი პოდიუმს გააერთიანებს, რომლის ირგვლივაც 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება. 

ორიფლეიმი, როგორც ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და კოსმეტიკური მხარდამჭერი ამ სეზონზეც იზრუნებს მოდელების ვიზუალურ მხარეზე, სწორედ ორიფლეიმის დეკორატიული კოსმეტიკით, კერძოდ კი ყველაზე დიდი დეკორატიული ხაზით - The ONE მოხდება ჩვენებაზე გამომსვლელი მოდელებისათვის მაკიაჟის გაკეთება. აღნიშნული დეკორატიული ხაზი განსაკუთრებით დიდი ასორტიმენტით გამოირჩევა და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ქალბატონებს შორის. 2015 წელს ამ ხაზის ოფიციალური სახე გახდა ცნობილი ტელეწამყვანი - გვანცა დარასელია, რომელიც ორიფლეიმის კატალოგებში წარმოგიდგენთ The ONE-ის კოსეტიკურ პროდუქტებს.      

                                                                          

  სპეციალურად მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისს ესტუმრება კომპანია ორიფლეიმის ახალი ოფიციალური ვიზაჟისტი, ალიონა ტერეშენკო, რომელმაც აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად 2015 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მასშტაბით გამართულ სილამაზის კონკურსში და მრავალ მონაწილეს შორის მოიპოვა გამარჯვება. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოხდება „ბექსთეიჯში“ მოდელების გალამაზება. ალიონა გვიამბობს თუ რა მსოფლიო ტენდენციებია კოსმეტიკის სამყაროში, როგორ შეგვიძლია გავიკეთოთ მაკიაჟი სახლის პირობებში, რა არის ის საიდუმლოებები, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რათა მუდამ უზადოდ გამოიყურებოდეს.

ალიონა ტერეშენკო - კომპანია ორიფლემის ოფიციალური ვიზაჟისტი

საღონისძიებო სივრცეში მოწყობილ შოუ რუმში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მობრძანდნენ ორიფლეიმის საგამოფენო კუთხეში და პირველებმა მოსინჯონ დეკორატიული კოსმეტიკის სიახლეები.

ჩვენებებზე მოსულ სტუმრებს კი ორიფლეიმი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.